ტრეინინგები


         
 
 ამჟამად საიტზე 3 მომხმარებელია  EnglishFrenchGermanItalianPortugueseRussianSpanish

Tag-Archive for ◊ ცვლილება ◊

• 08-Jul-2013

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343)

309-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. 2014 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.
ამ ნაწილის მიზნებისათვის:
ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;

ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს
მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ქუთაისი,
28 ივნისი 2013 წ.
N784-IIს

• 08-May-2012

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;“.

2. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები;“.

3. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 ნაწილი:

„2. სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი საფასურების შესაბამისად იმ პირის მიერ, რომლის შუამდგომლობითაც გამოიტანა სასამართლომ დავალება ადგილზე დათვალიერების შესახებ ფაქტების კონსტატაციის მიზნით, ხოლო სასამართლოს ინიციატივით განხორციელებული ფაქტების კონსტატაციის შემთხვევაში – მხარეების მიერ თანაბრად.“.

4. 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.“.

5. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 122. ადგილზე დათვალიერების ჩატარება

ადგილზე დათვალიერებას აწარმოებს საქმის განმხილველი მოსამართლე. თუ საქმეს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა იხილავს, ადგილზე დათვალიერების მოვალეობა, ამ სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მის ერთ-ერთ წევრს. ფაქტების კონსტატაციის მიზნით ადგილზე დათვალიერების ჩატარება სასამართლომ შეიძლება დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს.“.

6. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

„ბ) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით;“.

7. XXXIV თავი ამოღებულ იქნეს.

  მუხლი 2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი, გირავნობის მოწმობა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება),უძრავი ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას – აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან არსებული სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის II კარით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა და შემდეგი სასამართლო აქტები (შემდგომ – გადაწყვეტილება):

ა) კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა;

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში;

გ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;

ე) გადახდის ბრძანება და ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ;

ვ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება;

ზ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება;

თ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

ი) სხვა სახელმწიფოს სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;

კ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, სავალდებულოა საქართველოსათვის;

ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;

მ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;

ნ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ;

ო) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VIIთავით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.

2. მე-3 მუხლის 13  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს შეფასების მომსახურება. ასეთი მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

3. 14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან და დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებასთან (თუ გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტმა მოითხოვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება) დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი − 1 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III თავისა, 15 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 18 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4, 4 და მე-13 პუნქტებისა, 28  მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე და 62-ე მუხლებისა, 69-ე მუხლის პირველი – 1პუნქტებისა, 75-ე, 76-ე, 77  და 77  მუხლებისა, 82 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 90 და 90–91-ე მუხლებისა,XVI2  თავისა, 113-ე მუხლის პირველი – მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 113 მუხლისა.“.

4. 18  მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებისა და დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლოს განჩინება, რომელიც მიიღება სააღსრულებო წარმოების პროცესში და ექვემდებარება აღსრულებას, აღსრულდება სააღსრულებო ფურცლის გარეშე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ან ისეთი განჩინების საფუძველზე, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

6. 25-ე მუხლის :

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 10 პუნქტი :

„10. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებისას მოვალის ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღას განმეორებით არ დაადებს, თუ აღნიშნულ ქონებას ყადაღა დაედო ამ კანონის XVI1 თავით გათვალისწინებული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას.“.

7. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 7 პუნქტი:

„7. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მან აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეიტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.“.

8. მე-40 მუხლის 6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს .

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 40 მუხლი :

„მუხლი 40. მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება.

2. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ და მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოვალის განცხადების საფუძველზე მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. მოვალე უფლებამოსილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ განცხადებას დაურთოს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში გაცემული კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, რომლის დასაშვებობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წესებით მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შემთხვევებში ამ ქონებაზე ამავე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულება არ დაიშვება, ხოლო მოვალის მიერ გადახდილი ქონების საბაზრო ღირებულება ჩაითვლება აღსასრულებელი მოთხოვნის შესრულებულ ნაწილად.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მოძრავ ქონებაზე, როგორც გირავნობის საგანზე, ყადაღის გაუქმება იწვევს აღნიშნულ ქონებაზე ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის გაუქმებას.

6. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე კრედიტორის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.

7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.“.

10. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„2. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.“.

11. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 პუნქტი:

„2. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების აღსრულების რიგითობის განსაზღვრის მიზნებისათვის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების იძულებითი აღსრულებისას მოვალის ქონებაზე ყადაღა აღმასრულებლის მიერ დადებულად ითვლება აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტიდან.“.

12. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 პუნქტი :

„1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და მოვალის რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე საკუთრების უფლება დაუდგენელია, აღსრულების ეროვნული ბიურო მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ამის თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების რეგისტრაციის შესახებ, მათ შორის, დაუზუსტებელი მახასიათებლებით.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI1  და XVI თავები :

„თავი XVI1

გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით

მუხლი 91. ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპები

1. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

2. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე.

3. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა.

მუხლი 91. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში

1. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი.

2. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.

3. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა.

მუხლი 91. განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ

1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას.

2. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;

ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს;

გ) აპლიკანტის მოთხოვნას;

დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას;

ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას;

ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა;

ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას;

თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას;

ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.

3. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მტკიცებულებების შესაბამისი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს დედნის ან/და დამოწმებული ასლების სახით.

4. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადება წარმომადგენელს შეაქვს.

5. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების შეტანისას აპლიკანტი იხდის სააპლიკაციო საფასურს. აპლიკანტი სააპლიკაციო საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სააპლიკაციო საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

6. თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას, აპლიკანტმა საგარანტიო თანხის სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე უნდა შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებული აღსრულების წინასწარი საფასური. აღნიშნული საფასურის გადახდაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები.

7. თუ აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას, მან უნდა მიუთითოს რესპონდენტის ქონება, ქონების საიდენტიფიკაციო მაჩვენებლები და გადაიხადოს ასეთი ღონისძიებისათვის განსაზღვრული საფასური.

მუხლი 91. ხარვეზის დადგენა

1. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება.

2. დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენამდე გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ვადის დინება ჩერდება. იგი განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისთანავე.

3. აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

4. აპლიკანტის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებაში მითითებული მოთხოვნის ოდენობა მიიჩნევა დავალიანების იმ ოდენობად, რომლის რესპონდენტისათვის გადახდევინებასაც ითხოვს აპლიკანტი.

მუხლი 91. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების დაბრუნება

1. აღსრულების ეროვნული ბიურო დაუბრუნებს აპლიკანტს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას, თუ:

ა) სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ბ) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

გ) არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ან მორიგების პირობების დამტკიცების თაობაზე ან გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე იმავე საქმესთან დაკავშირებით;

დ) აპლიკანტმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი;

ე) განცხადება შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა;

ვ) განცხადება შეიტანა ქმედუუნარო პირმა.

2. განცხადების აპლიკანტისათვის დაბრუნება იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას.

3. განცხადების დაბრუნების შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება მის მიერ საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების, ასევე ხარვეზის შემდგომ გამოსწორების შემთხვევაში აპლიკანტი უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროში ხელახლა შეიტანოს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

მუხლი 91. შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ

1. აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ.

2. გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) გამარტივებული წარმოების ნომერს;

ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს;

გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი:

გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;

გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;

გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;

გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;

გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ;

დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას;

ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რესპონდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეიცავდეს:

ა) რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;

ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის დასახელებას;

გ) პროტესტის შემთხვევაში – მოთხოვნის სრულ უარყოფას (თუ რესპონდენტის წინააღმდეგ მიმართულია რამდენიმე აპლიკანტის მოთხოვნა − აღნიშვნას იმის შესახებ, თუ რომელ მოთხოვნას უარყოფს რესპონდენტი); მოთხოვნის სრულად აღიარების შემთხვევაში – მითითებას მოთხოვნის სრულად ცნობის შესახებ; მოთხოვნის ნაწილის აღიარების შემთხვევაში – მითითებას იმის შესახებ, თუ მოთხოვნის რომელ ნაწილს ცნობს რესპონდენტი;

დ) რესპონდენტის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერას.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე;

დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.

5. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით აპლიკანტის ძირითად მოთხოვნასთან ერთად რესპონდენტს დაეკისრება ასევე გამარტივებული წარმოებისას აპლიკანტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის გადახდა, რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურებისაგან. რესპონდენტს დამატებითი ხარჯის გადახდა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

6. აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე:

ა) თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე;

ბ) თუ რესპონდენტი დაფარავს დავალიანების ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით;

გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის დარჩენილ ნაწილთან მიმართებით.

7. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება ეცნობება აპლიკანტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

8. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

9. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე არ ართმევს აპლიკანტს უფლებას, რესპონდენტის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი სასამართლოში საერთო წესით.

10. გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

მუხლი 91. განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ

1. რესპონდენტი უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. რესპონდენტის მხრიდან მორიგების შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც რესპონდენტი მართებულად მიიჩნევს დავალიანების ოდენობას ან მის ნაწილს, მაგრამ ითხოვს დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან განაწილვადებას.

2. მორიგების შეთავაზების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს რესპონდენტის დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, აპლიკანტის დასახელებას, გამარტივებული წარმოების ნომერს, აპლიკანტის მიერ დაყენებული მოთხოვნის სრულ ოდენობას, დავალიანების იმ ოდენობას, რომელსაც ეთანხმება რესპონდენტი, მისი დაფარვის ვადას, ხოლო განაწილვადების მოთხოვნის შემთხვევაში − გადახდის გრაფიკს.

3. აღსრულების ეროვნული ბიურო რესპონდენტის განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ უგზავნის აპლიკანტს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან მორიგებაზე თანხმობა ან უარი განაცხადოს. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აპლიკანტის თხოვნით, განსაზღვრული ვადა არა უმეტეს 30 დღით გაზარდოს. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს. რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაში დასაშვებია დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი, ხოლო მოთხოვნის ნაწილზე, რომელიც რესპონდენტმა არ აღიარა, მიიღება გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე, რაც არ ართმევს აპლიკანტს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ვადის განმავლობაში მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ დავალიანების სხვა ოდენობაზე და მისი დაფარვის პირობებზე. მხარეთა შეთანხმება წერილობით ფორმდება.

5. დავალიანების ოდენობისა და მისი დაფარვის პირობების შესახებ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ამტკიცებს მხარეთა მორიგების პირობებს. მორიგება არ უნდა შეიცავდეს აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულების პირობას.

6. რესპონდენტის მიერ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის განცხადების საფუძველზე გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.

7. მორიგების პირობების დარღვევის გამო დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასურის ის ნაწილი, რომელიც აღემატება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში აღნიშნულ დავალიანების ოდენობას. თუ რესპონდენტი ჯეროვნად შეასრულებს მორიგების პირობებს, რაც გამორიცხავს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, აპლიკანტს დაუბრუნდება საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აღსრულების წინასწარი საფასური.

