ტრეინინგები


         
 
 ამჟამად საიტზე 9 მომხმარებელია  EnglishFrenchGermanItalianPortugueseRussianSpanish

არქივიდან ◊ February, 2012 ◊

• 24-Feb-2012

საქართველოს კანონი

 

არბიტრაჟის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1.  კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ადგენს საქართველოში არბიტრაჟის შექმნის, საარბიტრაჟო წარმოების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წესებს.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ის ქონებრივი დავა, რომლის მოწესრიგებაც მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის.

 

მუხლი 2.  ტერმინთა განმარტება და კანონის გამოყენება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სასამართლო – ამ კანონის მე-11, მე-13, მე-14, მე-16 და 35-ე მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა; 21-ე, 22-ე, 23-ე, 42-ე და 43-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები; 44-ე და 45-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები და საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ბ) ელექტრონული შეტყობინება – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით.

2. ამ კანონის მიზნებისათვის, მხარეთა შეთანხმება მოიცავს იმ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების საარბიტრაჟო წარმოების წესებს, რომელსაც მხარეებმა მიმართეს საარბიტრაჟო დავის გადასაწყვეტად.

21. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება ვალდებულია ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს საარბიტრაჟო წარმოების წესები. (15.12.2010. N4046)

3. თუ ამ კანონის რომელიმე დებულება შეეხება საარბიტრაჟო სარჩელს, აღნიშნული დებულება გამოიყენება საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართაც, გარდა ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა.

მუხლი 3. საარბიტრაჟო წარმოების მხარეთა თანასწორობა

საარბიტრაჟო წარმოების მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის სრული შესაძლებლობა.

 

მუხლი 4. გადაწყვეტილების მიღების უფლების გადაცემა მესამე

პირისათვის

მხარეებს უფლება აქვთ, მათთვის ამ კანონით მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლება გადასცენ მესამე პირს.

მუხლი 5. უფლებამონაცვლეობა საარბიტრაჟო წარმოებისას

1. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 6. არბიტრაჟის დამოუკიდებლობა და სასამართლოს ჩარევის

შემთხვევები

1. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული საარბიტრაჟო განხილვის პროცედურით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 7. ვადები

1. ამ კანონით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

თავი II

საარბიტრაჟო შეთანხმება

 

მუხლი 8.  საარბიტრაჟო შეთანხმების ცნება და ფორმა

1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.

3. საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.

4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.

5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.

6.         საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.

7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.

8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები.

9. თუ საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, საარბიტრაჟო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეთა ადვოკატებმაც ან საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. (15.12.2010. N4046)

 

მუხლი 9. საარბიტრაჟო შეთანხმება და დავის არსებით საკითხზე

სარჩელის შეტანა სასამართლოში

1. სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია ამ საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უარი თქვას სარჩელის მიღებაზე ან შეწყვიტოს წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოაჩენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.

2. საარბიტრაჟო წარმოების მხარე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია შეატყობინოს სასამართლოს იმ დავის არსებით საკითხზე საარბიტრაჟო განხილვის დაწყების შესახებ, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარჩელის წარდგენიდან სასამართლოში განსჯადობის საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

თავი III

არბიტრაჟის შემადგენლობა

 

მუხლი 10. არბიტრთა რაოდენობა

1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან.

2. არბიტრთა რაოდენობას და მათი დანიშვნის წესს განსაზღვრავენ მხარეები. მხარეები ნიშნავენ თანაბარი რაოდენობის არბიტრებს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, მაშინ უკვე დანიშნული არბიტრები ვალდებული არიან, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დანიშნონ კიდევ ერთი არბიტრი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ არბიტრთა რაოდენობა არ იქნება განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებით, მაშინ არბიტრაჟი უნდა შეიქმნას სამი არბიტრის შემადგენლობით.

 

მუხლი 11. არბიტრების დანიშვნა

1. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე. არბიტრობაზე თანხმობა პირმა უნდა განაცხადოს წერილობით.

2. არბიტრის (არბიტრების) და არბიტრაჟის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურა დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

3. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას:

ა) სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს და ამ წესით დანიშნული ორი არბიტრი ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარეს. თუ ერთ-ერთი მხარე არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში ან თუ ორი არბიტრი მათი დანიშვნიდან 30 დღის ვადაში ვერ შეთანხმდება მესამე არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში;

ბ) ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრის დანიშვნაზე, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არბიტრაჟის ან სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

5. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში,  წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა (სასამართლომ) უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.

7. დაუშვებელია პირს აეკრძალოს არბიტრად დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი არის:

ა) ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი;

ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე;

გ) მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა.

 

მუხლი 12. არბიტრის აცილების საფუძვლები

1. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ არბიტრი არ  აკმაყოფილებს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ კვალიფიკაციას ან/და არსებობს გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს დასაბუთებული ეჭვი არბიტრის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში.

2. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს თავის მიერ დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.

3. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ან უკვე დანიშნული არბიტრი ვალდებულია მისი დანიშვნიდან საარბიტრაჟო განხილვის მთელი ვადის განმავლობაში დაუყოვნებლივ აცნობოს მხარეებს და არბიტრაჟს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საეჭვოს ხდის მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

მუხლი 13. არბიტრის აცილების პროცედურა

1. მხარეებს, ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლიათ შეთანხმდნენ არბიტრის აცილების პროცედურაზე.

2. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება გამოუცხადოს არბიტრს, ვალდებულია აცილების შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინოს არბიტრაჟს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა შესაბამისი არბიტრის დანიშვნა ან ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია. განცხადებაში უნდა მიეთითოს აცილების საფუძველი და მოტივები. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ აცხადებს თვითაცილებას ან თუ მეორე მხარე არ ეთანხმება აცილებას წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, მაშინ აცილების საკითხს გადაწყვეტს არბიტრაჟი ამ ვადის ამოწურვიდან 30 დღეში. თუ აცილების შესახებ მხარის განცხადება არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა, მხარეს, რომელიც აცხადებს აცილებას, შეუძლია აცილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

3. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში მხარეს უფლება აქვს არბიტრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, რომელიც არბიტრის აცილების საფუძველია, 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის აცილების მოთხოვნით.

4. სასამართლოს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. ასეთ შემთხვევაში არბიტრს უფლება აქვს, გამოაცხადოს თვითაცილება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდეც. აცილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არბიტრაჟს შეუძლია გააგრძელოს საარბიტრაჟო განხილვა იმ არბიტრის მონაწილეობით, რომლის აცილებასაც ითხოვს მხარე, და გამოიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

5. აცილების საფუძვლის არსებობისას არბიტრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.

 

მუხლი 14.  არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. მხარეს არა აქვს უფლება, ერთპიროვნულად შეცვალოს თავის მიერ დანიშნული არბიტრი.

2. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში შეთანხმების მიუღწევლობისას ერთ-ერთ მხარეს შეუძლია არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის დაყენებიდან 30 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3.         არბიტრის მიერ უარის თქმა თავისი მოვალეობის შესრულებაზე ან მხარის თანხმობა არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე არ გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან აცილების ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას ან მათ აღიარებას.

 

მუხლი 15. ახალი არბიტრის დანიშვნა

არბიტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი არბიტრი დაინიშნება იმ წესების დაცვით, რომლებიც გამოყენებულ იქნა წინა არბიტრის დანიშვნისას.

 

თავი IV

 არბიტრაჟის უფლებამოსილება

 

მუხლი 16. არბიტრაჟის კომპეტენცია

1. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის  დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

2. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

3. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.

4. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს. 

5.         თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

 

მუხლი 17. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის

უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება

1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:

ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;

ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.

 

მუხლი 18. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის

უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების პირობები

1. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:

ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;

ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;

გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

2. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

3. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

4. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

 

მუხლი 19. არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის

უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლა,

შეჩერება და გაუქმება

არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით.

 

მუხლი 20. ინფორმაციის განცხადების ვალდებულება

არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.

მუხლი 21. არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების

ცნობა და აღსრულება

1. არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსთვის მიმართვის გზით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოყენებული აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ მუხლისა და ამ კანონის 22-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

2. მხარე, რომელიც მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ან რომლის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა სასამართლომ, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასამართლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერებას, შეცვლას ან გაუქმებას.

3. სასამართლო უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, ამ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

4. სასამართლოში ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მისი ცნობისა და აღსრულებისათვის წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 

მუხლი 22. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის

უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და

აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. მხარეს შეიძლება უარი ეთქვას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებები, მიმართავს სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე უარი ეფუძნება ამ კანონის 45-ე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებს;

ა.ბ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის თაობაზე არ იქნა შესრულებული;

ა.გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეაჩერა ან გააუქმა არბიტრაჟმა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ტარდება საარბიტრაჟო განხილვა, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები;

ბ) სასამართლო მიიჩნევს, რომ:

ბ.ა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულება სცილდება სასამართლოს უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების არსებითად შეცვლის გარეშე მისი ფორმის იმ ფარგლებში შეცვლის შესახებ, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღსრულებისათვის;

ბ.ბ) ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები გამოიყენება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე.

3. სასამართლო, რომელსაც გამოაქვს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობასა და აღსრულებაზე, გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ იხილავს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

მუხლი 23. სასამართლოს მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.

2. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

3. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

თავი V

საარბიტრაჟო განხილვა

მუხლი 24.  საარბიტრაჟო განხილვის წესის განსაზღვრა

1. საარბიტრაჟო განხილვის წესს განსაზღვრავენ მხარეები ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება არბიტრაჟის მიერ დადგენილი წესით, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

1. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვის ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი საქმის გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ადგილი მხარეებისათვის.

2. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 26. საარბიტრაჟო დავის განხილვის დაწყება

საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 27. შეტყობინებები

თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას.

მუხლი 28. წარმომადგენლობა საარბიტრაჟო განხილვაში

მხარეს უფლება აქვს, საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წარმოდგენილი იყოს ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

 

მუხლი 29. საარბიტრაჟო წარმოების ენა

1. მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო წარმოების ენას ან ენებს ადგენს არბიტრაჟი ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს.

2. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).

მუხლი 30. საარბიტრაჟო სარჩელი, საარბიტრაჟო შესაგებელი

1. მხარეთა მიერ შეთანხმებულ ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში საარბიტრაჟო მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი, რომელშიც მიუთითებს მხარეთა სახელებსა (სახელწოდებებსა) და მისამართებს (ადგილსამყოფლებს), მოთხოვნას, იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას, და საარბიტრაჟო სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხა.

2. საარბიტრაჟო მოპასუხე წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.

4. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება.

5. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.

6. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო სარჩელთან ან შესაგებელთან ერთად წარმოადგინონ ნებისმიერი საბუთი, რომელიც უკავშირდება საქმეს, ან მიუთითონ იმ საბუთებსა და სხვა მტკიცებულებებზე, რომლებსაც ისინი შემდგომ წარმოადგენენ.

7. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეგზავნოს მეორე მხარესა და არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე ჯერ არ არის არჩეული – ყველა არბიტრს.

8. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო განხილვის დროს მხარეს შეუძლია შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნები ან შესაგებელი ან წარმოადგინოს დამატებითი მოთხოვნები, თუ ეს არბიტრაჟმა არ მიიჩნია განხილვის გაჭიანურებად.

მუხლი 31. უარი შეპასუხებაზე

თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

 

მუხლი 32. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა

1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.

2. მხარეებს წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაჰბარდეთ უწყება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ.

3. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს არბიტრაჟს ერთ-ერთი მხარე, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც არბიტრაჟმა შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.

4. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, არბიტრი და  საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

 

მუხლი 33. მხარეთა გამოუცხადებლობა

თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, არბიტრაჟს შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 34. ექსპერტის დანიშვნა და აცილება

1.         თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟს უფლება აქვს:

ა) დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ექსპერტი არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხებზე დასკვნების წარმოდგენის მიზნით;

ბ) მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ ექსპერტს საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, გადასცენ ექსპერტს დათვალიერებისათვის ან მისცენ შესაძლებლობა, დაათვალიეროს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან სხვა ნივთი.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსპერტის მიერ ზეპირი ან წერილობითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არბიტრაჟი მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო საკითხებზე ჩვენებების მიცემის მიზნით მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე ჩვენებების მისაცემად.

3. ექსპერტის აცილება და თვითაცილება განხორციელდება არბიტრის აცილებისათვის ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.

 

მუხლი 35. მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება

მტკიცებულებათა მოპოვებაში

1. არბიტრაჟის უფლებამოსილებას განეკუთვნება ნებისმიერი მტკიცებულების დასაშვებობის შემოწმება და მტკიცებულებათა შეფასება.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არბიტრაჟი უფლებამოსილია:

ა) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარუდგინოს მეორე მხარეს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება;

ბ) გამოიძახოს ნებისმიერი მხარის მოწმე ან, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს მისი დაკითხვა საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე და გამოიყენოს მოწმის ჩვენება განხილვის დროს;

გ) საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს მხარეს, წარმოადგინოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი ან ნივთმტკიცება.

3. არბიტრაჟს ან მხარეს არბიტრაჟის თანხმობით შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. აღნიშნული მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს მხარეს (მხარეებს) ან არბიტრაჟს განხილვის  ნებისმიერ სტადიაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მოწმის დასწრების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს მიერ გამოძახებული მოწმის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

 

თავი VI

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანა

და საქმის განხილვის შეწყვეტა

მუხლი 36. სამართლის ნორმათა გამოყენება საარბიტრაჟო

განხილვისას

1.         არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად.

2.         მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება არბიტრაჟის მიერ განსაზღვრული სამართლის ნორმები.

3. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.

4.         არბიტრაჟი გადაწყვეტილების გამოტანისას ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობებს და იმ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც ასეთი ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება.

 

მუხლი 37. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე

არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას

1. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ.

მუხლი 38. მხარეთა მორიგება

1.         თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.

2.         არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ კანონის 39-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 39. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით.

2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს იმ მოტივებზე მითითებით, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია ამ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.

5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 40. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა

1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

ბ) თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;

გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

მუხლი 41. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და

განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1.         თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:

ა)       მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;

ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.

2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.

3.         არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.

4.         თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

5.         არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.

თავი VII

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება და გაუქმება

 

მუხლი 42. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და

გაუქმების საფუძვლები

1. სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს საჩივრით (11.11.2011 N 5265 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების  გამო  ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც  არ  იყო  გათვალისწინებული  საარბიტრაჟო  შეთანხმებით ან ეხება საკითხს, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო  შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;

ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა)      საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

2. საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 90 დღის განმავლობაში. (11.11.2011 N 5265 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

3. გასაჩივრების შემთხვევაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.

 

მუხლი 43. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების

გაუქმების განხილვის შეჩერება

სასამართლოს, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით, უფლება აქვს შეაჩეროს გადაწყვეტილების გაუქმების განხილვა თავის მიერ დადგენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული საფუძვლით საქმის განხილვის შეჩერების შესახებ სასამართლო უწყებით ატყობინებს არბიტრაჟს საქმის განხილვის შეჩერებიდან 3 დღის ვადაში.

 

თავი VIII

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

 

მუხლი 44. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

1. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

3. მხარეს, რომელსაც დაეკისრა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ. სასამართლოს უფლება აქვს, მხარის შუამდგომლობით, შეაჩეროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება არა უმეტეს 30 დღით, თუ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი უზრუნველყოფა.

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 45. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და

აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ა.ბ) იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა მიუთითეს საარბიტრაჟო შეთანხმებაში, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია;

ა.გ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;

ა.დ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც  არ  იყო  გათვალისწინებული  საარბიტრაჟო  შეთანხმებით ან  ეხება საკითხს, რომელიც  სცილდება  საარბიტრაჟო  შეთანხმების ფარგლებს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას მთლიანად ან მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც  სცილდება საარბიტრაჟო შეთანხმების ფარგლებს;

ა.ე) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა;

ა.ვ)      საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა გაუქმებულ ან შეჩერებულ იქნა იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, სადაც გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა)      საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

2.         თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა საარბიტრაჟო  გადაწყვეტილების გაუქმების ან აღსრულების შეჩერების შესახებ, სასამართლოს, რომელსაც მიმართეს შუამდგომლობით ცნობისა და  აღსრულების შესახებ, უფლება აქვს არა უმეტეს 30 დღით გადადოს გადაწყვეტილების გამოტანა და იმ მხარის მოთხოვნით, რომელიც ითხოვს ცნობას ან აღსრულებას, დაავალოს მეორე მხარეს, წარმოადგინოს შესაბამისი უზრუნველყოფა.

 

თავი IX

გარდამავალი დებულებები

მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ

დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავები განიხილება „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონით განსაზღვრული წესით, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ აღნიშნული დავების „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით განხილვაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო დავებზე გამოტანილ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს ამ კანონით განსაზღვრული წესით.

თავი X

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 47. ძალადაკარგულად ცნობილი ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონი.

 

მუხლი 48. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                 მიხეილ სააკაშვილი

 

თბილისი,

2009 წლის 19 ივნისი.

N 1280 – Iს

 

• 24-Feb-2012

საქართველოს კანონი

 

პროკურატურის შესახებ

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. საქართველოს პროკურატურა

1. საქართველოს პროკურატურა (შემდგომში – პროკურატურა) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.

2. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და კანონით დადგენილი წესით განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროკურორი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს მთავარი პროკურორი (შემდგომში – მთავარი პროკურორი), მისი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, პროკურორ-სტაჟიორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევაში პროკურატურის მუშაკი, რომელიც უშუალოდ არ ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება;

ბ) პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი;

გ) პროკურატურის მუშაკი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის მრჩეველი, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე, პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე;

დ) პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, ქ. თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლის თანამდებობაზე ან ამ თანამდებობის გარეშე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

ე) პროკურატურის მრჩეველი – პირი, რომელიც ინიშნება პროკურატურის იმ დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილების ან მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქცია არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, და რომელიც არ განეკუთვნება პროკურატურის დამხმარე მოსამსახურისა და შტატგარეშე მოსამსახურის კატეგორიას;

ვ) პროკურატურის დამხმარე მოსამსახურე – ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე;

ზ) პროკურატურის შტატგარეშე მოსამსახურე – პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით, გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.

 

მუხლი 3. პროკურატურის ამოცანები

1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:

ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე; (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;

ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; (9.03.2010. N2700 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;

თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.

2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

 

მუხლი 4. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება;

ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

 

მუხლი 5. პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი

საფუძვლები

პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები,  ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.

 

მუხლი 6. პროკურატურის საერთაშორისო ვალდებულებები

პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან.

 

თავი II

პროკურატურის სისტემა და ორგანიზაცია

 

მუხლი 7. პროკურატურის სისტემა

1. პროკურატურის სისტემას ქმნიან: საქართველოს მთავარი პროკურატურა (შემდგომში – მთავარი პროკურატურა), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები, აგრეთვე სპეციალიზებული პროკურატურები ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სპეციალიზებული პროკურატურის უფლებამოსილების ვადით.

2. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას და საშტატო ერთეულებს დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 

მუხლი 8. საქართველოს იუსტიციის მინისტრი

1. ამ კანონის მიზნებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი):

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;

ბ) მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს,   ქ. თბილისის და საოლქო პროკურორებს;

გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას; (27.02.2009. N1017 ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.)

დ) ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;

ე) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;

ვ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში მთავარი პროკურორის წარდგინებით ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

ზ) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

თ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში;

ი) მთავარი პროკურორის წარდგინებით წყვეტს მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს;

კ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

ლ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

მ) ამტკიცებს პროკურატურის ორგანოების და მათი სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს და პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესს;

ნ) ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;

ო) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის საკონსულტაციო საბჭოებს;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. იუსტიციის მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ასრულებს მთავარი პროკურორი, ხოლო მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე.

3. იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები კონფიდენციალურია. მათი შესრულება სავალდებულოა ყველა ქვემდგომი პროკურორისათვის. პროკურატურის მუშაკის მიერ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპის შინაარსის გახმაურება გამოიწვევს ამ კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

4. იუსტიციის მინისტრის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

მუხლი 9. მთავარი პროკურატურა

1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მთავარ პროკურორს ჰყავს მოადგილეები. მთავარი პროკურორის მოადგილეებს მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

3. იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.

4. მთავარი პროკურორი:

ა) კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას;

ბ) თანამდებობაზე დასანიშნად იუსტიციის მინისტრს წარუდგენს მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების კანდიდატურებს;

გ) იუსტიციის მინისტრს მიმართავს მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, გამომძიებლებს და პროკურატურის სხვა მუშაკებს, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა;

ე) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელიც „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის შუამდგომლობებს ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;

ვ) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ;

ზ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას იუსტიციის მინისტრის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ან პროკურატურის მრჩევლის მიერ დანაშაულის ჩადენისას; (27.02.2009. N1017 ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.)

 

თ) სასამართლოში შეაქვს სააპელაციო საჩივარი მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოთხოვნით;

ი) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებასა და სრულყოფას, მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებების გავრცელებას და პრაქტიკაში დანერგვას;

კ) იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;

ლ) იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში პროკურატურის ორგანოების სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;

მ) განსაზღვრავს თავისი მოადგილეების, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და მათი სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციურ მოვალეობებს;

ნ) წყვეტს პროკურატურის მუშაკთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა;

ო) იუსტიციის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე;

პ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

ჟ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;

რ) განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებს;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5.  მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე.

6. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს იუსტიციის მინისტრთან ან სასამართლოში.

7. მთავარ პროკურატურაში არის დეპარტამენტები, სამმართველოები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები (ქვედანაყოფები), რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების (ქვედანაყოფების) უფროსების მოადგილეები, საგანგებო მნიშვნელობის საქმეთა პროკურორები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

 

მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების

პროკურატურები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებს ხელმძღვანელობენ, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, რომელთაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. იუსტიციის მინისტრის მიერ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურების უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე შესაბამის თანამდებობაზე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების უფროსებს, მათ მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილების პროკურორებს, პროკურორ-კრიმინალისტებს, განყოფილებებისა და სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფროს პროკურორებსა და პროკურორებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, მრჩევლებს და სპეციალისტებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რაიონულ პროკურორებს, მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რაიონული პროკურატურების პროკურორებს, უფროს გამომძიებლებსა და გამომძიებლებს, აგრეთვე პროკურატურის მრჩევლებს და სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

6. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურორებისა და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის.

 

მუხლი 11. ქ. თბილისის პროკურატურა და საოლქო

პროკურატურები

1. ქ. თბილისის პროკურატურას და საოლქო პროკურატურას ხელმძღვანელობს, შესაბამისად, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორი, რომელსაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. იუსტიციის მინისტრის მიერ ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურების უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე შესაბამის თანამდებობაზე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.

3. საოლქო პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

4. ქ. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. ქ. თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორ-კრიმინალისტები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, მრჩევლები და სპეციალისტები.

6. ქ. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების მუშაკებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

7. ქ. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.

მუხლი 12. რაიონული პროკურატურები

1. რაიონულ პროკურატურებს ხელმძღვანელობენ შესაბამისი რაიონული პროკურორები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. რაიონული პროკურატურები იქმნება ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. რაიონული პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

3. რაიონულ პროკურორებს შეიძლება ჰყავდეთ მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

4. რაიონულ პროკურატურებს ჰყავთ პროკურორები, კანცელარიის უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სპეციალისტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

5. რაიონული პროკურორები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათდამი დაქვემდებარებული პროკურატურის მუშაკებისათვის.

 

მუხლი 13. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის

დაქვემდებარების ფორმები

1. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება გულისხმობს:

ა) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორისათვის პროკურატურის ორგანიზაციის და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას;

ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომი პროკურორის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;

გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას;

დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებისა და აქტების გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებებით ან აქტებით შეცვლას;

ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვას;

ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმეებისა და მასალების წარდგენას.

2. იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, დააწესოს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.

3. ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა მუშაკი ვალდებული არიან, შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება.

 

თავი III

პროკურატურის საქმიანობის მიმართულებები

 

მუხლი 14. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება

1. პროკურატურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

2. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

 

 

მუხლი 15. გამოძიება (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

 

პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.

 

მუხლი 16. ზედამხედველობა კანონის ზუსტ და ერთგვაროვან

შესრულებაზე ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების

საქმიანობისას

1. პროკურორი ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ამ საქმიანობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების, გაგრძელების და შეწყვეტის შესახებ მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანების კანონიერება და დასაბუთებულობა არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.

3. მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზება, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი.

4. ოპერატიული დამუშავების საქმის, ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო მასალების გაცნობის უფლება აქვთ: იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს, მთავარი პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, საოლქო პროკურორებს და მათ მოადგილეებს, ქ. თბილისის პროკურორს და მის მოადგილეებს და რაიონულ პროკურორებს თავიანთი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის, მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, საოლქო პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და რაიონული პროკურორების მიერ განსაზღვრულ სხვა პროკურორებს.

 

მუხლი 17. პირთა უფლებების დაცვა და საპროცესო მოვალეობათა განხორციელება დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში(9.03.2010. N2700 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

1. პროკურორს უფლება აქვს:

ა) კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად ჩაატაროს შემოწმებები დაკავებულთა მოთავსების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს (9.03.2010. N2700 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

         ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებში შევიდეს ნებისმიერ დროს;

გ) გამოკითხოს დაკავებული, დაპატიმრებული, მსჯავრდებული და პირები, რომლებსაც შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;

დ) გაეცნოს დოკუმენტებს, რომელთა საფუძველზედაც პირები დაკავებული, დაპატიმრებული არიან, იხდიან სასჯელს ან შეფარდებული აქვთ იძულებითი ღონისძიებები;

ე) დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა იძულებით ღონისძიებებს დაქვემდებარებული პირის გასათავისუფლებლად.