მუხლი 91. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება

1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს:

ა) ბრძანების ნომერს და გამოცემის ადგილს;

ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს;

გ) ბრძანების გამოცემის თარიღს;

დ) მხარეების დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;

ე) დავალიანების ოდენობას;

ვ) აპლიკანტის მიერ გამარტივებული წარმოებისას გაწეული ხარჯის ოდენობას;

ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

2. აპლიკანტის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში მიეთითება და გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს მოთხოვნილი ჰქონდა ასეთი ხარჯის ანაზღაურება.

3. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.

4. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

5. თუ აპლიკანტი არ ითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა აპლიკანტს. მისი აღსასრულებლად წარდგენის ვადაა გამოცემიდან 5 წელი.

მუხლი 9110 . მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება

1. აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში:

ა) აპლიკანტი ითხოვს მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით რესპონდენტის ქონებაზე ყადაღის დადებას;

ბ) აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი თანხა აკმაყოფილებს აღსრულების წინასწარი საფასურისათვის გათვალისწინებულ ოდენობას;

გ) აპლიკანტი თავად მიუთითებს, თუ რესპონდენტის რომელ ქონებაზე უნდა იქნეს გამოყენებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;

დ) აპლიკანტს გადახდილი აქვს ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასური.

2. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. ყადაღა გაუქმდება, თუ:

ა) აპლიკანტს დაუბრუნდება განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

ბ) აპლიკანტი გაიხმობს განცხადებას დავალიანების გადახდევინების შესახებ;

გ) აპლიკანტი მოითხოვს ყადაღის გაუქმებას;

დ) რესპონდენტი სრულად დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით.

4. თუ რესპონდენტი დადგენილ ვადაში წარადგენს პროტესტს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ ან დაფარავს დავალიანების ნაწილს, გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის ქონებაზე დადებული ყადაღა გაუქმდება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების აპლიკანტისათვის ჩაბარებიდან 1 თვის შემდეგ, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა იმავე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს ან შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

5. მხარეთა მორიგების პირობების დამტკიცების შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო გააუქმებს ყადაღას, თუ ამას აპლიკანტი მოითხოვს.

6. აპლიკანტი პასუხისმგებელია რესპონდენტისთვის მიყენებული ზიანისათვის, თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუმართლებელი გამოდგა.

მუხლი 9111 . გამარტივებული წარმოების საფასური

1. გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2. გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს.

3. გამარტივებული წარმოებისას მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით წარმოებს.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე რესპონდენტის მიერ შეტანილ თანხას წარმართავს აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე, გამარტივებული წარმოების საფასურის გამოკლებით. პერიოდულად შეტანილ თანხას გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა პროპორციულად გამოაკლდება.

5. რესპონდენტის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ითვლება მის მიერ აპლიკანტისათვის გადახდის დღედ.

მუხლი 9112 . განცხადების გახმობა

1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების პირობების დამტკიცებამდე აპლიკანტს უფლება აქვს, გაიხმოს თავისი განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით.

2. რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარების შემდეგ განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხის ნახევარი, ხოლო რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარებამდე განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხა.

3. განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური, თუ ამ დროისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში არ განხორციელებულა ყადაღის რეგისტრაცია.

თავი XVI2

ფაქტების კონსტატაცია

მუხლი 9113 . ფაქტების კონსტატაციის ზოგადი პრინციპები

1. აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას დაინტერესებული მხარის მიმართვის ან სასამართლო დავალების საფუძველზე.

2. ფაქტების კონსტატაცია გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის ასახვას ამ თავით დადგენილი წესით.

3. ფაქტების კონსტატაცია გამოიყენება ისეთ გარემოებებთან მიმართებით, რომელთა აღქმა და აღწერა შესაძლებელია.

4. ფაქტების კონსტატაცია დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

5. ფაქტების კონსტატაციასთან დაკავშირებული აღმასრულებლის ქმედება არ საჩივრდება.

მუხლი 9114 . ფაქტების კონსტატაციის საფუძველი

1. ფაქტების კონსტატაციის საფუძველია ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნით დაინტერესებული მხარის მიმართვა.

2. დაინტერესებული მხარე, რომლის მიმართვის საფუძველზედაც აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს ფაქტების კონსტატაციას, შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, ადმინისტრაციული ორგანო.

3. დაინტერესებული მხარის მიმართვა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დაინტერესებული მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მისამართის, დასადგენი გარემოების, ადგილმდებარეობის, სადაც უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, ქონების მფლობელის, რომლის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში უნდა განხორციელდეს ფაქტების კონსტატაცია, შესახებ.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ან/და ხელს შეუწყობს ფაქტების კონსტატაციას. ინფორმაციის მიუწოდებლობა ფაქტების კონსტატაციაზე უარის თქმის საფუძველია.

მუხლი 9115 . ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებები

1. ფაქტების კონსტატაციის ხელის შემშლელი გარემოებებია ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეუძლებელია მტკიცებულებების შეგროვება.

2. ფაქტების კონსტატაცია იმ პირის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დაინტერესებული მხარე, დაიშვება მისი თანხმობით. თანხმობა შესაძლებელია იყოს წერილობითი ან აღბეჭდილი ტექნიკური საშუალებით.

3. თუ პირი უარს აცხადებს თავის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე ფაქტების კონსტატაციის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის დაშვებაზე, გამოიყენება ამ კანონის 9117  მუხლის მე-2 პუნქტი.

მუხლი 9116 . ფაქტების კონსტატაცია საჯარო ადგილებში

აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თანხმობის გარეშე განახორციელოს ფაქტების კონსტატაცია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, ასევე კერძო საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც საჯარო მოხმარების ობიექტია.

მუხლი 9117 . ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ

1. ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი უნდა შეიცავდეს:

ა) ოქმის შედგენის თარიღსა და დროს;

ბ) ფაქტების კონსტატაციის საფუძველს;

გ) დაინტერესებული მხარის მიმართვის შემთხვევაში − დაინტერესებული მხარის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს;

დ) მითითებას ადგილმდებარეობაზე, სადაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია, ხოლო კერძო საკუთრების ან/და კანონიერი მფლობელობის შემთხვევაში − პირის დასახელებას, რომლის საკუთრებაში ან/და კანონიერ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც განხორციელდა ფაქტების კონსტატაცია;

ე) მითითებას გარემოებაზე, რომლის დადგენაც იყო მოთხოვნილი;

ვ) ფაქტობრივი გარემოების ზუსტ აღწერას;

ზ) მითითებას ტექნიკურ მოწყობილობებზე, რომლებიც იქნა გამოყენებული, და თანდართული მასალების ჩამონათვალს;

თ) აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის, რომელმაც განახორციელა ფაქტების კონსტატაცია, ვინაობასა და ხელმოწერას.

2. ფაქტების კონსტატაციის შეუძლებლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ადგენს ოქმს და მიუთითებს გარემოებებზე, რომლებმაც ხელი შეუშალა ფაქტების კონსტატაციას.

მუხლი 9118 . ანაზღაურება

1. ფაქტების კონსტატაცია არის აღსრულების ეროვნული ბიუროს ანაზღაურებადი საქმიანობა.

2. აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებული მხარის ან სასამართლოს თხოვნით უზრუნველყოფს ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვას.

3. ფაქტების კონსტატაციის საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები, ასევე ფაქტების კონსტატაციის შედეგად მიღებული მტკიცებულებების შენახვის ვადა, საფასურის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 239-ე მუხლის მე-9 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

 მუხლი 4

1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV თავით განსაზღვრული საქმეები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6145Iს

• 03-May-2012

კოდიფიცირებულია

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა;“.

2. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა;“.

3. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;“.

4. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 24 აპრილი.

№6053-I

• 02-May-2012

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო

1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) არის „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო.

2. თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

3. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

4. საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი.

5. თიზ-ის საწარმოს ეკრძალება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა:

ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;

ა.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;

ა.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.

6. თიზ-ის საწარმოს მიერ საგადასახადო ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. 26-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი, საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით, შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას.“;

ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით.“;

დ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება;“.

4. 121-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თიზ-ის საწარმოს მიერ;“.

5. 130-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.

6. 131-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული პროცენტი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“.

7. 133 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები კომპენსაცია (დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში − დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება 3-პროცენტიანი განაკვეთით.“;

ბ) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

8. 162-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილისა) საქონლის სხვა პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) სასაქონლო კოდის შეუცვლელად მიწოდების შემთხვევაში იმპორტის თანხას ემატება ამ საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

9. 199-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის კრიტერიუმები;“.

10. 309-ე მუხლის 42-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებდა 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2014 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 10 აპრილი.

№6015- I

• 20-Apr-2012

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.“.

მუხლი 2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.“.

2. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი/მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.“.

3. 771 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უზრუნველყოფილი მოთხოვნის, მათ შორის, ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება ამ გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები.“.

4. 823 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 30 მარტი.

№5978-Iს

 

• 16-Apr-2012

კოდიფიცირებული  მალე

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

     მუხლი 1.  საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო

ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. თუ საგადასახადო მოთხოვნის ან/და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია ან გაანგარიშება (მათ შორის, შესწორებული), ამ დეკლარაციის ან გაანგარიშების საფუძველზე განხორციელებულ დარიცხვებზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გრძელდება ერთი წლით.“.

3. მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) პირის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე;“.

4. მე-18 მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 15. ამ მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისათვის ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია გარიგების შედეგებზე, თუ სპეციალურ სავაჭრო კომპანიასა და მის ურთიერთდამოკიდებულ პირს შორის უცხოური საქონლის მიწოდება საბაჟო საწყობში განხორციელდა საბაჟო ღირებულებით.“.

5. 24 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საბაჟო საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსა გან;“;

ბ.ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს.“;

გ) მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) ჰქონდეს საბაჟო საწყობი.“;

დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 6. გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც ამ კოდექსით მიეკუთვნება აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.“.

6. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ვ.ბ) რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის;“.

7. 47-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) რომელსაც აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა ყველა საგადასახადო ორგანოსათვის მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხის მიმართ, თუ ასეთი გადაწყვეტილება გამოცემულია აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა გამოცემული გადაწყვეტილება;“.

8. 73-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 10. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, ასევე საბაჟო ღირებულების და იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის განსაზღვრისას უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება ლარებში:

ა) ოპერაციის დღისათვის/საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) კურსით, რომელიც განისაზღვრება ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გამოქვეყნებული კურსით, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებში გამოქვეყნებული კურსით იმ ვალუტის მიმართ, რომელზედაც არსებობს ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი, თუ ოპერაციის დღისათვის/საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი.“.

9. 162-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა.ა) საბაჟო ღირებულებისა;“;

ბ) 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით პირი შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლიდან მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განახორციელებს საწარმოს ძირითად საშუალებად გამოსაყენებელი ან/და საწარმოს ძირითადი საშუალებისა თვის განკუთვნილი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტს.“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 7. საბაჟო საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში იმპორტის თანხას ემატება საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“.

10. 163-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) ექსპორტის/რეექსპორტის თანხა არის საბაჟო ღირებულება;“.

11. 164-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა) საქონლის დროებითი შემოტანის თანხა ტოლია დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმპორტის თანხისა;“.

12. 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის:

ა) „ გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ გ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;“;

ბ) „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;“;

გ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ რ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება);

ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება;“.

13. 169-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას ამ კოდექსის 164-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;“.

14. 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) საბაჟო დეკლარაცია;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ვ) საბაჟო საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხაზე დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

15. 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და სხვა) მიწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებით, თუ იგი არ კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან სხვა სახის ინფორმაციის მატარებლის საშუალებით.“.

16. 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-12 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12

მსუბუქი ავტომობილები (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟოდეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით):

8703

ძრავის მოცულობის 1 სმ3

 

ა) 1 წლამდე 1.5
ბ ) 1 წლის 1.5
გ) 2 წლის 1.4
დ) 3 წლის 1.3
ე) 4 წლის 1.2
ვ) 5 წლის 1.0
ზ) 6 წლის 0.7
თ) 7 წლის 0.5
ი) 8 წლის 0.5
კ) 9 წლის 0.5
ლ) 10 წლის 0.5
მ) 11 წლის 0.5
ნ) 12 წლის 0.5
ო) 13 წლის 0.6
პ) 14 წლის 0.7
ჟ) 14 წელზე მეტის 0.8

 

17. 189-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით აქციზის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მწარმოებლის მიერ ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს მის მიერ აქციზის გადახდას აქციზური საქონლის (ნედლეულის) მწარმოებლისათვის ან/და აქციზური საქონლის (ნედლეულის) იმპორტისას.“.

18. 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა.ბ) საბაჟო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ;“.

19. 195-ე და 196-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 195. გადასახადის გადამხდელი

იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.

მუხლი 196. დაბეგვრის ობიექტი

იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

20. 197-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმპორტის გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