2. პროკურორი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

 

 

 

მუხლი 18. პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი

1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.

2. პროკურორს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3. საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები; მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვის და სხვა საკითხების განხილვაში. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

4. პირველი ინსტანციის სასამართლოში და სააპელაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. მას უფლება აქვს: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებები და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის შერაცხადობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განთავისუფლების შესახებ. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

5. საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს, როგორც მხარე, იმ საჩივრებზე, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს.

 

მუხლი 19. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია

1. პროკურატურა კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას დანაშაულის დროულად გამოვლენის, გამოძიების, გახსნის, აღკვეთისა და თავიდან აცილების, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების, დანაშაულის მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოფხვრის მიზნით.

2. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

მუხლი 20. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი

ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის

გადაცემის თაობაზე

პროკურორი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე.

 

თავი IV

საპროკურორო აქტები

 

მუხლი 21. საპროკურორო აქტების სისტემა

პროკურორი უფლებამოსილების განხორციელებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს შემდეგ აქტებს: მოთხოვნას, წარდგინებას, პროტესტს, დადგენილებას, თანხმობას, მითითებას, საჩივარს, ინფორმაციას.

 

მუხლი 22. მოთხოვნა

1. პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს:

ა) სისხლის სამართლის საქმეზე საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის ჩატარება;

ბ) კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების გადასაწყვეტად სპეციალისტების გამოყოფა;

გ) ზედამხედველობის ან საპროცესო ხელმძღვანელობის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტების, მასალების, საქმეების, მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის წარდგენა.

2. გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურორს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 დღისა, ამ ინფორმაციის რეჟიმის მიუხედავად.

3. დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია შეიძლება შემოწმდეს პროკურორის მოთხოვნით მათ სამყოფელ ადგილას, პროკურორის მიერ ან მისი დავალებით – სპეციალისტის, ექსპერტის ან სხვა პირის მიერ.

4. პროკურორის მოთხოვნით დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს მის მიერ მითითებულ ადგილას.

5. პროკურორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს გამოთხოვილ ინფორმაციაში მოცემული სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების დაცვა.

6. აკრძალულია სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა და რაიმე მასალების ან საქმის გამოთხოვა სასამართლოდან, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 23. წარდგინება

1. პროკურორს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის მე-14–მე-17 მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებული არიან, 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.

2. წარდგინების განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას აქვს განხილვაში მონაწილეობის უფლება.

 

მუხლი 24. პროტესტი

1. პროკურორი წერილობით პროტესტს წარადგენს ამ კანონის    მე-16 და მე-17 მუხლებში მითითებულ პირთა აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.

2. პროტესტში პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს:

ა) უკანონო აქტის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება ან კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) უკანონო ქმედების შეწყვეტა;

გ) დარღვეული უფლების აღდგენა;

დ) კანონის დამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება.

3. პროკურორს პროტესტი უკანონო აქტის გამო შეაქვს მის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში. იმავე წესით ხდება თანამდებობის პირის უკანონო ქმედების გაპროტესტება.

4. პროკურორის პროტესტი განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

5. პროტესტის განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას უფლება აქვს, პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მხარი დაუჭიროს პროტესტს.

6. პროტესტი განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

7. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს, პროტესტის განხილვის დაწყებამდე შეიტანოს მასში ცვლილებები ან შეცვალოს იგი ახალი პროტესტით.

 

მუხლი 25. დადგენილება

1. მოქალაქის ან თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის მიხედვით, კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში და დადგენილი წესით, პროკურორს გამოაქვს დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე.

2. პროკურორის დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ წარმოების ან დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღისა უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

 

მუხლი 26. თანხმობა

კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი იძლევა წერილობით თანხმობას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ქმედებებზე.

 

მუხლი 27. მითითება (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)

1. პროკურორს უფლება აქვს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობითი მითითება მისცეს გამოძიების ორგანოებს.

2. გამოძიების საკითხებზე პროკურორის მითითების შესრულება სავალდებულოა.

 

მუხლი 28. საჩივარი

1. პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შესული კანონიერ ძალაში, და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ;

ბ) გაასაჩივროს სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, როგორც მხარემ.

2. საჩივარი სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

 

მუხლი 29. ინფორმაცია

პროკურორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს აწვდის ინფორმაციას კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ.

 

მუხლი 30. საპროკურორო აქტების გასაჩივრება

1. პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში.

2. გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

თავი V

პროკურატურის პერსონალი

 

მუხლი 31. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება პროკურორის და

პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობებზე

დასანიშნ პირებს

1. პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ექვსი თვიდან ერთ წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, დადებული აქვს პროკურატურის მუშაკის ფიცი, საქმიანი და მორალური თვისებებით, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის მოვალეობები.

2. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი, მისი მოადგილეები და პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თუ მათ არ ჩაუბარებიათ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი წლის ვადაში.

3. პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება;

ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი.

4. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს სტაჟირების გავლისაგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში.

5. პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საგამოცდო ტესტების წინასწარ გამოქვეყნებას. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პერიოდულობას და გამოცდის პროგრამას, საგამოცდო კომისიის დებულებას და კომისიის შემადგენლობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდა.

6. ქ. თბილისის პროკურორად და მის მოადგილედ, საოლქო პროკურორებად და მათ მოადგილეებად, რაიონულ პროკურორებად და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებად ინიშნებიან პირები, რომლებსაც აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. განსაკუთრებულ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს დასაბუთებული გადაწყვეტილებით უფლება აქვს, აღნიშნული ვადა შეამციროს ქ. თბილისის პროკურორისა და მისი მოადგილის, საოლქო პროკურორებისა და მათი მოადგილეების მიმართ 18 თვემდე, ხოლო მთავარ პროკურორს დასაბუთებული გადაწყვეტილებით – რაიონული პროკურორებისა და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორების მიმართ 12 თვემდე.

7. პროკურატურის მუშაკებმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაიარონ ატესტაცია. ატესტაციის წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

8. პროკურატურის მრჩევლებს, პროკურატურის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

9. პროკურატურის მუშაკის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობასთან, ასევე სამეწარმეო ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობისა. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.

10. პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.

11. პროკურატურის მუშაკს ეკრძალება გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.

 

მუხლი 32. პროკურატურის მუშაკის ფიცი

1. პროკურატურის მუშაკი პროკურატურის ორგანოებში სამუშაოდ გამწესებისას იუსტიციის მინისტრის წინაშე დებს ფიცს: „მე (სახელი, გვარი) ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის მუშაკის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს.“.

2. პროკურატურის მუშაკის ფიცის დადება შეიძლება ჩატარდეს რელიგიური ფიცის გარეშე. ფიცის ტექსტს ხელს აწერს ფიცის დამდები და იგი ინახება მის პირად საქმეში.

 

მუხლი 33. პროკურატურაში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის

საფუძვლები

პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული პირი;

დ) სხვა სამუშაოდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული ქმედების ჩადენის გამო დათხოვნილი პირი.

 

მუხლი 34. პროკურატურის მუშაკის პროკურატურიდან დათხოვნა

პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას;

დ) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას;

ე) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას;

ვ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას;

ზ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეშად ან სისტემატურად დარღვევისას;

თ) შტატების შემცირებისას;

ი) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევებში;

კ) ფიცის გატეხვისას, პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნებისას ან პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის ჩადენისას;

ლ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

მ) ამ კანონის 33-ე მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ნ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ო) სამსახურში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას;

პ) საპენსიო ასაკის მიღწევისას.

 

თავი VI

პროკურატურის მუშაკთა სამართლებრივი დაცვა

მუხლი 35. პროკურატურის მუშაკის სამართლებრივი დაცვა

1. პროკურატურის მუშაკი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება გადაყენებულ იქნეს ან გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა.

2. პროკურატურის მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, წინააღმდეგობა, ძალადობა, მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. პროკურატურის მუშაკის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ განცხადების ან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

3. პროკურატურის მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, შეინახოს და ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური საშუალებები.

 

მუხლი 36. პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევის

დაუშვებლობა

პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ჩარევა თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების ან სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ პროკურატურის მუშაკის საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება, აგრეთვე პროკურატურის მუშაკის საქმიანობისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

 

მუხლი 37. პროკურატურის მუშაკის უფლება სასამართლო დაცვაზე

პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

მუხლი 38. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა

1. პროკურატურის მუშაკი დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პროკურატურის მუშაკი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისაგან იზოლირებულად.

3. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს მხოლოდ მთავარი პროკურორი. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს მთავარი პროკურატურა ან იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფი. (27.02.2009. N1017 ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.)

4. პროკურატურის მუშაკის მიმართ საქმის გამოძიების პერიოდში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურატურის მუშაკს დადგენილი წესით დაკავებული თანამდებობიდან გადააყენებს, შესაბამისად, იუსტიციის მინისტრი ან მთავარი პროკურორი.

5. პროკურატურის მუშაკის მიერ ფიცის გატეხვისათვის, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის, პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისათვის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა;

დ) თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) პროკურატურიდან დათხოვნა.

6. დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის ფაქტის დადგენის (აღმოჩენის) დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა. ამ ვადაში არ შედის პროკურატურის მუშაკის ავადმყოფობისა და შვებულებაში ყოფნის დრო. დისციპლინური სახდელი არ გამოიყენება, თუ გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 3 წელი. პროკურატურის მუშაკის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნა ხდება ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად. პროკურატურის მუშაკის მიერ გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მისი პროკურატურიდან დათხოვნის საკითხს წყვეტს პროკურატურის მუშაკის განთავისუფლების უფლებამოსილების მქონე პირი ამ ქმედების ჩადენიდან გასული დროის მიუხედავად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოიყენონ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი.

8. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს უფლება აქვთ, გამოიყენონ შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა ან საყვედური.

9. თუ პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის აუცილებელია გამოყენებული იქნეს ის დისციპლინური სახდელი, რომლის დადებაც მთავარი პროკურორის კომპეტენციას განეკუთვნება, პროკურატურის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი მთავარ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ დისციპლინული სახდელის გამოყენების თაობაზე.

10. პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილი ერთი და იმავე გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი.

11. იუსტიციის მინისტრი ან მთავარი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს, შეამსუბუქოს ან დაამძიმოს პროკურატურის მუშაკის მიმართ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

12.       დისციპლინური სახდელის დადება ხდება პროკურორის ბრძანებით. ბრძანება უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.

13.       პროკურატურის მუშაკი დისციპლინური სახდელის არმქონედ ითვლება, თუ სახდელის დადებიდან გასულია ერთი წელი და მას არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.

14.       პროკურატურის მუშაკს დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადამდე მოეხსნას ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დისციპლინური სახდელი იხსნება შესაბამისი ბრძანებით, რომელიც უნდა გაეცნოს პროკურატურის მუშაკს, რომელსაც დაედო სახდელი. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნის შესახებ ბრძანება ინახება პროკურატურის მუშაკის პირად საქმეში.

15.       პროკურატურის მუშაკისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ პროკურორის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან ან სასამართლოში 30 დღის ვადაში.

16. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს პროკურატურის მუშაკის მიმართ გამოყენებული სახდელის აღსრულების შეჩერებას.

 

მუხლი 39. პროკურატურის მუშაკის წახალისება მუშაობაში

წარმატებისათვის

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის და სხვა მიღწევებისათვის, პროკურატურის მუშაკის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;

დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

ვ) „პროკურატურის საპატიო მუშაკის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

 

თავი VII

პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვა

 

მუხლი 40. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა

1. პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით. პროკურატურის მუშაკის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. პროკურატურის მუშაკი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის მუშაკს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი წესით.

3. პროკურატურის მუშაკს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის მიყენებიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით პროკურატურის მუშაკზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

5. პროკურატურის მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც აღიარებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

6. პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ოდენობით.

7. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მრჩეველი სარგებლობენ შესაბამისი დონის სასამართლოს მოსამართლის ყველა შეღავათით, ხოლო იუსტიციის მინისტრი, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები – შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.

 

მუხლი 41. პროკურატურის მუშაკის შრომის ანაზღაურება

1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისაგან.

2. მთავარი პროკურატურის პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის, საოლქო პროკურატურების, რაიონული პროკურატურების და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ შეიძლება იყოს 400 ლარზე ნაკლები.

 

მუხლი 42. პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო სპეციალური

წოდებები

1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის მრჩეველს დაკავებული თანამდებობისათვის, სამეცნიერო ხარისხისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია იმ სპეციალურ წოდებებთან, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის.

თავი VIII

პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური

უზრუნველყოფა და დაფინანსება

 

მუხლი 43. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური

უზრუნველყოფა და დაფინანსება

1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრის თანხმობით.

3. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

4. პროკურატურის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ან შექმნილი უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფოს საკუთრებაა.

5. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

თავი IX

პროკურატურის საქმიანობის და ორგანიზაციის

სხვა საკითხები

 

მუხლი 44. პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება

1. პროკურატურის მუშაკები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.

2. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის მუშაკებს შეუძლიათ კვალიფიკაცია აიმაღლონ სხვა სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.

 

მუხლი 45. ბეჭედი, პირადობის მოწმობა, ფორმის ტანსაცმელი და

განმასხვავებელი ნიშნები

1. მთავარ პროკურატურას და პროკურატურის სხვა ორგანოებს აქვთ მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და პროკურატურის დასახელებით.

2. იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობას აძლევს საქართველოს პრეზიდენტი.

3. პროკურატურის სხვა მუშაკებს დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობას აძლევს მთავარი პროკურორი ან მისი მოადგილე.

4. პროკურატურის მუშაკი, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ატარებს დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს. ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშებს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 46. სტატისტიკური ანგარიშები

პროკურატურა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს სტატისტიკური ანგარიშის ერთიანი აღრიცხვის ფორმებს, ადგენს პროკურატურის ორგანოებში სტატისტიკური ანგარიშების შედგენის ერთიან წესს.

 

მუხლი 47. პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობები

პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

 

მუხლი 48. პროკურატურაში შემოსული განცხადებებისა და

საჩივრების განხილვა

1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას.

2. პროკურატურაში შემოსული განცხადება და საჩივარი დანაშაულის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება.

 

თავი X

კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე და მის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და ხარჯვაზე

 

მუხლი 49. საპარლამენტო კონტროლი

პროკურატურის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება იუსტიციის მინისტრის ინფორმაციის მოსმენით. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 50. საპრეზიდენტო კონტროლი

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, პერიოდულად ისმენს იუსტიციის მინისტრის ან მთავარი პროკურორის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მუხლი 51. სასამართლო კონტროლი

პროკურატურის მიერ იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 52. კონტროლი სახელმწიფო სახსრების გამოყენებასა და

ხარჯვაზე

პროკურატურისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.

 

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 53

1. საქართველოს პროკურატურა რეორგანიზებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა არის საქართველოს პროკურატურის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

6. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს პროკურატურისათვის.

7. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საქართველოს პროკურატურისათვის.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2009 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონის პროექტის მომზადება  საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის მიზნით.

 

თავი XII

დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 54. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და 54-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები და 54-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                    მიხეილ სააკაშვილი

 

თბილისი,

2008 წლის 21 ოქტომბერი.

N 382 – IIს

 

• 23-Feb-2012

საქართველოს კანონი

 

 ნოტარიატის შესახებ

 

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს.

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. ნოტარიატი

1. ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება.

2. ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო).

 

მუხლი 2. ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

მუხლი 3. ნოტარიუსი

1. ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

2. სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია.

3. სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო.

4. ანაზღაურება, რომელსაც ნოტარიუსს უხდიან მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის, ეკუთვნის ნოტარიუსს.

5. ნოტარიუსი არის სამუშაოს მიმცემი თავისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისათვის.

6. ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის.

7. ნოტარიუსის დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი).

8. ნოტარიუსი ვალდებულია შეასრულოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოვალეობა.

9. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე. (6.07.2010. N3363)

 

მუხლი 4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსთა სხვა

გაერთიანებები

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის თვითმმართველობის პრინციპით აგებული ნოტარიუსების გაერთიანება და ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. ნოტარიუსები ნებაყოფლობით საწყისებზე შეიძლება იყვნენ ნოტარიუსთა საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრები.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობაში, ორგანიზებას უწევს ნოტარიუსობის კანდიდატთა სტაჟირებას, ზრუნავს ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უზრუნველყოფს ნოტარიუსების ჩაბმას ნოტარიატის ფუნქციონირების პრობლემების გადაწყვეტაში და ნოტარიუსების საერთო პროფესიული ინტერესების განხორციელებაში.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, ხოლო აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა.

5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

მუხლი 5. სანოტარო მოქმედება

1. სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.

2. სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 6. სანოტარო მოქმედების ენა

1. სანოტარო მოქმედება სრულდება სახელმწიფო ენაზე.

2. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.

 

მუხლი 7. სანოტარო მოქმედების შესრულებისას წარმოშობილი

სამართლებრივი დავა

სამართლებრივი დავა, რომელიც პირებს შორის წარმოიშობა სანოტარო მოქმედების შესრულებისას, განიხილება სასამართლო წესით.

 

მუხლი 8. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.

2. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მის წარმომადგენელს. საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მოთხოვნით ნოტარიუსი გასცემს ცნობებს სანოტარო მოქმედების შესახებ იმ სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს წარმოებაშია. ნოტარიუსი ვალდებულია, სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობა იმ ქონების ღირებულების შესახებ, რომელიც პირის საკუთრებაში გადავიდა. საგადასახადო ორგანოს ეკრძალება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო გამოსვლებში.

3. ნოტარიუსს შეუძლია ცნობა ანდერძის არსებობის ან შინაარსის შესახებ გაამხილოს მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.

4. პირს, რომლის თხოვნითაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მის უფლებამონაცვლეს ან წარმომადგენელს შეუძლია წერილობითი თანხმობის საფუძველზე გაათავისუფლოს ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან. თუ პირი გარდაიცვალა და მას უფლებამონაცვლე არ ჰყავს ან უფლებამონაცვლესთან დაკავშირება შეუძლებელია, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან შეიძლება გაათავისუფლოს სასამართლომ. სასამართლოს შეუძლია ნოტარიუსი გაათავისუფლოს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან აგრეთვე სხვა საპატიო მიზეზებით.

5. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგებების თაობაზე აწვდის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

 

მუხლი 9. ნოტარიუსის უფლება სახელმწიფო გერბის გამოსახულების

გამოყენებაზე

1. ნოტარიუსს აქვს სამსახურებრივი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ბეჭედზე აღნიშნულია ნოტარიუსის სახელი და გვარი.

2. ნოტარიუსს უფლება აქვს, ფირნიშებსა და ბლანკებზე გამოიყენოს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება.

 

მუხლი 10. ზედამხედველობა ნოტარიუსის სამსახურებრივ

საქმიანობაზე

1. ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს;

ბ) ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს;

გ) ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე.

2. ნოტარიუსს შეუძლია იუსტიციის მინისტრის ან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებები, რომლებიც ზედამხედველობის მასალებს ემყარება, გაასაჩივროს სასამართლოში.

3. იუსტიციის სამინისტრო „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ახორციელებს ნოტარიუსებზე ზედამხედველობას აღნიშნული კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

თავი II

სანოტარო სამსახური

 

მუხლი 11. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები

1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში.

3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, ნოტარიუსს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადების საფუძველზე გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.

 

მუხლი 12. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) მოიცავს ორ ეტაპს – პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს).

2. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით, ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და ამ გამოცდის ჩაბარებიდან/მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი, ან უკავია მოსამართლის თანამდებობა.

3. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

4. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. (24.06.2011. N4951)

5. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. პირი ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის იხდის საფასურს 150 ლარის ოდენობით. (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

6. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 2 წლის განმავლობაში არ განახორციელებს სანოტარო საქმიანობას. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად ხელახლა ჩააბაროს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

მუხლი 13. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნა

1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

2. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს, რომლის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. (20.12.2011. N5573.)

3. გადაწყვეტილება ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

მუხლი 14. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის

საფუძვლები

ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი:

ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ა1) რომელიც ვერ გაივლის კონკურსს; (20.12.2011. N5573 )

ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;

ბ1) რომელიც ნასამართლევია უშუალოდ სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა ან გაქარწყლებისა; (24.06.2011. N4951)

გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;

დ) რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და რომელსაც შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;

ე) რომელიც გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;

ვ) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ზ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის უფლება.

თ) თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად. (6.07.2010. N3363)

 

მუხლი 15. განცხადება ნოტარიუსად დანიშვნის თაობაზე

1. ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად პირი იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას;

გ) ამოღებულია (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

2. სანოტარო ბიუროს იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და წარუდგინოს მათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.

 

მუხლი 16. ნოტარიუსის რეგისტრაცია საქართველოს ნოტარიუსთა

რეესტრში და  მის მიერ სანოტარო საქმიანობის დაწყება

1. ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს:

ა) სამსახურებრივ ბეჭედს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;

ბ) სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) დოკუმენტს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“ დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სანოტარო ბიუროს მფლობელობის/საკუთრების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში.

3. იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ნოტარიუსი მოიპოვებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.

4. საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

5. ყოველი წლის დასაწყისში, არა უგვიანეს 1 თებერვლისა, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალურ რაოდენობას. ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს ამ რაოდენობის დადგენის დროისათვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო რაოდენობაზე ნაკლები.

 

მუხლი 17. სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერება

1. ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის უფლება უჩერდება:

ა) თუ მან დაარღვია ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. ნოტარიუსმა გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, უნდა უზრუნველყოს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან შესაბამისობა;

ბ) თუ მან ჩაიდინა ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომა, რაც იწვევს მისთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერებას;

გ) მისი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში – სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2. პროცესის მწარმოებელი ორგანო ნოტარიუსის ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს.

3. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი იუსტიციის სამინისტროს შეაქვს საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში. თუ აღმოიფხვრა ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების საფუძველი, იუსტიციის სამინისტრო აუქმებს შესაბამის ჩანაწერს, რის შემდეგაც ნოტარიუსი უფლებამოსილია გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა.

 

მუხლი 18. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. ნოტარიუსს უფლებამოსილება უწყდება თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

2. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) ნოტარიუსის წერილობითი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს;

ბ) ნოტარიუსის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის   მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) ნოტარიუსის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი       უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან შეზღუდულქმედუნარიანად/ქმედუუნაროდ აღიარება;

დ) ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, რაც იწვევს ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებას;

ე) ნოტარიუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;

ვ) ნოტარიუსის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; (6.07.2010. N3363)

ზ) ნოტარიუსისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

თ) ნოტარიუსისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;

ი) ნოტარიუსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

კ) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.

3. ნოტარიუსი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამოირიცხება საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან.

4. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი.

5. იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

6. ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

 

მუხლი 19. სანოტარო ბიურო

1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ირჩევს ნოტარიუსი. მას უფლება აქვს, სამუშაოზე აიყვანოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი.

2. ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.

 

მუხლი 20. ნოტარიუსის სამსახურებრივი შეუთავსებლობა

  1. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა.

2. ნოტარიუსს აქვს თავისი პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება.

3. ნოტარიუსს და მისი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებს ეკრძალებათ იყვნენ მხარეთა შუამავლები გარიგების დადებისას.

 

მუხლი 21. ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს

ფინანსები

1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

2. ნოტარიუსის შემოსავალს სამსახურებრივი საქმიანობიდან შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც ნოტარიუსმა მიიღო საზღაურის სახით. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მუხლი 22. ნოტარიუსის ქონებრივი პასუხისმგებლობა

ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ.

 

მუხლი 23. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული დაზღვევა

1. ამ კანონის 22-ე მუხლში მითითებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ნოტარიუსი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება სავალდებულო პროფესიულ დაზღვევაზე მუშაობის მთელი პერიოდისათვის.

2. ნოტარიუსის პროფესიული დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ზღვარს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შეუძლია დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი წევრის მიერ მიყენებული იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მითითებულია ამ კანონის 22-ე მუხლში.

 

მუხლი 24. ნოტარიუსის შენაცვლება (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს მისი შემცვლელი პირი. ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა/მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივი მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით.

2. ნოტარიუსი უფლებამოსილია ორსულობის, მშობიარობის, ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო ნოტარიუსის შემცვლელი პირის უფლებამოსილების ვადა განსაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადით, მაგრამ არა უმეტეს 90 სამუშაო დღისა, რის შესახებაც შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში (ნოტარიუსის მძიმე ავადმყოფობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლად გამგზავრება და სხვა) იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შესაძლებელია დაინიშნოს ნოტარიუსის შემცვლელი პირი არა უმეტეს 4 თვის ვადით.

4. ნოტარიუსს ეკრძალება სანოტარო მოქმედებათა შესრულება იმ პერიოდში, როცა სამსახურებრივ საქმიანობას მისი შემცვლელი პირი ახორციელებს.

5. ნოტარიუსი ვალდებულია მის შემცვლელ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების ასლი წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ნოტარიუსი ვალდებულია ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის თაობაზე მიღებული დადგენილება შეიტანოს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

6. ნოტარიუსის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

7. ნოტარიუსის შემცვლელი პირი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით.

8. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს იძენს ნოტარიუსის შემცვლელად დანიშვნის დღიდან და ეს უფლებები და მოვალეობები წყდება მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

9. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას იყენებს იმ ნოტარიუსის სამსახურებრივ ბეჭედსა და ელექტრონულ სანოტარო რეესტრს, რომელსაც იგი ცვლის.