კოდი

საქონლის დასახელება

1 0105 შინაური ფრინველი ცოცხალი, ანუ შინაური ქათამი (Gallus domesticus), იხვები, ბატები, ინდაურები და ციცრები
2 0201 ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ახალი ან გაცივებული
3 0202 ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, გაყინული
4 0204 ხორცი ცხვრისა ან თხისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
5 0205 00 ხორცი ცხენების, ვირების, ჯორების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული
6 0206 საკვები სუბპროდუქტები მსხვილ­ფე­ხა რქოსანი პირუტყვის, ღორების, ცხვრების, თხების, ცხენების, ვირების, ჯო­რების ან ჯორცხენების, ახალი, გაცივებული ან გაყინული
7 0207 ხორცი და საკვები სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
8 0208 სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, გაცივებული ან გაყინული
9 0210 ხორცი და ხორცის საკვები სუბ­პროდუქტები, დამარილებული, მა­რილწყალში, გამხმარი ან შე­ბო­ლილი; საკვები ფქვილი ხორცისაგან ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან
10 0401 10 100 00 – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
11 0401 20 110 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
12 0401 20 910 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
13 0401 30 110 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
14 0401 30 310 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
15 0401 30 910 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მოცულობით არა უმეტეს 2 ლ-ისა
16 0402 10 110 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
17 0402 10 910 00 – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
18 0402 21 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
19 0402 21 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
20 0402 29 150 00 – – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
21 0402 29 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
22 0402 91 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
23 0402 91 310 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
24 0402 91 510 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
25 0402 91 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
26 0402 99 110 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
27 0402 99 310 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
28 0402 99 910 00 – – – – პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არა უმეტეს 2,5 კგ-ისა
29 0403 დო, აჭრილი რძე და ნაღები, იო­გურ­ტი, კეფირი და სხვა ფერმენ­ტი­რებუ­ლი ან შედედებული რძე და ნა­ღები, შესქელებული ან შეუსქე­ლებელი, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამა­ტე­ბით ან მათ გარეშე, საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე, ხილის, კაკლის ან კაკაოს დამატებით ან მათ გარეშე
30 0407 00 ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული
31 0408 ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მო­ხარშული, დაყალიბებული, გაყინული ან სხვა ხერხით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
32 0409 00 000 00 ნატურალური თაფლი
33 0410 00 000 00 ცხოველური წარმოშობის კვების პრო­­დუქტები, სხვა ადგილას დაუსა­ხელებელი ან ჩაურთველი
34 0701 კარტოფილი, ახალი ან გაცივებული
35 0702 00 000 00 პომიდორი, ახალი ან გაცივებული
36 0703 ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
37 0704 თავხვეული კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, კეჟერა კომბოსტო და Brassica გვარის საკვები ანალოგიური ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული
38 0706 სტაფილო, თალგამი, სუფრის ჭარ­ხალი, თხის­წვე­რა, ფესვურა ნიახური, ბოლოკი და სხვა ანალოგიური საკვები ძირნაყოფები, ახალი ან გაცივებული
39 0707 00 კიტრი და კორნიშონები, ახალი ან გაცივებული
40 0708 პარკოსანი ბოსტნეული, დაჩურჩული ან დაუჩურჩავი, ახალი ან გაცივებული
41 0709 ბოსტნეული დანარჩენი, ახალი ან გაცივებული
42 0710 ბოსტნეული (ახალი ან წყალში ან ორთქლზე მოხარშული), გაყინული
43 0711 დაკონ­სერ­ვებული ბოსტნეული, ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალითად, გოგირდის დიოქსიდით, მარილ­წყალში, გოგირდიან წყალ­ში ან სხვა დრო­ებით დამაკონსერ­ვებელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
44 0712 20 000 00 – თავიანი ხახვი
45 0712 31 000 00 – – Agaricus გვარის სოკოები
46 0712 32 000 00 – – ხის სოკო ან აურიკულარიები (Auricularia spp.)
47 0712 33 000 00 – – საფუარი სოკოები (Tremella spp.)
48 0712 39 000 00 – – დანარჩენი
49 0713 პარკოსანი ბოსტნეული ხმელი, დაჩურჩული, სათესლე ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრე­ული ან დაუმტვრეველი
50 0714 მანიოკი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი ანუ ბატატი და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად ან გრანულების სახით; საგოს პალმის ნაყოფის გული
51 0802 კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუც­ლე­ლი, კანით ან კანის გარეშე
52 0803 00 ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი
53 0805 ციტრუსები, ახალი ან ხმელი
54 0806 ყურძენი, ახალი ან ხმელი
55 0807 ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი
56 0808 ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი
57 0809 გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი (ნექტარინების ჩათვლით), ქლიავი და ღოღნოშო, ახალი
58 0810 ხილი დანარჩენი, ახალი
59 0811 ხილი და კაკალი, წყალ­ში ან ორთქლზე თბუ­რად დამუშავებული ან დაუმუშავებელი, გაყი­ნული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებე­ბის დამატებით ან მათ გარეშე
60 0812 ხილი და კაკალი, დაკონსერვებული ხანმოკლე შენახვისათვის (მაგალი­თად, გოგირდის დიოქსიდით, მა­რილ­­წყალ­ში, გოგირდოვან წყალში ან სხვა დროებით დამაკონსერ­ვე­ბელ ხსნარში), მაგრამ ასეთი სახით საკვებად უშუალო გამოყენებისათვის უვარგისი
61 0813 ხილი ხმელი, 0801–0806 სა­სა­ქონ­ლო პოზიციების ნაყო­ფების გარდა; მოცე­მუ­ლი ჯგუფის კაკლის ან ხმელი ნაყოფების ნარევები
62 0902 ჩაი საგემოვნო-არომატული დანამატებით ან მათ გარეშე
63 1101 00 ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი
64 1102 დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარ­და ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა
65 1103 ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები
66 1105 კარტოფილის წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი, ფხვნილი, ფანტელები, გრანულები
67 1106 წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვი­ლი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის, საგოს პალმის ნაყოფის გულის, 0714 სასაქონლო პოზიციის ძირნაყოფების ან ბოლქვნაყოფების ან 08 ჯგუფის პროდუქტებისაგან
68 1108 სახამებელი; ინულინი
69 1109 00 000 00 ხორბლის წებოვანა, მშრალი ან ტენიანი
70 1512 19 900 00 – – – დანარჩენი
71 1601 00 ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; მზა საკვები პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე
72 1602 10 00 – ჰომოგენიზებული მზა პროდუქტები
73 1602 20 – ნებისმიერი ცხოველის ღვიძლისაგან
74 1602 31 – – ინდაურის
75 1602 32 – – შინაური ქათმის (Gallus domesticus)
76 1602 39 – – დანარჩენი
77 1602 41 – – ბარკლები და მათი გადანაჭრები
78 1602 42 – – ბეჭის ნაწილი და მისი გადანაჭრები
79 1602 49 – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით
80 1602 50 – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცისაგან
81 1701 12 – – ჭარხლის შაქარი
82 1701 91 000 00 – – საგემოვნო-არომატული ან საღებარი დანამატებით
83 1701 99 – – დანარჩენი
84 1702 დანარჩენი შაქარი, ქიმიურად სუფთა ლაქტოზას, მალტოზას, გლუკოზასა და ფრუქტოზას ჩათვლით, მყარ მდგომარეობაში; შაქრის სიროფები საგემოვნო-არომატული ან საღებარი ნივთიერების დამატების გარეშე; ხელოვნური თაფლი, ნატურალურ თაფლთან შერეული ან შეურეველი; კარამელის კულერი
85 1703 მელასა, შაქრის ამოღებით ან რაფინირების შედეგად მიღებული
86 1704 შაქრის საკონდიტრო ნაწარმი (თეთრი შოკოლადის ჩათვლით), რომელიც არ შეიცავს კაკაოს
87 19 მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლის ან რძისაგან; ცომეული საკონდიტრო ნაწარმი
88 2001 ბოსტნეული, ხილი, კაკა­ლი და მცენარეთა საკვე­ბად ვარგისი სხვა ნაწილები, ძმრის ან ძმარ­მჟავას დამატებით დამზადებული ან დაკონ­სერვებული
89 2002 პომიდორი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
90 2003 სოკო და ტრიუფელი, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული
91 2004 სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
92 2005 სხვა ბოსტნეული, ძმრის ან ძმარმჟავას დამატების გარეშე დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი, 2006 სასაქონლო პოზიციის პროდუქტების გარდა
93 2006 00 ბოსტნეული, ხილი, კაკალი, ნაყოფების ქერქი ან მცენარეთა სხვა ნაწილები, შაქრით დაკონსერვებული (შაქრის სიროფით გაჟღენთილი, მოსარკლული ან დაშაქრული)
94 2007 ჯემი, ხილის ჟელე, მარმელადები, ხილის ან კაკლის პიურე, ხილის ან კაკლის პასტა, თბური დამუშავებით მიღებული, მათ შორის, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით
95 2008 19 – – დანარჩენი, ნარევების ჩათვლით
96 2008 20 – ანანასი
97 2008 30 – ციტრუსები
98 2008 40 – მსხალი
99 2008 50 – გარგარი
100 2008 60 – ალუბალი და ბალი
101 2008 70 – ატამი, ნექტარინების ჩათვლით
102 2008 80 – მარწყვი და ხენდრო
103 2008 91 000 00 – – პალმის გული
104 2008 92 – – ნარევები
105 2008 99 – – დანარჩენი
106 2009 ხილის წვენები (ყურძნის ბადაგის ჩათვლით) და ბოსტნეულის წვენები, დაუდუღებელი და სპირტის დანამატების გარეშე, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე
107 2101 ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები და მათ ფუძეზე ან ყავის, ჩაის ან მატეს (პარაგვაის ჩაის) ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტები; მოხალული ვარდკაჭაჭა და სხვა მოხალული ყავის შემცვლელები და მათი ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები
108 2103 პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები; საგემოვნო დანამატები და შერეული საკაზმები; მდოგვის ფხვნილი და მზა მდოგვი
109 2106 90 – დანარჩენი
110 2201 10 190 09 – – – – დანარჩენი
111 2201 10 900 00 – – დანარჩენი
112 2201 90 000 09 – – – დანარჩენი
113 2201 90 000 99 – – დანარჩენი
114 2202 წყლები, მინერალურისა და გაზიანის ჩათვლით, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ან საგემოვნო-არომატული ნივთიერებების დანამატების შემცველობით, და სხვა უალკოჰოლო სასმელები, 2009 სასაქონლო პოზიციის ხილისა და ბოსტნეულის წვენების გარდა
115 2203 00 ალაოს ლუდი
116 2302 10 – სიმინდის
117 2302 30 – ხორბლის
118 2302 40 – დანარჩენი მარცვლოვანების
119 24 თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები
120 25 მარილი; გოგირდი; მიწები და ქვა; საბათქაშე მასალები, კირქვა და ცემენტი
121 3402 ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები (საპნის გარდა); ზედაპირულად აქტიური საშუალებები, სარეცხი საშუალებები (დამხმარე სარეცხი საშუალებების ჩათვლით) და საწმენდი საშუალებები, საპნის შემცველი ან მის გარეშე (3401 სასაქონლო პოზიციის საშუალებების გარდა)
122 3918 პლასტმასის იატაკის საფრები, თვითწებვადი ან არათვითწებვადი, რულონებად ან ფირფიტებად; პლასტმასის საფრები კედლებისა და ჭერებისათვის, მოცემული ჯგუფის მე-9 შენიშვნაში მითითებული
123 3922 აბაზანები, შხაპები, წყლის ჩასადინარი ნიჟარები, პირსაბანი ნიჟარები, ბიდეები, უნიტაზები, დასაჯდომები და სახურავები მათთვის, წყალჩასაშვები ავზაკები და ანალოგიური სანიტარიულ-ტექნიკური ნაწარმი, პლასტმასისაგან
124 3923 პლასტმასის ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის; პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქები და სხვა საცობი ნაწარმი
125 3924 სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი და სამზარეულოს საკუთნოები, დანარჩენი საოჯახო ნივთები და ჰიგიენის ან ტუალეტის საგნები, პლასტმასისაგან
126 3925 20 000 00 – კარები და ზღურბლები მათთვის, ფანჯრები და მათი ჩარჩოები
127 3925 30 000 00 – დარაბები, შტორები (ვენეციური ჟალუზების ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი და მათი ნაწილები
128 3925 90 – დანარჩენი
129 3926 90 – დანარჩენი
130 4407 ხეტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად გაყოფილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით 6 მმ-ზე მეტი
131 4408 მოსაპირკეთებელი ფურცლები (შრეული მერქნის დაყოფით მიღებულის ჩათვლით), შეწებებული ფანერისათვის ან სხვა ანალოგიური შერეული მერქნისათვის, და სხვა ხის მასალა, გასწვრივ დახერხილი, დაჭრილი ნაწილებად ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე, სისქით არა უმეტეს 6 მმ-ისა
132 4409 დახერხილი ხეტყე (პარკეტის თამასებისა და ფრიზის ჩათვლით, აუწყობელი) დაპროფილებული პაგონაჟის სახით (ქიმებით, თხემებით, ღარებით, ნარანდიანი, ჩამოთლილი კიდეებით, ნახევრად მომრგვალებული ნარიმანდის შეერთების სახით, ფასონური, მომრგვალებული ან ანალოგიური) ნებისმიერი ნაწიბურის ტორსის ან სიბრტყის გასწვრივ, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე ან მის გარეშე
133 4413 00 000 00 მერქანი დაწნეხილი, ბლოკების, ფილების, ძელების ან დაპროფილებული ფორმების სახით
134 4418 ნაწარმი სადურგლო და სახუროო ხის, სამშენებლო, უჯრედოვანი ხის პანელების, აწყობილი ფილა-პარკეტის, სოლ-ყავრისა და სახურავის ყავრის ჩათვლით
135 4420 ხის ნაწარმი მოზაიკური და ინკრუსტირებული; ზარდახშები და კოლოფები საიუველირო ან დანისებრი და ანალოგიური ნაწარმისათვის, ხის; სტატუეტები და სხვა დეკორატიული ნაწარმი, ხის; ავეჯის ხის საგნები, 94-ე ჯგუფში მიუთითებელი
136 4421 სხვა ნაწარმი, დანარჩენი
137 6801 00 000 00 ძელურა, ბორდიურის ქვები და დასაგები ფილები ბუნებრივი ქვისაგან (გარდა ფიქლისა)
138 6802 ქვა დამუშავებული (გარდა ფიქლისა) ძეგლებისათვის ან მშენებლობისათვის და მისი ნაწარმი, გარდა 6801 სასაქონლო პოზიციის საქონლისა; მოზაიკის კუბურები და ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) ანალოგიური ნაწარმი ფუძეზე ან ფუძის გარეშე; ბუნებრივი ქვის (ფიქლის ჩათვლით) გრანულები, ნაფხვენი და ფხვნილი, ხელოვნურად შეღებილი
139 6804 დოლაბები, სალესი ქვები, სახეხი რგოლები და ანალოგიური უკარკასო ნაწარმი, განკუთვნილი სახეხად, სალესად, საპრიალებლად, მოსარგებად ან მოსაჩუქურთმებლად, ქვები ხელით სალესად ან საპრიალებლად და მათი ნაწილები ბუნებრივი ქვის, აგლომერირებული ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზივების ან კერამიკისაგან, სხვა მასალების დეტალებთან აწყობილი ან ამ დეტალების გარეშე
140 6805 ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი, გაჭრილ ან გაკერილ, ან განსაზღვრული ფორმის მისაღებად სხვა მეთოდით დამუშავებულ, ან დაუმუშავებელ ქსოვილის, ქაღალდის, მუყაოს ან სხვა ფუძეზე
141 6806 წიდის ბამბა, მინერალური სილიკატური ბამბა და ანალოგიური მინერალური ბამბები; განშრევებული ვერმიკულიტი, აფუებული თიხები, აქაფებული წიდა და ანალოგიური აფუებული მინერალური პროდუქტები; თბოსაიზოლაციო, ბგერათსაიზოლაციო ან ბგერათშთამნთქმელი მინერალური მასალების ნარევები და ნაწარმი, გარდა 6811 ან 6812 სასაქონლო პოზიციის ან 69-ე ჯგუფის ნაწარმისა
142 6807 ნაწარმი ასფალტის ან ანალოგიური მასალებისაგან (მაგალითად, ნავთობის ბიტუმის ან ქვანახშირის სქელფისისაგან)
143 6808 00 000 00 პანელები, ფილები, ბლოკები და ანა­ლოგი­ური ნაწარმი ცემენტით, თა­ბაშირით ან სხვა მინერა­ლური შემკვრელი ნივთიერებებით აგლომერირე­ბული მცენარე­ული ბოჭკოების, ჩალის, ბურბუშე­ლას, ნაფო­ტის, ნაწილაკების, ნახერხის ან ხეტყის სხვა ნარ­ჩენები­საგან
144 6809 ნაწარმი თაბაშირის ან მის ფუძ­ე­ზე დამზადებული ნარევებისაგან
145 6810 ცემენტის, ბეტონის ან ხელოვნური ქვის ნაწარმი, დაარმატურებული ან დაუარმატურებელი
146 6811 ნაწარმი აზბესტცემენტის, ცელუ­ლოზისბოჭკოებიანი ცემენტის ან ანალოგიური მასალებისაგან
147 6812 91 000 00 – ტანსაცმელი, ტანსაცმლის საკუთნოები, ფეხსაცმელი და თავსაბუ­რავები
148 6812 92 000 00 – ქაღალდი, სქელი მუყაო და ქეჩა ან ფეტრი
149 6812 93 000 00 – – შემამჭიდროებელი მასალა წნეხილი აზბესტის ბოჭკოსაგან, ფურცლებად ან რულონებად
150 6815 ნაწარმი ქვის ან სხვა მინერალური ნივთიერებებისა­გან (ნახშირბა­დიანი ბოჭკოების, ნახშირ­ბადია­ნი ბოჭკო­ე­ბის ნაწარმისა და ტორფის ნაწარმის ჩათ­ვლით), სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი
151 6902 10 000 00 – Mg, Ca ან Cr ელემენტების შემცველობით 50 მას.%-ზე მეტი ცალ­-ცალკე ან ერთად აღებული, MgO, CaO ან CrO-ზე გადაანგარიშებით
152 6902 20 100 00 – – კაჟმიწის (SiO) შემცველობით 93 მას.% ან მეტი
153 6902 20 910 00 – – – თიხამიწის (AlO) შემცველობით 7 მას.%-ზე მეტი, მაგრამ 45 მას.%-ზე ნაკლები
154 6902 20 990 00 – – – დანარჩენი
155 6902 90 000 00 – დანარჩენი
156 7113 საიუველირო ნაკეთობები და მათი ნაწილები ძვირფასი ლითონებისაგან ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონებისაგან
157 7115 90 100 00 – – ძვირფასი ლითონებისაგან
158 7116 ნაკეთობები ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტის, ძვირფასი ან ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან (ბუნებრივი, ხელოვნური ან რეკონსტრუირებული)
159 7117 ბიჟუტერია
160 7308 10 000 00 – ხიდები და ხიდების სექციები
161 7308 40 – დანადგარები და სხვა მოწყობილობა ლითონური სამშენებლო ხარაჩოების, ყალიბების, კედლის საბჯენების ან შახტის სამაგრებისათვის
162 7308 90 – დანარჩენი
163 7309 00 100 00 – აირებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა)
164 7309 00 300 00 – – მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით
165 7309 00 590 00 – – – არა უმეტეს 100 000 ლიტრისა
166 7309 00 900 00 – მყარი ნივთიერებებისათვის
167 7310 ცისტერნები, კასრები, დოლები, კანისტრები, ყუთები და ანალოგიური ტევადობები შავი ლითონებისაგან, ნებისმიერი ნივთიერებისათვის (შეკუმშული ან გათხევადებული აირის გარდა), არა უმეტეს 300 ლიტრი ტევადობისა, მოპირკეთებით ან თბოიზოლაციით ან მათ გარეშე, მაგრამ მექანიკური ან თბოტექნიკური დანადგარების გარეშე
168 7311 00 ტევადობები შეკუმშული ან გათხევადებული აირებისათვის, შავი ლითონებისაგან
169 7314 ლითონური ქსოვილი (უწყვეტი ლენტების ჩათვლით), მავთულის გისოსები, ბადეები და შემოსაღობები შავი ლითონებისაგან; გამცრავ-გამწოვი ფურცელი შავი ლითონებისაგან
170 7315 ჯაჭვები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან
171 7318 ხრახნები, ჭანჭიკები, ქანჩები, ყრუ ჭანჭიკები, ჩასახრახნი კაკვები, მოქლონები, სოგმანები, ჭილიპყურები, საყელურები (ზამბაროვანის ჩათვლით) და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან
172 7320 ზამბარები, რესორები და ფურცლები მათთვის შავი ლითონებისაგან
173 7321 ღუმლები გასათბობი, ღუმლები გასათბობ-სახარშავი და საკვების მოსამზადებელი (ცენტრალური გათბობის დამხმარე ქვაბიანი ღუმლების ჩათვლით), ფრიტურნიცები, მაყალები, ქურის სანთურები, საკვების გასათბობი გამათბობლები და ანალოგიური საყოფაცხოვრებო არაელექტრული მოწყობილობები და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან
174 7323 ნაწარმი სუფრის, სამზარეულო ან სხვა ნაწარმი საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის და მათი ნაწილები შავი ლითონებისაგან; „მატყლი“ შავი ლითონებისაგან; სამზარეულო ჭურჭლის საწმენდი ნეჭა, გასაწმენდი ან გასაპრიალებელი ბალიშები, ხელთათმნები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან

2. იმპორტის გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება შემდეგი საქონლის საბაჟო ღირებულება:

კოდი საქონლის დასახელება
1 0203 ხორცი ღორისა, ახალი, გაცივებული ან გაყინული
2 0406 ყველი და ხაჭო
3 1806 31 000 00 – – გულსართით
4 1806 32 – – გულსართის გარეშე
5 1806 90 – დანარჩენი
6 3305 თმის საშუალებები
7 3307 საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროს ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე
8 3401 საპონი; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და საშუალებები, გამოსაყენებელი საპნად, ძელაკების, ნაჭრების ან დაყალიბებული ნაწარმის სახით, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები და კანის დასაბანი საშუალებები სითხის ან კრემის სახით, დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის, საპნის შემცველი ან მის გარეშე; ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი მასალები, გაჟღენთილი ან დაფარული საპნით ან სარეცხი საშუალებით
9 3405 ვაქსები და საცხები ფეხსაცმლისათვის, პოლიროლები და მასტიკები ავეჯის, იატაკის, ავტომობილების ძარების, მინების ან ლითონებისათვის, საწმენდი პასტები და ფხვნილები და ანალოგიური საშუალებები (მათ შორის, ქაღალდი, ბამბა, ქეჩა ან ფეტრი, უქსოვადი მასალები, ფორიანი პლასტმასები ან ფორიანი რეზინი, გაჟღენთილი ან დაფარული ასეთი საშუალებებით), 3404 სასაქონლო პოზიციის ცვილების გარდა
10 3916 პლასტმასის მონოძაფი 1 მმ-ზე მეტი განივკვეთით, წნელები, ღერძები და ფასონური პროფილები, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
11 3917 10 – ხელოვნური გარსაცმები (ძეხვეულის ნაწარმისათვის) გამყარებული პროტეინებისაგან ან ცელულოზის მასალებისაგან
12 3917 21 100 00 – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
13 3917 21 990 00 – – – – დანარჩენი
14 3917 22 100 00 – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
15 3917 22 990 00 – – – – დანარჩენი
16 3917 23 100 00 – – – უნაწიბურო და დაჭრილი ნაჭრებად, რომელთა სიგრძე აღემატება განივკვეთის მაქსიმალურ ზომას, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, მაგრამ სხვაგვარად დაუმუშავებელი
17 3917 23 990 00 – – – – დანარჩენი
18 3917 29 120 00 – – – – ქიმიურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციის პროდუქტებისაგან გადაჯგუფებით
19 3917 29 150 00 – – – – პოლიმიერთების პროდუქტებისაგან
20 3917 29 190 00 – – – – დანარჩენი
21 3917 29 990 00 – – – – დანარჩენი
22 3917 31 900 00 – – – დანარჩენი
23 3917 32 – – დანარჩენი, დაუარმატურებელი ან სხვა მასალებთან არაკომბინირებული, უფიტინგებოდ
24 3917 33 900 00 – – – დანარჩენი
25 3917 39 120 00 – – – – ქიმიურად მოდიფიცირებული ან არამოდიფიცირებული კონდენსაციის პროდუქტებისაგან ან პოლიმერიზაციის პროდუქტებისაგან გადაჯგუფებით
26 3917 39 150 00 – – – – პოლიმიერთების პროდუქტებისაგან
27 3917 39 190 00 – – – – დანარჩენი
28 3917 39 990 00 – – – – დანარჩენი
29 3917 40 900 00 – – დანარჩენი
30 3919 პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, კილიტა, ლენტები, ზოლები და დანარჩენი ბრტყელი ფორმები, თვითწებვადი, რულონებად ან არარულონებად
31 3920 პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები და ზოლები ან ლენტები, დანარჩენი, უფორებო და დაუარმატურებელი, არაშრეული, ფუძეშრის გარეშე და სხვა მასალებთან ანალოგიური წესით შეუერთებელი
32 3921 პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები ან ლენტები, დანარჩენი
33 3925 10 000 00 – რეზერვუარები, ცისტერნები, ავზები და ანალოგიური ტევადობები მოცულობით 300 ლიტრზე მეტი
34 3926 10 000 00 – საკანცელარიო ან სასკოლო ნივთები
35 3926 20 000 00 – ტანსაცმელი და მისი საკუთნოები (ხელთათმნების, ხელჯაგებისა და თათმანების ჩათვლით)
36 3926 30 000 00 – სამაგრი ნაკეთობები და ფურნიტურა ავეჯისათვის, სატრანსპორტო საშუალებებისათვის ან ანალოგიური ნაწარმი
37 3926 40 000 00 – ქანდაკებები და სხვა დეკორატიული ნაწარმი
38 7308 20 000 00 – ბჯენები და ცხაური ანძები
39 7308 30 000 00 – კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები და ზღურბლები კარებისათვის
40 8544 11 – – სპილენძის
41 8544 19 – – დანარჩენი
42 8544 20 000 00 – კოაქსიალური კაბელები და სხვა კოაქსიალური ელექტრული გამტარები
43 8544 30 900 00 – – დანარჩენი

ბ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული, გადახდას დაქვემდებარებული თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.“.

21. 198-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 198. გადასახადის დარიცხვისა და გადახდის წესი

1. იმპორტის გადასახადის დარიცხვა ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. დარიცხული იმპორტის გადასახადის გადახდა ხორციელდება სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.“.

22. X კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება“.

23. 207-ე მუხლის:

ა) „დ“–„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ დ) ექსპორტის გადასახდელი – გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით;

ე) იმპორტის გადასახდელი – იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოსსაბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით;

ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;“;

ბ) „თ“−„კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ თ) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;

ი) სავაჭრო პოლიტიკა – საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების მარეგულირებელი აქტების საფუძველზე მოქმედი სატარიფო (იმპორტის გადასახადი) და არასატარიფო ღონისძიებები (ნებართვები, ლიცენზიები, აკრძალვები, შეზღუდვები და ა. შ.);

კ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას;“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მ) საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი;“;

დ) „ს“–„უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ს) საბაჟო ზედამხედველობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა;

ტ) საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;

უ ) საბაჟო ტერმინალი – შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის შენახვა;“;

ე) „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ქ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება;

ღ) ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.“.

24. 207 და 208-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2071 . საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ენა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.

3. თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.

მუხლი 208. საქართველოს საბაჟო ტერიტორია

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისაგან, ტერიტორიული და შიგა წყლებისაგან და მათი საჰაერო სივრცისაგან. საქართველოს საბაჟო ტერიტორია აგრეთვე მოიცავს განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარების, ნაგებობებისა და ხელოვნური კუნძულების ტერიტორიებს, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია.

2. საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.“.

25. 209-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.“;

ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ზონისა) მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი (გარდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენებისა, ჯართისა და ნახმარი ნაკეთობებისა, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის);“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის მიზნებისათვის უცხოური საქონელი არის საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ პირობებს. თუ საქართველოს საქონელი გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (გარდა თავისუფალ ზონაში მოთავსებისა), იგი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს.“.

26. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 213. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

1. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ნიშნავს საქონლის დეკლარირების დღისათვის მის შეფასებას.

2. საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, მას თვითონ განსაზღვრავს.

3. იმპორტისას დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:

ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);

ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);

გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);

დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);

ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);

ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს ამ მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.

5. თუ საქონლის მიმართ შეიცვალა სასაქონლო ოპერაცია ან საქონლის გამოყენების მიზანი, დასაშვებია ამ საქონლის იმპორტისას გამოყენებულ იქნეს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ამ მუხლით დადგენილი წესები.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის პირები ურთიერთდამოკიდებულად ჩაითვლებიან, თუ:

ა) ისინი არიან ერთმანეთის საწარმოების/კომპანიების ხელმძღვანელი პირები ან დირექტორები;

ბ) ისინი არიან საქმიანობაში კანონიერად აღიარებული პარტნიორები;

გ) ისინი არიან დამსაქმებელი და დასაქმებული;

დ) არსებობს მესამე პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ფლობს ან აკონტროლებს ორივე პირს ან აქვს ორივე პირის ხმის უფლების მქონე აქციების 5 ან მეტი პროცენტი;

ე) ერთ-ერთი მათგანი პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მეორეს;

ვ) ორივე პირს პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) ისინი ერთად, პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.“.

27. XXXII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბაჟო კონტროლი და საბაჟო ზედამხედველობა“.

28. 214-ე და 215-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 214. საბაჟო კონტროლის განხორციელება

1. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.

2. საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:

ა) პირი საზღვრის გადაკვეთისას;

ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება;

გ) ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება;

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული პირის საქმიანობა.

3. საბაჟო კონტროლის ფორმებია:

ა) დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმება;

ბ) ზეპირი გამოკითხვა;

გ) ახსნა-განმარტების მიღება;

დ) დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);

ე) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება;

ვ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება;

ზ) ფიზიკური პირის დათვალიერება;

თ) საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.

4. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული.

5. საბაჟო კონტროლი ასევე მოიცავს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

6. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საგადასახადო ორგანო ახორციელებს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებით, როცა ეს აუცილებელია მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ახორციელებს კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებას.

8. ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესს, საქართველოს ინტეგრირებულ ტარიფს, თავისუფალი ზონის შექმნის წესს, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებს შესაბამისი დადგენილებებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 215. საქონლის შემოტანა, გატანა, გაფორმება

1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.

2. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.

3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას.

5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.

6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.

8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი, მათ შორის, სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, შესაძლებელია მოექცეს სხვა სასაქონლო ოპერაციაში.

9. საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი ან/და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილები არის საბაჟო კონტროლის ზონები, რომელთა შორის საქონლის გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ.

10. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.

11. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.“.

29. 217-ე მუხლის 2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 5 კალენდარული წელია.

3. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.“.

30. 218-ე–220-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 218. საბაჟო დეკლარაცია

1. საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.

2. რეგისტრაციის დღიდან საბაჟო დეკლარაცია არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ კოდექსით დადგენილი წესით დეკლარირებას.

4. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში, დეკლარანტის ინიციატივით , შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები:

ა) საქონლის გაშვებამდე, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

ბ) საქონლის გაშვების შემდეგ, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.

5. საბაჟო დეკლარაციაში ჯამური საგადასახადო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხორციელდება სრულ ლარებში. ამ მიზნით 1 ლარამდე საგადასახადო ვალდებულება ნულდება.

მუხლი 219. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება

1. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დიპლომატიური რანგის მქონე პირი, მათი თანმხლები ოჯახის წევრი და პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოში სხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (გარდა საქართველოს მოქალაქეებისა), მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით, და მათი პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აკრძალულია სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას გახსნა ან დაკავება. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს საკონსულო ვალიზას დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირთა თანდასწრებით გახსნა. საკონსულო ვალიზას გახსნაზე უარის მიღების შემთხვევაში იგი ბრუნდება.

4. დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზას უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი.

5. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.

მუხლი 220. საქონლის გაშვება

1. თუ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სრულადაა დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, საქონელი დაუყოვნებლივ გაიშვება.

2. ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.

3. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია სხვადასხვა სახეობის საქონელი, საქონლის თითოეული სახეობა ითვლება ცალ-ცალკე დეკლარირებულად.

4. საქონლის გაშვება არ გამორიცხავს საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის ვადის გაგრძელებას.“.

31. 221-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა;

გ) საქონლის განადგურება;

დ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;

გ) რომელიც გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება.“.

32. 222-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე. თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილში შესაბამისი დოკუმენტის რეგისტრაციის დღე.“ ;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, წარმოშობს დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც განისაზღვრება იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობით.“.

33. 223-ე–225-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 223. დაბრუნებული საქონლის დაბეგვრა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონელი (გარდა გადამუშავებული საქონლისა), მისი იდენტიფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია დაბრუნებულ იქნეს დეკლარირებიდან 3 წლის ვადაში, იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე.

2. ამ მუხლით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.

3. გადამუშავებულ საქონელზე, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემდეგ გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან და უცვლელ მდგომარეობაში ბრუნდება, იმპორტის გადასახდელების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 224. ოქროს სია (ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი)

ოქროს სიაში შეყვანით პირს ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით.

მუხლი 225. საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენება

1. თუ საქონელი იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით გაშვებულია იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით, იგი რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

2. საბაჟო ზედამხედველობა დასრულდება, თუ:

ა) შესრულდა საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;

ბ) საქონელი დეკლარირებულ იქნა ექსპორტში გამოსაყენებლად;

გ) გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელების შესაბამისი თანხა;

დ) განხორციელდა საქონლის განკარგვა.“.

34. 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი არის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც შესაძლებელია ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, აგრეთვე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრებზე (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის საცალო წესით რეალიზებულ იქნეს:

ა) უცხოური საქონელი სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;

ბ) საქართველოს საქონელი.“.

35. 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამას ითვალისწინებს საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით იმპორტის გადასახდელის განაკვეთი შემცირდა საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს საქონლის გაშვებისა;“.

 

36. 229-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.“.

37. 230-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.“;

ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად და მისი თანმხლები დოკუმენტები;“;

გ) მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქონელი გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;“.

38. 231-ე და 232-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 231. საწყობის სასაქონლო ოპერაცია და საბაჟო საწყობი

1. საწყობის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილზე შენახულ იქნეს:

ა) უცხოური საქონელი სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;

ბ) საქართველოს საქონელი, თუ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

2. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ არის შეზღუდული.

3. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევისას წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. საბაჟო საწყობის საქმიანობა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

5. საბაჟო საწყობი არის საბაჟო კონტროლის ზონა.

6. საბაჟო საწყობში შესაძლებელია ნებისმიერი პირის:

ა) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა;

ბ) იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც განსაზღვრულია ან არ არის განსაზღვრული სასაქონლო ოპერაცია;

გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით განთავსება.

7. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის ან დროებით შენახვის გარეშე საბაჟო საწყობში შესაძლებელია საგადასახადო ორგანოს თანხმობით:

ა) საქართველოს საქონლის 3 თვემდე ვადით შენახვა;

ბ) გადამუშავების ოპერაციების განხორციელება იმ საქონლის მიმართ, რომელიც მოქცეულია შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში.

8. დასაშვებია საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა.

9. საბაჟო საწყობში შენახული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია:

ა) ბუნებრივი ცვეთით;

ბ) შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;

გ) საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ოპერაციებით.

10. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით დასაშვები ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

11. დაუძლეველი ძალის შედეგად საბაჟო საწყობში დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი ექვემდებარება დეკლარანტის მიერ არჩეული სასაქონლო ოპერაციის იმავე სახით განხორციელებას, როგორითაც ეს ოპერაცია განხორციელდებოდა დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას.

მუხლი 232. თავისუფალი ზონა

თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც:

ა) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები;

ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის მინიჭება).“.

39. 233-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.“.

40. 235-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება:

ა) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და არ ხორციელდება სატარიფო ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას არ გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები;

ბ) უცხოური საქონლის მიმართ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და არ ხორციელდება სატარიფო ღონისძიებები, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის იმპორტში გაშვებისას გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები და ხორციელდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები;

გ) იმპორტში გაშვებული საქონლის მიმართ, რომელზედაც გადახდილი იმპორტის გადასახდელები უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას ან ჩათვლას, თუ გადახდილი იმპორტის გადასახდელები უკვე არ არის დაბრუნებული ან ჩათვლილი, და მისგან მიღებული გადამუშავებული საქონელი გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე, საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;

ბ) გადამუშავებული საქონლის შემთხვევაში – გამოსავლიანობის შესაბამისად ამ საქონლის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე, საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით.“;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის ან/და გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.“;

დ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავებული საქონელი ან/და ნარჩენი, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, გადამუშავების ვადის გასვლამდე გადასამუშავებლად შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, დაბრუნების პირობით.“;

ე) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად დროებით გატანილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავებული საქონლის ან/და ნარჩენის დაბრუნებისას შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულებას უნდა დაემატოს გატანილი და დაბრუნებული საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის სხვაობა.

9. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონელი შეიძლება შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიცვალოს საქართველოს საქონლით (ეკვივალენტური საქონელი), თუ მისი აღწერილობა, ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და საბაჟო ღირებულება შეესაბამება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონლის შესაბამის მონაცემებს.“;

ვ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ეკვივალენტური საქონლისაგან მიღებული გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან იმპორტში გაშვება შესაძლებელია მხოლოდ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის შემოსატანი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე. მისი შემოტანის ვადებს ადგენს შემოსავლების სამსახური.“.

41. 236-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება საქართველოს საქონლის მიმართ, რომლის დროებითი გატანისას გადაიხდევინება ექსპორტის გადასახდელები და ხორციელდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები, ასევე ხორციელდება ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია ექსპორტისას, ხოლო მისგან მიღებული გადამუშავებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გადაიხდევინება კუთვნილი იმპორტის გადასახდელები.

2. იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება გატანილი გადასამუშავებელი და დაბრუნებული გადამუშავებული საქონლის საბაჟო ღირებულებებს შორის სხვაობის თანხის, ასევე გადამუშავებული საქონლის სახეობისა და რაოდენობის და იმპორტის გადასახდელების განაკვეთების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ტერიტორიაზე დატოვებულ შემცვლელ საქონელზე ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში იმპორტის გადასახდელები განისაზღვრება შემცვლელი საქონლის სახეობის, რაოდენობის, საბაჟო ღირებულებისა და ვალდებულების წარმოშობის დღეს მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთების გათვალისწინებით.

9. გარე გადამუშავებაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე შეიძლება განისაზღვროს ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია.“.

42. 237-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი.“.

43. 251-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვროს გარანტიის წარდგენის, გამოყენების და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევები და საგარანტიო თანხის ოდენობა. ამასთანავე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას წარმოსაშობი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გარანტია არ წარედგინება, თუ საქონელი გადაადგილდება:

ა) საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით;

ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით;

გ) სარკინიგზო ტრანსპორტით.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უქმდება, თუ საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები;“;

გ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

44. 266-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება“;

ბ) პირველი−მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება გამოიყენება დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება არის საბაჟო კონტროლის პროცედურა, რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა:

ა) შემცირდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საქონლის გაშვებამდე განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის პროცედურების ხვედრითი წილი;

ბ) გაიზარდოს საქონლის გაფორმების ადგილებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარუნარიანობა;

გ) გაიზარდოს საბაჟო კონტროლის ეფექტიანობა.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის სხვა ვალდებული პირი არის საქართველოს საგადასახადო ორგანოში დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირი (იმპორტიორის ან ექსპორტიორის წარმომადგენელი, გადამზიდველი, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი და სხვა პირი), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირაა დაკავშირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) – გადასახადის გადამხდელი.“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

45. 269-ე მუხლის 61  ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო ამ კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა პირს არ დაეკისრება, თუ:

ა) საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით;

ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი (გარდა მალულად გადაადგილებულისა), რომლის საბაჟო ღირებულება არ აღემატება დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არა უმეტეს 15 000 ლარისა.“.

46. 270-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

47. 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;“.

48. 289-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები“;

ბ) მე-2–მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა –

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებ ით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს , თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე შეინიშნება მცირე დაზიანება, არ არის დარღვეული მისი მთლიანობა და შეუძლებელია ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა.

4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –

იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.“;

გ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –

იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.“;

დ) მე-10 –მე-15 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

11 . ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრ ული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

12 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

13 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

14 . საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანასაბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარ ის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

15 . საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;

ე) მე-19–21-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

20. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება დეკლარანტის მიერ, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

21 . ამ მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.“;

ვ) 24-ე და 25-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24 . საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა პირს, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

25 . პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“;

ზ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27 . ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.“;

თ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სანქციის სახით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის გამოყენებისას სამართალდამრღვევს ეკრძალება იმ ქვეყანასთან საქართველოს სახმელეთო საბაჟო საზღვრის გადაკვეთა, რომლიდანაც იგი ახორციელებდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანას. აღნიშნული სანქციის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევს მიეცემა საქართველოს სახმელეთო საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუ იგი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს 5 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უთანაბრდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის ვადას (ვადის დარჩენილ ნაწილს). საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს ამავე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო საბანკო გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

49. 290-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა –

იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით .“.