 

 

მუხლი 25. ნოტარიუსის შემცვლელი პირის შრომის ანაზღაურება

ნოტარიუსის შემცვლელი პირი შრომის ანაზღაურებას იღებს იმ ნოტარიუსისაგან, რომელსაც იგი ცვლის. შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს ნოტარიუსი.

 

მუხლი 26. ნოტარიუსის შემცვლელი პირის ქონებრივი

პასუხისმგებლობა

1. ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ნოტარიუსის შემცვლელი პირის უკანონო სამსახურებრივმა ქმედებამ, ეკისრება ნოტარიუსს.

2. ნოტარიუსს აქვს ნოტარიუსის შემცვლელი პირისაგან უკუმოთხოვნის უფლება გადახდილი კომპენსაციის ოდენობით.

 

მუხლი 27. ნოტარიუსობის კანდიდატი

1. ნოტარიუსობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და რომლის ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი ცნობილი არ არის.

2. პირი, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი (თუ მას არა აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი), გაივლის სტაჟიორთა კონკურსს. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირებისათვის გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რის თაობაზედაც ინფორმაციას აწვდის იუსტიციის სამინისტროს.

3. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების ფორმით. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

4. სტაჟირების გავლისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გავლილი აქვს სტაჟირება და სტაჟირების გავლიდან ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი.

 

მუხლი 28. სტაჟირება

1. სტაჟირება ნიშნავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი პროგრამით სწავლებას. სტაჟირება შედგება ორი ეტაპისაგან და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს.

2. სტაჟირების ორივე ეტაპის გასავლელად საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

3. სტაჟირების გავლის წესს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

 

მუხლი 29. სტაჟირების შეწყვეტა

სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

თავი III

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

 

მუხლი 30. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ნოტარიუსთა წევრობაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის პრინციპით.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქვს წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ბიუჯეტი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებით.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებას იღებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება.

 

მუხლი 31. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შემადგენლობა

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის შემადგენლობაში შედის ყველა ნოტარიუსი.

2. ნოტარიუსი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრი ხდება მას შემდეგ, რაც მოიპოვებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობისა და სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლებას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრს უფლებამოსილება უწყდება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე.

 

 

მუხლი 32. საწევრო შენატანი

1. ნოტარიუსი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო შენატანი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში.

2. საწევრო შენატანის ოდენობა, აგრეთვე საწევრო შენატანის გადახდის ვადა დგინდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებით.

 

მუხლი 33. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უფლებამოსილებანი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად უფლებამოსილია:

ა) წარმოადგინოს ნოტარიუსი სახელმწიფო ორგანოში, მოქალაქეთა გაერთიანებაში, დაამყაროს ურთიერთობები სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ბ) იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების სრულყოფის მიზნით;

გ) ნოტარიუსებისაგან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მოისმინოს მათი განმარტებები;

დ) დაადგინოს ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელები საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის;

ე) შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აპარატი;

ვ) სანოტარო მოქმედებათა პრაქტიკის უნიფიკაციის მიზნით განაზოგადოს სანოტარო მოქმედებები;

ზ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა თავისი საწესდებო მიზნების შესასრულებლად;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

 

მუხლი 34. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო

კრების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:

ა) იუსტიციის მინისტრის წინადადებით;

ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ინიციატივით;

გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას იწვევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა, რომელიც 2 კვირით ადრე აცნობებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრებს კრების ჩატარების დროს, ადგილს და დღის წესრიგს.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების მუშაობაში ნოტარიუსი მონაწილეობს პირადად ან იმ წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც ამავე პალატის წევრია და რომელსაც ამის შესახებ აქვს სათანადო წერილობითი თანხმობა.

5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

6. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია შეიტანოს შესწორებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებაში, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მუხლი 35. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო

კრების კომპეტენცია

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციას განეკუთვნება.

2. მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:

ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წლიური ანგარიშის დამტკიცება;

გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელების დადგენა.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას უფლება აქვს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დართოს ნება, შეიტანოს ცვლილებები საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა მომდევნო საერთო კრებას.

 

მუხლი 36. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის

შემადგენლობა და სხდომა

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

2. თუ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებამ ზედიზედ ორჯერ არ აირჩია იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება 2 კვირის ვადაში ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის სამ წევრს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის სხდომა ტარდება, როგორც წესი, თვეში ერთხელ. სხდომას იწვევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე.

 

მუხლი 37. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის

კომპეტენცია

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ასრულებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ყველა ამოცანას, გარდა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სახელით კავშირი აქვს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა ორგანიზაციებთან და მისივე სახელით წარადგენს წინადადებებსა და დასკვნებს.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უფლებამოსილია თავისი ამოცანების შესრულებაში ჩართოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრები და შექმნას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატი.

4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, გამგეობის სხვა წევრებსა და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ, გაახმაურონ მონაცემები იმ სანოტარო მოქმედებათა შესახებ, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ უფლება აქვთ, ასეთი მონაცემები ცნობილი გახადონ მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ნებართვით. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება დაცული უნდა იქნეს ამ პირთა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის შემადგენლობიდან გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც.

 

თავი IV

სანოტარო მოქმედება და მისი შესრულების

ძირითადი მოთხოვნები

 

მუხლი 38. სანოტარო მოქმედება

1. ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს;

ბ) გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას;

გ) გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას;

დ) გასცემს მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;

ე) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

ვ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;

ზ) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;

თ) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;

ი) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

კ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

ლ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

მ) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;

ნ) გადასცემს პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს;

ო) დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს;

პ) გასცემს სააღსრულებო ფურცელს;

ჟ) ასრულებს თამასუქის პროტესტს;

რ) გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას;

ს) შესანახად იღებს დოკუმენტებს;

ტ) ასრულებს საზღვაო პროტესტს.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების გარდა, ნოტარიუსი ასრულებს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებს.

3. სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს.

4. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან.

5. ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს დაგირავებული/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

მუხლი 39. სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის უფლებამოსილება

ნოტარიუსი უფლებამოსილია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადის, სარეგისტრაციო დოკუმენტის ელექტრონული ან/და მატერიალური სახით წარდგენა სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოებისათვის, თუ სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება რეგისტრაციას.

 

მუხლი 40. აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე

1. ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც ის მიმართავს განცხადებით;

ბ) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას/სახელწოდებებს;

გ) მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ;

დ) მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა;

ე) განმცხადებლის ხელმოწერას.

2. ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.

3. სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე ამ პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით უფლებამოსილია:

ა) ნოტარიუსი, რომელმაც სანოტარო წესით დაადასტურა გარიგება, ან ამ ნოტარიუსის შემცვლელი პირი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებით, სხვა მოქმედი ნოტარიუსი.

4. აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის დედნის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის დამოწმებულ ასლს (დუბლიკატს) გასცემს ნოტარიუსი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამიმდევრობით, ხოლო დუბლიკატის ამ წესით გაცემის შეუძლებლობისას – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

5. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის ან/და იმ სანოტარო დოკუმენტის გასაჩივრება, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, არ აჩერებს აღსრულებას.

6. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დგინდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციით“.

 

მუხლი 41. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (28.12.2011. N5664)

1. დასახლებაში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

ა) ადასტურებს ანდერძს;

ბ) იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

გ) ამოწმებს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;

დ) გადასცემს პირის განცხადებასა და ცნობას სხვა პირს;

ე) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

ვ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;

ზ) შესანახად იღებს დოკუმენტებს;

თ) ადასტურებს მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

ი) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისროს სხვა ისეთი სანოტარო მოქმედებების შესრულება, რომლებიც ამ კანონის 38-ე მუხლით და ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.

 

მუხლი 42. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენ

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო

დაწესებულებების თანამდებობის პირები

სანოტარო მოქმედებები, ნოტარიუსის გარდა, შეიძლება შეასრულონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტებით და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით. საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

 

მუხლი 43. თანამდებობის პირთა მიერ იმ ანდერძებისა და

რწმუნებულებების დადასტურება, რომლებიც უთანაბრდება

სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს

1. სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს უთანაბრდება:

ა) საავადმყოფოში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სანატორიუმში სამკურნალოდ მყოფ ან მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია ამ საავადმყოფოს, სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის ან მორიგე ექიმის მიერ, აგრეთვე მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლების დირექტორისა და მთავარი ექიმის მიერ; ჰოსპიტალში, სანატორიუმსა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულებებში სამკურნალოდ მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ ჰოსპიტლის, სანატორიუმისა და სხვა სამხედრო-სამკურნალო დაწესებულების უფროსის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის, უფროსის ან მორიგე ექიმის მიერ;

ბ) საქართველოს ალმით მცურავ საზღვაო გემზე ან საჰაერო ხომალდზე მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია ამ საზღვაო გემის კაპიტნის ან საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ;

„გ) საძიებო-სადაზვერვო და სხვა, მათ მსგავს ექსპედიციებში მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ექსპედიციის უფროსის მიერ. (6.07.2010. N3363)

დ) სამხედრო მოსამსახურეთა ანდერძები და რწმუნებულებანი, ხოლო იმ ჯარის ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სამხედრო სასწავლებლის დისლოკაციის პუნქტებში, სადაც არ არის სანოტარო ბიურო და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა ორგანოები, – აგრეთვე მუშა-მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია ამ ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაურის (უფროსის) მიერ;

ე) პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირთა ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ. (24.09.2010 N 3618)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოანდერძე ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებისთანავე ანდერძს წარუდგენს ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებამდე მოანდერძის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან მათთან დაცული ანდერძები ოფიციალური დეპონირებისათვის წარუდგინონ ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

 

 

მუხლი 431. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა მიერ

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის

გადახდევინებული საზღაური (20.12.2011. N5573 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.)

ამ კანონის 41-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურს ახდევინებენ „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობის გადახდევინების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული განაკვეთების მიხედვით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

 

მუხლი 44. სანოტარო მოქმედების შესრულება

სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა.

 

მუხლი 45. სანოტარო მოქმედების შესრულების ვადა

სანოტარო მოქმედება სრულდება ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

 

მუხლი 46. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება და შეჩერება

1. სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება გადაიდოს:

ა) თუ გამოთხოვილია დამატებითი მონაცემები ან დოკუმენტები – მათ მიღებამდე;

ბ) თუ ტარდება ექსპერტიზა – ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე;

გ) დაინტერესებული პირის თხოვნით, რომელსაც სურს მიმართოს სასამართლოს იმ უფლებაზე ან ფაქტზე შედავებისათვის, რომლის დადასტურებასაც ითხოვს მეორე პირი. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უფლება აქვს, გადადოს სანოტარო მოქმედების შესრულება არა უმეტეს 10 დღის ვადით. თუ ნოტარიუსის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოდან მიღებული არ იქნა ცნობა დაინტერესებული პირის განცხადების შეტანის შესახებ, ნოტარიუსი ასრულებს სანოტარო მოქმედებას.

2. სანოტარო მოქმედების შესრულება შეჩერდება სასამართლოს შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, სასამართლოში სამართლებრივი დავის გადაწყვეტამდე.

3. სანოტარო მოქმედების შესრულების გადადებისას ან შეჩერებისას ნოტარიუსი არ გასცემს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს ან მოწმობას და სანოტარო მოქმედების შესრულების გადადებიდან ან შეჩერებიდან 2 დღის ვადაში გამოსცემს დადგენილებას სანოტარო მოქმედების შესრულების გადადების ან შეჩერების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ნოტარიუსი დადგენილებაში აღნიშნავს, რომ შემოწმებულია პირთა უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა.

 

მუხლი 47. სანოტარო მოქმედების შესრულების უფლების შეზღუდვა

1. ნოტარიუსებს და პირებს, რომლებიც ამ კანონის 41-ე–43-ე მუხლების თანახმად ასრულებენ სანოტარო მოქმედებებს, უფლება არა აქვთ, შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობენ (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) თვითონ ან მათი მშობლები, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, პაპები, ბებიები, ძმები, დები, მეუღლის მშობლები.

2. ნოტარიუსს უფლება არა აქვს, დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ამ ნოტარიუსის, მისი მეუღლის, მშობლის, შვილის, დის ან ძმის კუთვნილ კაპიტალზე, და ეს ფაქტი ცნობილია ნოტარიუსისათვის.

3. ამ მუხლის დარღვევით შესრულებული სანოტარო მოქმედება ბათილია.

 

მუხლი 48. პირის ვინაობის, უფლებამოსილებისა და

ქმედუნარიანობის დადგენა, წარმომადგენლის

უფლებამოსილების შემოწმება და დოკუმენტების

გამოთხოვა

1. სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომლებიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით ადგენენ იმ პირების ან მათი წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.

2. კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით, გარიგების დადასტურების დროს ნოტარიუსი ამოწმებს გარიგების მონაწილე პირთა უფლებამოსილებას და ქმედუნარიანობას.