50. 309-ე მუხლის:

ა) მე-19 და მე-20 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისა გან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუ დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.

20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და გაფორმება.“;

ბ) 22-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან ან ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებმა უზრუნველყონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5942- I

• 20-Mar-2012

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343)

168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე), გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), აგრეთვე საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის მიწოდება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 16 მარტი.

№5910-I

• 08-Nov-2011

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.“.

2. 241 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ამ მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციასთან ერთად, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. უცხოურ საწარმოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, უფლება აქვს, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და მხოლოდ ამ მუხლით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით დამატებით დაარეგისტრიროს განცალკევებული მუდმივი დაწესებულება.“;

ბ) მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, მიიღოს სხვა შემოსავალი, მათ შორის:

დ.ა) შემოსავალი, რომელიც ამ კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;

დ.ბ) შემოსავალი მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებიდან;

დ.გ) შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის სატარიფო ღირებულების 5 პროცენტს.“;

გ) მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში, გარდა ამ საწარმოს ძირითადი საშუალებისთვის განკუთვნილი იმპორტისა;“.

3. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. სპეციალური სავაჭრო ზონა

1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით.

2. ვაჭრობის ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის გაქირავება.

3. პირს, რომელიც ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას, სსზ-ის სტატუსი ენიჭება მომავალი კალენდარული წლიდან, ხოლო ახალი საწარმოს საგადასახადო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად.

4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს სსზ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვა;

ბ) ამ კოდექსის 1331 მუხლის შესაბამისად გადაიხადოს სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საშემოსავლო/მოგების გადასახადი სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში;

გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებული სალარო პუნქტების მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5. თუ სსზ-ის ორგანიზატორი დაასაბუთებს, რომ სსზ-ის ტერიტორიაზე საქონლის ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიშანდება შეუძლებელია, საქართველოს მთავრობას შეუძლია მას მისცეს სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სსზ-ის საწყობში დაბეგვრის უფლება.

6. სსზ-ში სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის მეშვეობით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეასრულოს საგადასახადო ანგარიშგება და საგადასახადო ვალდებულება.

7. სსზ-ის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სსზ-ის მოწყობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს პირს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა და განსაზღვროს მათი ოდენობა.“.

4. 29-ე მუხლის მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების მხოლოდ ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან/და სხვა ამგვარი ფორმით გაცემა არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი პირადად, წარმომადგენლის ან დაქირავებული პერსონალის მეშვეობით სისტემატურად ახორციელებს ქონების მიმღების საქმიანობის მომსახურებას და ზედამხედველობას.“.

5. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

„61. თუ არ დგინდება ფიზიკური პირის რეზიდენტობა რომელიმე ქვეყნის მიმართ, ამ ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იგი ჩაითვლება საქართველოს რეზიდენტად, თუ იგი საქართველოს მოქალაქეა.“.

6. 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს ახსნა-განმარტებები ჩატარებული საგადასახადო შემოწმების, აგრეთვე გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის თაობაზე;“.

7. 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;“.

8. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;“.

9. 63-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.“.

10. 71-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალების შესასრულებლად აღრიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე ამ პირის ინფორმირება, გარდა მისი ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევისა.“.

11. 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განუსაზღვროს პირს საგადასახადო ვალდებულებები არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), ქვემოთ მოყვანილი ერთზე მეტი ნებისმიერი პირობის არსებობისას:

ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით;

ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია;

გ) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

დ) პირის დასაბეგრი შემოსავალი ან/და ოპერაციის მოცულობა ან/და ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლება საგადასახადო პერიოდების მიხედვით;

ე) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.“.

12. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“−„ხ“ ქვეპუნქტები:

„წ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;

ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის (დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით მიღებული სარგებელი;

ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი.“.

13. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება, გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ღ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;

ყ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი.“.

14. XVII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XVII

საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასება

მუხლი 126. ცნებების მნიშვნელობა ამ თავის მიზნებისათვის

1. ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ:

ა) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში;

ბ) ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ორი პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში.

2. პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, თუ:

ა) იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს საწარმოს 50 პროცენტზე მეტს;

ბ) იგი პრაქტიკულად ახორციელებს საწარმოს სამეწარმეო გადაწყვეტილებების კონტროლს.

3. დამოუკიდებელი არიან პირები, რომლებიც არ არიან ურთიერთდამოკიდებული.

4. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.

5. დამოუკიდებელ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია დამოუკიდებელია.

6. მარჟა არის რენტაბელობის კოეფიციენტი, რომელიც გამოიანგარიშება ისეთი მაჩვენებლების თანაფარდობით, როგორიცაა, მაგალითად, შესყიდვების, გაყიდვების, დანახარჯებისა და აქტივების მაჩვენებლები.

7. ოპერაციის პირობა ნიშნავს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდით სარგებლობისას გამოყენებულ ფინანსურ ან სხვა შესაბამის მაჩვენებელს.

მუხლი 127. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ზოგადი პრინციპები

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.

2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.

3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:

ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;

ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ასევე შეიძლება გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტთან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ეს პირები ურთიერთდამოკიდებული.

6. თუ საგადასახადო ორგანოს მიერ ამ თავის მიზნებისთვის საბაზრო პრინციპის შესაბამისად დადგენილ ფასსა და გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადებულ ფასს შორის სხვაობა არ აღემატება განცხადებული ფასის 10 პროცენტს, განცხადებული ფასი მიიჩნევა საბაზრო პრინციპის შესაბამისად დადგენილ ფასად.

მუხლი 128. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები

1. დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შემდეგი მეთოდები:

ა) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს;

ბ) გადაყიდვის ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით შესყიდული საქონლის დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებული მარჟა უდარდება შედარებადი და დამოუკიდებელი ოპერაციებით შესყიდული საქონლის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გაყიდვისას მიღებულ მარჟას;

გ) ფასნამატის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით ფასნამატი, რომელიც დადებულია საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ გაწეულ ხარჯზე, უდარდება ფასნამატს, რომელიც დადებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ გაწეულ ხარჯზე;

დ) ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ;

ე) ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის მონაწილე თითოეულ საწარმოს მიეკუთვნება ამ ოპერაციიდან მიღებული მოგების/ზარალის ის წილი, რომელსაც, სავარაუდოდ, მიიღებდა დამოუკიდებელი საწარმო შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში.

2. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.

მუხლი 129. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების სპეციალური დებულებანი

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში გააკეთოს ახსნა-განმარტება, რის საფუძველზე თვლის თავის მიერ მიღებულ მოგებას ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაზრო პრინციპის შესაბამისად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია წარმოადგინოს საკმარისი ინფორმაცია და ანალიზი საკუთარი ახსნა-განმარტების გასამყარებლად და იმის შესამოწმებლად, რამდენად შეესაბამება მის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები ამ კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილს.

2. თუ საწარმოს, რომელიც იბეგრება საქართველოში, და მის ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის განხორციელებული ოპერაციის პირობებში სხვა ქვეყნის საგადასახადო ორგანომ შეიტანა შესწორება, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში დაიბეგრა მოგების ის ნაწილი, რომელიც უკვე დაბეგრილი იყო საქართველოში, და ამ ქვეყანასთან საქართველოს დადებული აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება, მაშინ საქართველოს საგადასახადო ორგანო საქართველოს გადამხდელი საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე გადაამოწმებს, შეესაბამება თუ არა შეტანილი შესწორება საბაზრო პრინციპს. თუ საგადასახადო ორგანო დაასკვნის, რომ ზემოაღნიშნული შესწორება შეესაბამება საბაზრო პრინციპს, იგი შეიტანს შესაბამის შესწორებას და განახორციელებს საქართველოს გადამხდელი საწარმოს გადასახადის თანხის კორექტირებას.

3. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება, დამოუკიდებელი ოპერაციის შედარებადობის განსაზღვრა, ოპერაციის კორექტირების განხორციელების წესი, ოპერაციის მხარეთა მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარსადგენი ინფორმაცია, დოკუმენტთა ნუსხა, საბაზრო ფასების თაობაზე ინფორმაციის წყაროები, ფასების დიაპაზონის გამოყენების წესი, ამ თავის მიზნებისთვის გამოსაყენებელი ვადები და სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

4. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შემოწმება ხორციელდება ამ თავის დებულებათა შესაბამისად, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

მუხლი 1291. საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

1. გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია დადოს წინასწარი შეთანხმება აღნიშნულ გადამხდელთან ამ თავის მიზნებისათვის. წინასწარი შეთანხმება იდება ოპერაციების დაწყებამდე, გარკვეული ვადით და მის ფარგლებში წინასწარ განისაზღვრება კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც ოპერაციებისთვის დადგინდება ფასები. ასეთი კრიტერიუმებია, მაგალითად, მეთოდი, შედარებადი ოპერაციები და მათი შესაბამისი კორექტირებები, მომავალ ოპერაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დაშვებები და ა. შ.

2. წინასწარი შეთანხმება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც დაიდო იგი. ამასთანავე, წინასწარ შეთანხმებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც დაიდო იგი.

3. თუ პირი მოქმედებს წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი ორგანოს მიერ წინასწარი შეთანხმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.

4. წინასწარი შეთანხმება არ გამოიყენება, თუ:

ა) მასში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ შეთანხმებაზე, არ შეესაბამება არსებულ ფაქტებსა და გარემოებებს;

ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც დაიდო წინასწარი შეთანხმება.

5. საქართველოს კანონმდებლობის ნორმამ, რომელიც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას და რომელსაც მიეცა უკუქცევითი ძალა, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ნორმის ამოქმედებამდე დადებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე.

6. პირის მიერ წინასწარი შეთანხმების დადების მიზნით წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

7. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ განცხადებული ფასი საბაზრო პრინციპის შესაბამისია, მას არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან დაარღვია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინასწარი შეთანხმების პირობა.“.

15. 130-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 0-პროცენტიანი განაკვეთით.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.“.

16. 133-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1331 მუხლი:

„მუხლი 1331. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის შემოსავლის დაბეგვრა

1. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით.

2. ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ სსზ-ის საწყობში შეტანილი საქონლის ღირებულება სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება 5-პროცენტიანი განაკვეთით.

3. პირის მიერ სსზ-ის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა ამ მუხლის შესაბამისად, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდისა და დეკლარირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

18. 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით;“.

19. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირი (გარდა სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირისა, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში), რომელიც დაკავებულია სათამაშო ბიზნესით და ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „მ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სსზ-ის სტატუსის მქონე იურიდიული პირი − ამ კოდექსის 1331 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

20. 157-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.“;

ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. პირს (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელიც საქონლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ სსზ-ის ტერიტორიაზე, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ წარმოეშობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება.“.