3. თუ გარიგება წარმომადგენლის მეშვეობით სრულდება, ნოტარიუსი ასევე ამოწმებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას.

4. ნოტარიუსს უფლება აქვს, გამოითხოვოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები დაწესებულებისაგან, საწარმოსაგან და ორგანიზაციისაგან.

 

მუხლი 49. სანოტარო მოქმედების შინაარსის და სამართლებრივი

შედეგების განმარტება

ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებრივ კონსულტაციას.

 

მუხლი 50. სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი

1. კანონით დადგენილ შემთხვევაში გარიგებას ან სხვა დოკუმენტს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ ხელმოწერა მისია.

2. თუ სანოტარო დოკუმენტი შეიცავს სანოტარო მოქმედების მონაწილის ნების გამოვლენას, ნოტარიუსმა დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი.

3. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, მუნჯი, ყრუ ან ყრუ-მუნჯია, ნოტარიუსმა საჭიროების შემთხვევაში ამ პირისათვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების გასაგებად უნდა ისარგებლოს შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით. სპეციალისტმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ სანოტარო მოქმედების შინაარსი პირს განემარტა და მის ნებას შეესაბამება.

4. იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო ან სხვა მიზეზით არა აქვს შესაძლებლობა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, დოკუმენტს მისი დავალებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის თანდასწრებით, იმ მიზეზის აღნიშვნით, რომლის გამოც პირს არ შეუძლია დოკუმენტზე ხელის მოწერა.

5. თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა, ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი და ამის შესახებ სათანადო მითითება გააკეთოს დოკუმენტში.

 

მუხლი 51. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია

1. სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ნოტარიუსები და ამ კანონის 41-ე–43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები, რეგისტრაციაში ტარდება ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

2. შესრულებულ სანოტარო მოქმედებას ენიჭება დამოუკიდებელი ნომერი, რომელიც აღნიშნული უნდა იქნეს გაცემულ დოკუმენტებსა და დამადასტურებელ წარწერებში.

3. ნოტარიუსი ელექტრონული სანოტარო რეესტრიდან ამონაწერს გასცემს იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მუხლი 52. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე

1. ნოტარიუსი და ამ კანონის 41-ე–43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ:

ა) სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

ბ) სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

გ) სანოტარო მოქმედების მონაწილე არ არის უფლებამოსილი პირი ან ქმედუნარიანი ან თხოვნა სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ შემოსულია იმ ენაზე, რომელსაც ნოტარიუსი არ ფლობს, და არ არის თარჯიმნის გამოყენების შესაძლებლობა.

2. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შედგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა უნდა გადაეცეს პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

3. ნოტარიუსი ვალდებულია პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, განუმარტოს დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა.

 

მუხლი 53. ნოტარიუსის მოქმედების ან დადგენილების გასაჩივრება

1. პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხება სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია სანოტარო მოქმედება ან დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. საჩივარს ნოტარიუსის იმ საქმიანობაზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით, განიხილავს იუსტიციის სამინისტრო ან მისი დავალებით – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

 

მუხლი 54. სანოტარო მოქმედების შესრულება სხვა სახელმწიფოს

მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის

სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მოითხოვონ სანოტარო მოქმედების შესრულება იმავე წესით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეებს.

 

მუხლი 55. ნოტარიუსის მიერ სხვა სახელმწიფოში გაცემული

დოკუმენტის მიღება

სხვა სახელმწიფოში გაცემულ დოკუმენტს ნოტარიუსი მიიღებს, თუ ის ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების

მოქმედება

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით, რომლებიც დადებულია საქართველოს მიერ ან რომლებსაც იგი შეუერთდა, დადგენილია სანოტარო მოქმედების შესრულების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესი, ნოტარიუსი ხელმძღვანელობს შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით.

 

თავი V

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 57. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-11 მუხლის მიზნებისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში იგულისხმება გამოცდა, რომელიც ჩატარდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები ჩაითვლებიან ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნულ ნოტარიუსებად.

3. ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან ერთად  საქართველოს პარლამენტის 2010 წლის საგაზაფხულო სესიისათვის უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გაანგარიშების ახალი წესის შემუშავება და „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

5. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ამ კანონის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა ნოტარიუსებმა უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივსა და სანოტარო ბიუროებში დაცული სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების აღწერა და სათანადო მონაცემების ელექტრონულ სანოტარო რეესტრში შეტანა. (6.07.2010. N3363)

7. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება 2010 წლისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

 

მუხლი 58. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–56-ე მუხლებისა, 57-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა და 58-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–56-ე მუხლები, 57-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები და 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონი „ნოტარიატის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, N012, 31.05.96, გვ. 16).

 

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

 

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

N 2283 – IIს

 

• 22-Feb-2012

საქართველოს კანონი

თავისუფლების ქარტია

 

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოკუპირებული ტერიტორიები − „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები;

ბ) სტრატეგიული ობიექტი − ობიექტი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სტრატეგიული პროდუქტის (ნავთობპროდუქტის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ძვირფასი ლითონის, პურპროდუქტის) წარმოებასთან;

გ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის საქმიანობაც სასიცოცხლოდაა დაკავშირებული მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობებთან;

დ) ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობა − ნებისმიერი სახის საქმიანობა (შტატიანი ან ნებაყოფლობითი), რომელიც ხორციელდებოდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების მითითებით ან/და ზედამხედველობით.

მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა გათვალისწინებით.

მუხლი 4. ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და თავდაცვის სამინისტროები, საქართველოს ეროვნული ბანკი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნების შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციას;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა კოორდინირებული მუშაობის შედეგებს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს.

მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი

ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისა და ტვირთების მონიტორინგის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული (ვიდეო-) დაკვირვების სისტემის ბაზაზე უზრუნველყოფს ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩართვას, რომლებიც აღჭურვილი არიან ანალოგიური სისტემით;

ბ) ახორციელებს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების აღჭურვას;

გ) ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვის მიზნით ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტების, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას;

დ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის აღკვეთას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ახორციელებს საეჭვო ტვირთების გახსნას და დათვალიერებას/მონიტორინგს.

მუხლი 6. ტერორიზმის დაფინანსების, უცხოეთიდან ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების მოწოდების გამოვლენა და აღკვეთა

ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები რეგულირდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

მუხლი 7. კომისია

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. კომისიის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გაუფორმდეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების პირველი („განსაკუთრებული მნიშვნელობის“) ფორმა.

3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების შესახებ, რომლებიც შეიცავს საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან.

5. კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

6. საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია რეკომენდაციით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს.

7. კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.

8. კომისია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. ამ სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის ვადაში. პირი, რომლის შესახებაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.

მუხლი 8. თანამდებობრივი შეზღუდვები

ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები შეეხება შემდეგ თანამდებობებს და პირებს:

ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში − სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორს და მის მოადგილეებს;

ბ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და მათი ტერიტორიული ორგანოების ოპერატიული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;

დ) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს, პრორექტორებს, დეკანებს და კათედრების გამგეებს; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, მის მოადგილეებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს.

მუხლი 9. თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და  პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა

1. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ:

ა) ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილიდან):

ა.ა) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე;

ა.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გარიცხულ იქნენ საიდუმლო თანამშრომელთა აპარატიდან;

ა.გ) დაუდგენელი მიზეზების გამო გაწყვიტეს კავშირი დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან;

ბ) ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილიდან) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ან რომელთაც, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე;

გ) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები;

დ) ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები;

ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

2. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ (არჩეულ იქნენ) პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.

მუხლი 10. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურები და მათი თანამშრომლები

ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებს და მათ თანამშრომლებს მიეკუთვნებიან:

ა) სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროები;

ბ) სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და მასში შემავალი სასაზღვრო ჯარების სადაზვერვო დანაყოფები; საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების კომიტეტები;

გ) სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული განყოფილებები და გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო;

დ) პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან საქართველოში იმყოფებიან მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ასრულებდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების დავალებებს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 11. კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა

1. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის დაკავების პრეტენდენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ თანამდებობაზე დანიშვნას (არჩევას), ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც შეიძლება დაინიშნოს (არჩეულ იქნეს) აღნიშნულ თანამდებობაზე. თუ კომისია მას აცნობებს, რომ პრეტენდენტი არის პირი, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვა, თანამდებობის პირი ან ორგანო უარს ამბობს ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე (არჩევაზე).

2. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით მიმართავს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი, კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს.

მუხლი 12. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფლობითი აღიარება

1. პირი, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს კომისიას და გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი ამ სპეციალურ სამსახურში თავისი საქმიანობის, აგრეთვე სპეციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ.

2. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პირის ვინაობა, ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობის ფორმა, ადგილი და პერიოდი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთაც მოითხოვს კომისია.

3. თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს, პირი ვალდებულია გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე და მისცეს მას ზეპირი განმარტება.

4. განცხადების შეტანის დროს პირი წერილობით იღებს გაფრთხილებას ამ კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე, რომელიც მას დაეკისრება საკუთარი ან სხვათა საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის.

მუხლი 13. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

იმ პირის შესახებ მონაცემების გახმაურება, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სპეციალურ სამსახურთან და რომელმაც ამის თაობაზე ნებაყოფლობით განაცხადა, ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე პირს, რომელიც კომისიას განზრახ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას.

მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომელთაც უკავიათ ამ კანონის          მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა, ვალდებული არიან გადადგნენ აღნიშნული თანამდებობიდან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები:

ა) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;

ბ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;

გ) „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

მუხლი 15. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-13 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 31 მაისი.

№4717-I

• 22-Feb-2012

საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირებს.

მუხლი 1

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, ამ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებს მისმიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთასოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან,გამოყენებასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან ან/და ამ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.

შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითგათვალისწინებული „ახლო ნათესავი“.

მუხლი 2

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინა 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც აღნიშნული დანაშაულის 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი გამოიყენა ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულზე ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის არ არის დაწყებული გამოძიება.

მუხლი 3

თუ ამნისტიის მოთხოვნით განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე დაწესებულება ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას ფლობს შესაბამისი პირის მომართვის გარეშე, გამოძიების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, თუ დანაშაულის ჩამდენმა პირმა ამ ვადამდე არ განაცხადა შესაბამისი დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

მუხლი 4

ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 14 ივნისი.

№4753–I

• 17-Feb-2012

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კ ო დ ე ქ ს ი

განსაკუთრებული ნაწილი

 

კარი პირველი

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  შესახებ  საქართველოს კანონმდებლობის  განმარტება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანომდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.

ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი  _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

 

მუხლი 2.  საქართველოს  კანონმდებლობა  ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა  შესახებ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

 

მუხლი 3.  ამოღებულია(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

მუხლი 4. ამოღებულია (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

 

მუხლი 5. აფხაზეთის ა.რ. და აჭარის ა.რ. კომპეტენცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის  დარგში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  გამგებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებულნი არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე მუხლებით. (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

 

მუხლი 6. ამოღებულია (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

 

მუხლი 7. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  თავიდან  აცილება

სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები,

რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, თავიანთ ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად. ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობას, რომელთა მოვალეობაა ებრძოლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს. (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

 

მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიე-რების უზრუნველყოფა

არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე.

საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომების შეფარდებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას უზრუნველყოფს ზემდგომი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრივ სისტემატური კონტროლი, საპროკურორო ზედამხედველობა, გასაჩივრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები.

 

მუხლი 9.  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევებისათვის  პასუხისმგებლობის  შესახებ  კანონმდებლობის მოქმედება

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვთ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

კარი მეორე

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

I. ზოგადი ნაწილი

თავი II

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

 

მუხლი 10.  ადმისტრაციული  სამართალდარღვევის  ცნება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;)

 

მუხლი 11. ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  განზრახ  ჩადენა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ.

 

მუხლი 12. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  გაუფრთხილებლობით  ჩადენა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი.

 

მუხლი 13.  ასაკი,  რომლის  მიღწევის  შემდეგ  დგება  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირთ.

 

მუხლი 14.  ამოღებულია (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;)

მუხლი 15.  თანამდებობის  პირთა  პასუხისმგებლობა

თანამდებობის პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია მმართველობის წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, ბუნების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესებისა და სხვა იმ წესების დაუცველობასთან, რომელთა შესრულების უზრუნველყოფა მათი სამსახურებრივი მოვალეობაა.

 

მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა

პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ

წესდებათა მოქმედება

1. სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების რიგითთა და უფროსთა შემადგენლობას შესაბამისად სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ან/და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები. (17.08.2010 N 3593  ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

11. ამ კოდექსის 45-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინური წესდების მიხედვით. (27.03.2009 N 1142)

2. სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. (29.12.2006. N4322)

 

მუხლი 17.  უცხოელი  მოქალაქის  და  მოქალაქეობის  არმქონე

პირის  პასუხისმგებლობა (28.04.2006. N2962)

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, საერთო საფუძველზე, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. საქართველოს ტერიტორიაზე იმ უცხოელი მოქალაქის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით საქართველოს ადმინისტრაციული იურისდიქციის მიმართ, გადაწყდება დიპლომატიური გზით.