21. 168-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.“;

ბ) მე-4 ნაწილის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:

გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;

გ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;

გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;

გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;

გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სატრანსპორტო გადაზიდვისას გამოყენებული ცარიელი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ გაწეული სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება;“.

22. 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის ან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის მე-4 კვარტალის საანგარიშო პერიოდის მიხედვით ასახული არ არის დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ამავე ვადებში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით). აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;

ე) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის ან არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით ასახული არ არის დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, ამავე ვადებში დაზუსტებული დეკლარაციის წარდგენის გზით). აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;“.

23. 175-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა იმ ფიზიკური პირის მიმართ, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევისა.“.

24. 206-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (მათ შორის, მიწის ნაკვეთები).“.

25. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2071 მუხლი:

„მუხლი 2071. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ენა

1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.

3. თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.“.

26. 218-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება (გარდა ამ კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა რეგისტრირებულ სასაქონლო დეკლარაციაში, დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები ჯარიმის დაკისრების გარეშე:

ა) საქონლის გაშვებამდე, თუ შემოსავლების სამსახურს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ სასაქონლო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;

ბ) საქონლის გაშვების შემდეგ, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.“.

27. 2261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2261. შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

28. 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის თანხის ჩამოწერის შესახებ ამ პირს ეგზავნება ელექტრონული ფორმით.“.

29. 257-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქრონომეტრაჟი ტარდება დღე-ღამის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ან/და მიწოდებული საქონლის/მომსახურების მოცულობის შესახებ უწყვეტი ჩანაწერების წარმოებით. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დააყენოს მრიცხველები და სხვა ტექნიკური საშუალებები და ქრონომეტრაჟის ჩატარების ყოველი დღის ბოლოს განახორციელოს მათი მონაცემების რეგისტრაცია.“.

30. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2571 მუხლი:

„მუხლი 2571. საგადასახადო მონიტორინგი

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე უფლებამოსილი პირის/პირების 6 თვემდე ვადით მიმაგრებით განახორციელოს საგადასახადო მონიტორინგი და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს საგადასახადო შემოწმებისას პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების ვადის გაგრძელება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

2. საგადასახადო მონიტორინგის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი სახის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შეძენის, გახარჯვის, დანაკარგების, აგრეთვე მზა პროდუქციის (სახეობების მიხედვით) მიწოდების დამოუკიდებელი რაოდენობრივი აღრიცხვა და ასეთი აღრიცხვის შესახებ მონაცემების მოპოვება ან/და დაბეგვრის ობიექტის ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაფარვის/დამალვის შესაძლო რისკების გამოვლენა.

3. საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

31. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, ასევე პირი, რომელიც ყიდის გაზეთებსა და ჟურნალებს, – საქმიანობის ამ ნაწილში;“.

32. 260-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით ჩაატაროს პირის ტერიტორიების, შენობა-ნაგებობების, ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ვიზუალური დათვალიერება.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დათვალიერებისას აკრძალულია გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციის შემოწმება.“.

33. 261-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს აქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება (საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, არააქციზური საქონლის მფლობელი პირის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების ბრძანება გამოსცეს კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2-ჯერ, ხოლო მე-3-ჯერ ინვენტარიზაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის/მისი მოადგილის ბრძანებით). გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელმა (დირექტორმა) ინვენტარიზაციის გონივრულ ვადაში ჩატარების მიზნით, ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა შექმნას საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის პირები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, იციან მისი ფასი და პირველადი აღრიცხვა, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ან/და მის მიერ მოწვეული სპეციალისტები. საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია სრულად და დროულად აღრიცხოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და ძირითადი საშუალებები წარმოებისა და შენახვის ადგილზე, შეუდაროს აღრიცხვის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამის მონაცემებს და ყოველივე ეს შეიტანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ბრძანება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის თაობაზე. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ცალკეულ სახეობათა მიხედვით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები, რის შემდეგაც საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ფაქტობრივი და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების აღწერის ოქმში.“.

34. 269-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:

„9. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ვადის მოქმედების პერიოდში პირს იმავე სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.“.

35. 270-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით, 289-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“;

გ) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. საგადასახადო ორგანოს უფროსი უფლებამოსილია ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილისა) გადასახადის გადამხდელს შეუმციროს საგადასახადო სანქცია და განუსაზღვროს ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

36. 271-ე მუხლის:

ა) 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კოდექსის 289-ე მუხლის პირველი−მე-3, მე-10−მე-19, 25-ე და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას. საგადასახადო სანქციის დაკისრების შესახებ გამოცემული ბრძანება ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ზემოაღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ბრძანება ბათილია.“.

37. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 273. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა

პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა –

იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

38. 281-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი:

„81. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა, ან საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე ლუქის მოხსნა –

იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

39. 286-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 286. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების შემდეგ, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა –

იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ოდენობით.

5. ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):

ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი;

ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი;

გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.

6. პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება:

ა) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში;

ბ) საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში;

გ) სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;

დ) თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

7. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება პირს, რომელსაც აქვს ამ კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსი.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) ფული და საბანკო პლასტიკური ბარათები არ არის საქონელი;

ბ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომერციული ბანკის მიერ, ასევე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, სპეციალურად დაცული ან კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით.

9. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან:

ა) ამ კოდექსით განსაზღვრული ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენა −

იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით (მათზე გაწეული ხარჯის და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთანავე, სამართალდამრღვევს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულება აღარ დაეკისრება;

ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

10. ამ მუხლის მე-4 ნაწილითა და მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ:

ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა არ აღემატება ამავე სახის აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 2 პროცენტს;

ბ) გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე, რომლის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.

11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.

13. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება, მოსთხოვოს მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთები, მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

14. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადოს საქონელს. ამ მუხლით გათვალისწინებული ყადაღის დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

40. 286-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 ნაწილი:

„15. სსზ-ის ტერიტორიაზე ამ მუხლის მე-4 ან/და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება სსზ-ის სტატუსის მქონე პირს.“.

41. 2881 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ამ კოდექსის 241 მუხლის მე-4 ნაწილის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავლის გადამეტება იმავე ქვეპუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე –

იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 50 პროცენტის ოდენობით.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წლამდე ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება −

იწვევს დაჯარიმებას ასეთი საქონლიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.“.

42. 289-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 289. საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები

1. პირის მიერ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ან/და გამოცხადების ვადის დარღვევა –

იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 500 ლარისა.

2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა –

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, თუ იდენტიფიკაციის საშუალებაზე შეინიშნება მცირე დაზიანება, არ არის დარღვეული მისი მთლიანობა და შეუძლებელია ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა.

4. სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –

იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2 000 ლარისა.

6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –

იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას (გარდა ამ კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

8. არასატარიფო ღონისძიებების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

10. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

12. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე 30 000 ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

13. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

14. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

15. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა –

იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

17. სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება, როდესაც იმავე ქმედებისათვის დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა.

19. ამ მუხლის მე-17 ან მე-18 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

20. სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი სატარიფო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ სატარიფო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას სატარიფო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა.

შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, თუ არასწორი მონაცემის არსებობა დადგინდა საქონლის გაშვებამდე.

21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას სატარიფო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ სატარიფო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა.

22. ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა –

იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

23. ამ მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

24. სასაქონლო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა პირს, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

25. პირის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

26. ამ მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

27. ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სანქციის სახით საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის გამოყენებისას სამართალდამრღვევს ეკრძალება იმ ქვეყანასთან საქართველოს სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა, რომლიდანაც იგი ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადმოტანას. აღნიშნული სანქციის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევს მიეცემა საქართველოს სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუ იგი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს 5 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უთანაბრდება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის ვადას (ვადის დარჩენილ ნაწილს). საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს ამავე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო საბანკო გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

43. 290-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 290. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა

1. საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა –

იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე პირობების დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.“.

44. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2901 მუხლი:

„მუხლი 2901. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა

1. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა −

იწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე მოთხოვნების დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას.“.

45. 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებზე და იმ მოსაკრებლის თანხებზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“.

46. 299-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. ამ კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.“.

47. 309-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 3-პროცენტიანი განაკვეთით.“;

ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

გ) 23-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება.“;

დ) 35-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე−42-ე ნაწილები:

„36. გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1 ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში.

37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2005 წლის 1 იანვრამდე დარიცხული ჯარიმა, თუ გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული საგადასახადო დავალიანების თანხა და პირს 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით გამოქვითვების თანხები აღემატება ერთობლივ შემოსავალს ან ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).

38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით.

39. ამ კოდექსის 281-ე მუხლის 81 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია გამოიყენება მხოლოდ GPRS-ისა და crypto-ს მოდულის ფისკა­ლური საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას.

40. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა) დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის, ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა.

41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.

42. 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის 45-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საგადასახადო შეთანხმების თაობაზე ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გაფორმებულ/გასაფორმებელ საგადასახადო შეთანხმებებზე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის 47-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 36-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის 47-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-40 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის საჩივარი განიხილება ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ამ კანონის პირველი მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებიც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდისა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული დღგ-ის საანგარიშო პერიოდის მქონე გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე ასახული არ არის წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა, მე-16 და მე-17 ნაწილებისა, მე-19 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-20, მე-40 და 44-ე ნაწილებისა და 47-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი, მე-16 და მე-17 ნაწილები, მე-19 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-20, მე-40 და 44-ე ნაწილები და 47-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 8 ნოემბერი.

№5202IIს

 

• 28-Oct-2011

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 31. საბიუჯეტო ორგანიზაცია
საბიუჯეტო ორგანიზაციად ითვლება მხარჯავი დაწესებულება ან/და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების თანახმად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 28 ოქტომბერი.
№5173–IIს

• 07-Dec-2010

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 270-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება საურავის, გაფრთხილების, ფულადი ჯარიმის, საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.

2. 289-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები“;

ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საქონლის სატარიფო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 4 000 ლარისა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევით ან უამისოდ, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.“;

გ) მე-17 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო სანქციის სახით საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის გამოყენებისას სამართალდამრღვევს ეკრძალება იმ ქვეყანასთან საქართველოს სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთა, რომლიდანაც იგი ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადმოტანას. აღნიშნული სანქციის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევს მიეცემა საქართველოს სახმელეთო ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუ იგი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს 5 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უთანაბრდება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის ვადას (ვადის დარჩენილ ნაწილს). საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს ამავე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო საბანკო გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 7 დეკემბერი.

№3880II

იუსტიციის სახლი
შემოსავლების სამსახური
საჯარო რეესტრი
აღსრულების ეროვნული ბიურო
სამოქალაქო რეესტრი
ქ.თბილისის ქონების მართვის სააგენტო
ნოტარიუსთა პალატა