მუხლი 18.  უკიდურესი  აუცილებლობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენილ წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი. (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;)

 

მუხლი 19.  აუცილებელი  მოგერიება

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები. (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;)

 

მუხლი 20.  შეურაცხადობა

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ან უმოქმედობის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ე.ი. არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.

 

მუხლი 21. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი  ორგანიზაციის  ან  შრომითი  კოლექტივის  განსახილველად

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომითს კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა.

ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 161-ე, 166-ე, 170-171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოაგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს).

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება N 408 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., N10-ის დანართი, მუხ. 370;

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128

 

მუხლი 22.  მცირე მნიშნველოვანი სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების  შესაძლებლობა

თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

 

თავი III

ადმინისტრაციული სახდელი

მუხლი 23.  ადმინისტრაციული  სახდელის  მიზნები

ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

 

მუხლი 24.  ადმინისტრაციული  სახდელების  სახეობანი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:

ა) გაფრთხილება;

ბ) ჯარიმა;

გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო; (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება) ჩამორთმევა;

ე1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა; (1.07.2011 N 5018)

ვ) გამასწორებელი სამუშაოები;

ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.

2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც უხეშად არღვევენ მართლწესრიგს. (25.07.2006. N3516)

3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიმართ, მათ მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან. (1.07.2011 N 5018)

 

 (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება N1842 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1988წ., N8, მუხ. 201;

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი N285 – სსმ I, 2000 წ., N18, მუხ. 47)

 

მუხლი 25. ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები (1.07.2011 N 5018)

1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა და საგნის კონფისკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. გაფრთხილება, ჯარიმა, სპეციალური უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაოები, ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.

2. ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი ან ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები.

 

(საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი N432 – სსმ I, 2000 წ., N24, მუხ. 66)

 

მუხლი  26.  გაფრთხილება

გაფრთხილება, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ზომა, გამოაქვთ წერილობითი ფორმით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაფრთხილება გაფორმდება სხვა დადგენილი წესით.

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება N2156 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1989 წ., N6, მუხ.72)

 

მუხლი  27.  ჯარიმა

მოქალაქეებისათვის და თანამდებობის პირებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ერთ მესამედზე ნაკლები.

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება N785 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1986 წ., N6, მუხ. 140;

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულება N1306 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1987 წ., N6, მუხ.152;

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულება N1842 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1988 წ., N8, მუხ. 201;

საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი _ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., N6, მუხ. 450;

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი N436 _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ. 308)

 

მუხლი  28.  იმ  საგნის  სასყიდლით  ჩამორთმევა,  რომელიც

ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ჩადენის

იარაღი  ან  უშუალო  ობიექტი  იყო  (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის იძულებით ჩამორთმევასა და შემდგომ რეალიზაციაში, ნავაჭრი თანხის ყოფილი მესაკუთრისათვის გადაცემით, ჩამორთმეული საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაქვითვით.

2. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები არ შეიძლება სასყიდლით ჩამოერთვას იმ პირს, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3. სასყიდლით ჩამორთმევის შეფარდების წესს და ჩამოსართმევი საგნების სახეობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი N285 – სსმ I, 2000 წ., N18, მუხ. 47)

 

მუხლი 29. იმ  საგნის  კონფისკაცია,  რომელიც ადმინისტრაციული

სამართალდარღვევის  ჩადენის იარაღი  ან  უშუალო

ობიექტი იყო (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (11.10.2011 N 5097)

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3.     იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ობიექტი იყო, ექვემდებარება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას. (11.10.2011 N 5097)

 

 

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება N 408 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., N10-ის დანართი, მუხ. 370;

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი N285 – სსმ I, 2000 წ., N18, მუხ. 47)

 

მუხლი  30. მოქალაქისათვის  მინიჭებული სპეციალური  უფლების

ჩამორთმევა

1. მოქალაქეს მინიჭებული სპეციალური უფლება (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება) ჩამოერთმევა სამ წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. ასეთი უფლების ჩამორთმევის ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება არ შეიძლება ჩამოერთვათ იმ პირთ, რომლებიც აღნიშნული საშუალებებით სარგებლობენ ინვალიდობის გამო, იმ შემთხვევების გარდა, როცა სატრანსპორტო საშუალებას მართავდნენ ნასვამ მდგომარეობაში. (25.07.2006. N3516)

მუხლი  31.  გამასწორებელი  სამუშაოები

გამასწორებელი სამუშაოები გამოიყენება ექვს თვემდე ვადით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა უნდა მოიხადოს მუდმივ სამუშაო ადგილზე, ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ოც პროცენტამდე. გამასწორებელ სამუშაოებს შეუფარდებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციული მოსამარრთლე. გამასწორებელი სამუშაოების ვადა არ შეიძლება

იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

 

მუხლი  32.  ადმინისტრაციული  პატიმრობა (01.07.2005 N1857)

1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ცალკეულ სახეობათა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის 90 დღემდე ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე. (17.07.2009. N1505)

2. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისა და ამ კოდექსის 45-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. (27.03.2009 N 1142)

3. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს.

 

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

თავი IV

ადმინისტრაციული სახდელის დადება

მუხლი  33.  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევისათვის  სახდელის  დადების  ზოგადი  წესები

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.

სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

 

მუხლი  34.  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევისათვის  პასუხისმგებლობის  შემამსუბუქებელი  გარემოებანი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:

1) ბრალეულის გულწრფელი მონანიება;

2) მრალეულის მიერ სამართალდარღვევის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებიყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება;

3) სამართალდარღვევის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, ან მძიმე პირად თუ ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო;

4) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ;

5) სამართალდარღვევის ჩადენა ორსული ქალის ან იმ ქალის მიერ, რომელსაც ერთ წლადე ასაკის ბავშვი ჰყავს.

საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი სხვა გარემოებანიც, ორგანოს (თანამდებობის პირის) რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128)

 

მუხლი  35.  ადმინისტრაციული  სამართალდარღვევისათვის  პასუხისმგებლობის  დამამძიმებელი გ არემოებანი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებად ითვლება:

1) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;

2) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი; სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ;

3) არასრულწლოვანის ჩაბმა სამართალდარღვევაში;

4) სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;

5) სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში ან სხვა საგანგებო გარემოებათა დროს.

6) სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.

ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის კვალობაზე შეუძლია არ ცნოს ეს გარემოება დამამძიმებლად.

 

მუხლი 36.  ადმინისტრაციული  სახდელის  დადება  რამდენიმე

ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის  ჩადენი-სათვის

ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.

თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახლდელთაგანი, რომელებსაც ითვალისწინებენ

რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.

 

მუხლი 361. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სალიცენზიო ან

სანებართვო პირობების დარღვევისათვის

1.            ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ  დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.    გასამმაგებული  ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი  37.  ადმინისტრაციული  სახდელის  ვადების  გამოანგა-რიშება

ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა გამოიანგარიშება დღე-ღამით, გამასწორებელი სამუშაოების _ თვეებით ან დღეებით, სპეციალურ უფლების ჩამორთმევისა _ წლებით, თვეებით.

 

მუხლი  38.  ადმინისტრაციული  სახდელის  დადების  ვადები (25.12.2009. N2456)

 

1. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების  ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (15.12.2010. N4069)

21. ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების  ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ექვს თვეს სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან. (15.12.2010. N4069)

3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის  და ამ კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდებისას. (17.08.2010 N 3593 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

 

მუხლი  39.  ვადა,  რომლის  გასვლის  შემდეგ  პირი  ითვლება  ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.

თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.

შენიშვნა: სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. (27.03.2009 N 1142)

 

მუხლი 40. მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების

ვალდებულების დაკისრება (16.07.2010 N 3448)

1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

11. ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი შეიძლება გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.  (27.12.2011 N 5628 გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით,   125-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას შესაბამისი დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება და იმავე ნაწილში მითითებული საექსპერტო შეფასება წარდგენილია შესაბამისი საჯარიმო ქვითრის  გამოწერიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

4. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ქვითარი არ არის გასაჩივრებული. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლისა და სათანადო განცხადების წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო ვალდებულია გაატაროს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის პრიორიტეტულად განახორციელოს იმ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება ან/და მისი რეალიზაცია, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

6. ამ მუხლით განსაზღვრული:

ა) დადგენილების მიღებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ან/და მის აღსრულებამდე დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს წერილობითი მორიგების საფუძველზე შეაჩერონ ან შეწყვიტონ იძულებითი აღსრულება;

ბ) დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დაზარალებულს, რომელიც არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2–მე-6 ნაწილების დებულებებს, უფლება აქვს, სამართალდამრღვევთან იდავოს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლის ფორმას და მისი გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

 

მუხლი 401. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად

სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი

ერთეულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის

ანაზღაურების წესი (15.12.2010. N4072)

1.      თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

2.      დაინტერესებულ ორგანოს/თანამდებობის პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.      თუ სამართალდამრღვევმა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/ თანამდებობის პირად ითვლება ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი, ან რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

მუხლი 41. იმ მოვალეობის შესრულება, რომლის

შეუსრულებლობისთვისაც შეფარდებული იყო

ადმინისტრაციული სახდელი

მოსამართლე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებით ადასტურებს იმ მოვალეობის შესრულების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობისთვისაც პირს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, და დადგენილებაში განსაზღვრავს დარღვევის გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებს, რომელთა აღსრულებაც ხდება კანონით დადგენილი წესით. (29.12.2006. N4283)

II. განსაკუთრებული ნაწილი

თავი V

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში(23.12.2005 N2461)

 

მეხლი  42.  შრომის  კანონმდებლობისა  და  შრომის  დაცვის  წესების  დარღვევა

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) თანამდებობოს პირის მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრასციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 421. კოლექტიური შრომითი დავის  მოწესრიგების  პროცედურებში  მონაწილეობისათვის  თავის  არიდება

დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ მუშაკთა მოთხოვნით სოციალურ-შრომითი ურთიერთობების საკითხებზე შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობა, კრების (კონფერენციის) ჩასატარებლად შესაფერისი ადგილის გამოყოფაზე უარის თქმა ან მისი ჩატარებისათვის ხელის შეშლა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

 

მუხლი 422. კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა

დამსაქმებელთა წარმომადგენლების მიერ კოლექტიურ შრომით დავაში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

 

მუხლი 423. დასაქმების კერძო სააგენტოების სავალდებულო

შეტყობინების გარეშე საქმიანობა (24.06.2005 N 1789)

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი მინიმალური ხელფასის ოდენობით.

 

მუხლი 424. არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა

დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე.

(20.06.2003 N 2437)

 

მუხლი 425. ამოღებულია (23.12.2005 N2461)

მუხლი 426 ამოღებულია (23.12.2005 N2461)

მუხლი 427 ამოღებულია (23.12.2005 N2461)

მუხლი 428 ამოღებულია (23.12.2005 N2461)

მუხლი 429. ამოღებულია (23.12.2005 N2461)

მუხლი 43. სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-

ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა

სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ასი ლარით.

იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორასი ლარით, იურიდიული პირისა და დაწესებულებისა – ხუთასი ლარით. (08.05.2003 N 2291)

 

მუხლი 44.              სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის

ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის

გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის

წარმოება-რეალიზაცია

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე ობიექტის ფუნქციონირება და პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე. (08.05.2003 N 2291)

 

მუხლი 441. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა

ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების წარმოებისა და რეალიზაციის წესების დარღვევა, -

გამიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, განმეორებით ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.

(საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი N2382 – სსმ I, 1999 წ., N43(50), მუხ. 221)

 

მუხლი 442. უკანონო სამედიცინო/საექიმო საქმიანობა (21.07.2010 N 3554 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან)

1. სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის/ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 443. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის

ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის)

განზრახ დაზიანება

ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის მიზნით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის) განზრახ დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე. (08.05.2003 N 2291)

 

მუხლი 444. არაიოდირებული მარილის რეალიზაცია, ვადაგასული

იოდირებული მარილის იმპორტი და რეალიზაცია,

აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა

ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი (25.12.2009. N2456 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

არაიოდირებული მარილის რეალიზაცია (გარდა „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ვადაგასული იოდირებული მარილის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების იმპორტი –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 2000 ლარამდე.

 

მუხლი 445. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო

პირობების შეუსრულებლობა  (21.07.2010 N 3554 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან)

სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 1 500 ლარამდე.

 

მუხლი 446.  ამოღებულია (16.07.2010 N 3448)

 

მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის

ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა  (21.07.2010 N 3554 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან)

1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 448. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა

სავალდებულო შეტყობინების გარეშე

მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 449. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების

მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის

წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/

ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა  (21.07.2010 N 3554 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან)

1. სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500-დან 2 000 ლარამდე.

 

 

მუხლი 4410. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის

დაცვის პერსონალის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის

ნორმების დარღვევა (17.12.2010. N4133 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)

1. სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა –

გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით

უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე,

ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის

დანიშნულების გარეშე

ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც  შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის. 28.04.2006. N2962 ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბრიდან

2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. (27.12.2006. N4191)

3. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. (27.12.2006. N4191)

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. (1.07.2011 N 5018)

 

მუხლი 46. ვენერიული სენის შეყრის წყაროს და ავადმყოფთა ისეთი კონტაქტების დაფარვა, რომლებიც სენის შეყრის საშიშროებას ქმნიან

ვენერიული სენით დაავადებულთა მიერ დაავადების წყაროს დაფარვა, რომლებთანაც ისეთი კონტაქტები ჰქონდათ, რაც ვენერიული სენის შეყრის საშიშროებას ქმნის, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამ მინიმალურ ოდენობამდე.

 

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი N436 _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ. 308)

მუხლი 461. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის აღებისა

და გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის აღებისა და გამოყენების წესების დარღვევა

- გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათმაგი ოდენობით, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ასმაგი ოდენობით. (06.11.2002 N 1708)

თავი VI

სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

მუხლი 47. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

მუხლი 48. წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 49. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური

დაკავება (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 491. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

მუხლი 50. ამოღებულია (3.07.2007 N5185)

 

მუხლი 501. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება, იმ პირის მიერ, რომელიც სასამართლოს განაჩენით ან გადაწყვეტილებით მოვალეა აანაზღაუროს ასეთი ზარალი, -

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით.

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება N785 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1986 წ., N6, მუხ. 140;

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი N436 _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ. 308)

თავი VII

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და აღზრდის სფეროში (21.07.2010 N 3535 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)

 

მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობის, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი, წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებული სავალდებულო ღონისძიებების შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი N436 _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ. 308;

საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი N1141 _ პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N47-48, გვ. 163)

 

მუხლი 511. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-

ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი

გამოყენება

1. დაცული ტერიტორიების მართვისა და დაცვისათვის უშუალოდ პასუხისმგებელ პირთა მიერ დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არა იმ მიზნით გამოყენება, რისთვისაც ისინი გამოიყო, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას  ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა

მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.

 

მუხლი 513. სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურე-ბელი დოკუმენტალური დადგენილი წესით გაუფორმებლობა

სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით გაუფორმებლობა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.

 

მუხლი 514. მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით

სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება

მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 515. მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური

მცენარეულობის მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა

მიზნით მოხმარება აკრძალულია

მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე.  (19.11.2002 N 1753)

 

მუხლი 52. მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი

ჩამდინარე წყლით დაბინძურება

მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით, მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 53. დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა

დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.

 

მუხლი 531. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-

ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების

ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების

დროულად დაუბრუნებლობა

1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ოთხას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 532. მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება

მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

 

მუხლი 533. მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებ-ლი-სათვის გადაცემა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.

(საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი N1981 – სსმ I, 1999 წ., N19(26), მუხ. 77)

 

მუხლი 54. მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა

მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

 

მუხლი 541. მიწის კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა

მიწის კანონმდებლობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.

(საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი N1981 – სსმ I, 1999 წ., N19(26), მუხ. 77)

 

მუხლი  55.  სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის

თვითნებური შეცვლა

მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან შვიდას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ათი დღის ვადით, საზღვრის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანით.

იგივე ქმედება ჩადენილი, განმეორებით, _

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.

 

მუხლი 551. მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების

მშენებლობა

მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.

 

მუხლი 552. სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა

სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.

 

მუხლი 553. მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა

მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობისა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა, -

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 554. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-

ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე

ნიშნების მოსპობა

1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 555. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის

ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ქალაქ თბილისის

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული

მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და

მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა (15.12.2010. N4067)

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: (22.03.2011. N4464 ამოქმედდეს 2011 წლის 16 აპრილიდან )

1. თუ ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირის ვინაობა, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით.

2. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 56. წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა

1. წიაღით სარგებლობის ობიექტების განლაგების ფართობების თვითნებურად განაშენიანება, წიაღის დაცვის, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან ბუნებრივი გარემოს, შენობებისა და ნაგებობების დაცვის მოთხოვნების შეუსრულებლობა, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს სხვადასხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების ლიკვიდაციისა და კონსერვაციის, მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ნიადაგის რეკულტივაციის წესებისა და ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

2. სასარგებლო წიაღისეულის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების გაუარესება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 561. ამოღებულია (საქართველოს 1997წლის 12 ივნისის კანონი N759 _ პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N33, გვ.3)

მუხლი 562. ამოღებულია  (საქართველოს 1997წლის 12 ივნისის კანონი N759 _ პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N33, გვ.3)

 

მუხლი 57. წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების

მოთხოვნების დარღვევა (8.05.2007 N4713)

წიაღის გეოლოგიური შესწავლის სამუშაოთა წარმოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ან მოჰყვა მიწისქვეშა წყლებზე დაკვირვების სარეჟიმო ჭაბურღილების, სამარკშეიდერო და გეოდეზიური ნიშნების მოსპობა ან დაზიანება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და დამცავი ზონების ხელყოფა, გეოლოგიური ინფორმაციის საკუთრების უფლების დარღვევა, წიაღის შესახებ დაგვიანებული ან ცრუ ინფორმაციის შეგნებულად მიწოდება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.

 

მუხლი 572. წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და

ნორმების დარღვევა

წიაღით სარგებლობის ნორმების, აგრეთვე წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან შვიდას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 573. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის

პირობების დარღვევით

წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი ლარით. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 58. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა

1. წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

2. სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის ობიექტების დაცვის რეჟიმის დარღვევა, სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და სამკურნალო დანიშნულების წყლის ობიექტებში სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სადრენაჟო და სხვა ჩამდინარე წყლების ჩაშვება, –

გამოიწვევს  დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე.

3. წყლის ტრანსპორტიდან, მილსადენებიდან, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობებიდან წყლის დაბინძურება ან დანაგვიანება ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.

4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 581. დაცული ტერიტორიების ფარგლებში წყლის დაცვის წესების დარღვევა

დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების რეჟიმის დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ორმოცდაათ ლარამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 582. ზღვის დაბინძურება (4.05.2010. N3054)

1. ხმელეთიდან ზღვაში საყოფაცხოვრებო ნაგვის ან სხვა ნარჩენების ჩაყრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.

2. ხმელეთიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით ზღვის დაბინძურება ან დანაგვიანება –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

4. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში საყოფაცხოვრებო (მყარი) ნარჩენების ჩაყრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

5.             20 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

6. 20 000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

7.             გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ანდა მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 65000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებსა და

მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის

მოვალეობათა შეუსრულებლობა

გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობის სხვა პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების შეტანა ამ ოპერაციების შესახებ ან შესაბამისი თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

 

მუხლი 591. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

მუხლი 592. მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის

წესების დარღვევა 94.05.2010. N3054)

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, კერძოდ, ორგანიზაციული სახის დარღვევები (დოკუმენტაციის წარმოების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუშაკის დასხივება დადგენილი დოზური ზღვრის გადაჭარბებით ან პაციენტის დაუსაბუთებელი სამედიცინო დასხივება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობაზე ან/და დააბინძუროს გარემო, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილ ნორმაზე მეტად –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

5. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან გამდინარე წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებების ჩაშვება დასაშვებ დონეზე ჭარბი რაოდენობით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

6. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან (გარდა ბირთვული მასალისა ან მოწყობილობისა, რადიოაქტიური ნარჩენისა, რადიოაქტიური ნივთიერებისა) მოპყრობა ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 593. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის მოთხოვნათა შეუსრულებლობა (17.05.2011 N 4683)

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის მოთხოვნათა შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათასი ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათასი ლარის ოდენობით.

 

მუხლი 60. წყალსარგებლობის წესების დარღვევა

1. საერთო წყალსარგებლობის მოთხოვნათა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

2. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან ნებართვის პირობების დარღვევით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

3. წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება შესაბამისი წყალჩაშვების ნებართვის გარეშე ან ნებართვით დადგენილი პირობების დარღვევით, წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა (მათ შორის, მიკროორგანიზმების) ემისიების (ზღვრულად დასაშვები ჩაშვების) ნორმებისა და წყლის ობიექტების დატვირთვის ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

4. განსაკუთრებული სამეცნიერო და ესთეტიკური მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტებით უკანონო სარგებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.

5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან რვაას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 601. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

მუხლი 602. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

მუხლი 603. წყალდაცვითი ზოლებისა და სანიტარიული დაცვის

ზონების კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა

1. წყალშემკრებზე წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა, რაც იწვევს წყლის დაბინძურებას, ნიადაგის წყლისმიერ ეროზიას და სხვა მავნე მოვლენებს, –

გამოიწვევს ფიზიკური პირების დაჯარიმებას ას ლარამდე, იურიდიულ პირთა – ხუთას ლარამდე.

2. სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის განკუთვნილ სანიტარიული დაცვის ზონებსა და წყალდაცვით ზოლებში კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ორი ათასი ლარით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონაში, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორი ათასი ლარით, იურიდიულ პირთა – ოთხი ათასი ლარით. (29.12.2006. N4224)

 

მუხლი 61. წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატა-ციის წესების დარღვევა

წყალსამეურნეო და წყალდამცავი ნაგებობებისა და მოწყობილობების დაზიანება, მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.

                (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ. 128;

                საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი N436 _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ. 308;

საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი N380 – სსმ I, 2000 წ., N24, მუხ. 65)

 

მუხლი 611. წყალსარგებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების, წყლის პირველადი და სახელმწიფო აღრიცხვის, წყლის სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესების დარღვევა

წყლის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა ავარიული სიტუაციების, ზალპური წყალჩაშვების, სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე, თანამდებობის პირთა – ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

წყლის პირველადი აღრიცხვის წარმოების წესის დარღვევა, წყლის და მისი გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესის დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

წყლის და მისი გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვისა და სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის დარღვევა, -

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 62. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

მუხლი 63. ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა

საანგარიშო ტყეკაფის დადგენის, ტყეკაფის გამოყოფის, ხე-ტყის ზეზეურად გაცემის, მთავარი სარგებლობის, მოვლითი ჭრისა და სპეციალური ჭრის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების 30-დან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 631. ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის,

აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე

სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული

ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-

კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის

ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის

გამოყოფის, გამოყენებისა და ტყითსარგებლობის წესების

დარღვევა

ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის, აღკვეთილის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილი ზონის, დაცული ლანდშაფტის, ბიოსფერული რეზერვატის ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონის ტერიტორიების ტყის ფონდის მიწებზე არსებულ ტყეებში ტყეკაფის ფონდის გამოყოფის, გამოყენებისა და ტვირთსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

მუხლი 64. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და

ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

 

მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-

ფუნქციონალური ზონების საზღვრებში მერქნიან

მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება

1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ექვსას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 65. ტყითსარგებლობის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების, სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყითა და სახელმწიფო ტყის ფონდის სატყეო, სპეციალური დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების, სახელმწიფო ტყის ფონდით საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობის, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა, -

 

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 651. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

მუხლი 652. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ

მოთხოვნათა დარღვევით (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით.

21. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ შეშის დამზადება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე −

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. (23.12.2011 N 5594)

22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. (23.12.2011 N 5594)

3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით. (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

მუხლი 661. სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება

სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

 

მუხლი 662. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების

საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის

სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“

კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი

თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას

გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების

დარღვევა(5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 67. ტყის დაცვის, მოვლის, აღდგენის ან გაშენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

ტყის დაცვის ან სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, აღდგენის ან გაშენების, ან სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობების შერჩევისა და მათი გამოყენების წესებისა და მოთხოვნების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ ლარამდე.

ტყის დაცვის მიზნით ბიოლოგიური, ქიმიური ან სელექციური საშუალებების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 671. ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და

აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა და ბიოსფერული

რეზერვატის ბუნების  მართვადი დაცვისა

(მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში

განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და

მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა

ეროვნული პარკის ბუნების მართვადი დაცვისა და აღდგენის ზონებში, აღკვეთილსა და ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვისა (მანიპულაციების) და აღდგენის ზონებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და მდგომარეობის გაუმჯობესების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

 

მუხლი 68. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწების დაზიანება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე.

2. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრებისა და ველების, ასევე სათიბი და საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ოცდაათიდან ას ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა, ღორი) და ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.

 

მუხლი 69. გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა

1. გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან  სამას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 691. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

მუხლი 692. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

მუხლი 693. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

მუხლი 694. გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ექსპლუატაციაში გადაცე-მისას

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ექსპლუატაციაში გადაცემისას, -

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

(საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი _ საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N33, გვ. 3)

 

მუხლი 695. გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ლიკვიდაციისას

გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევა სამეურნეო ობიექტის ლიკვიდაციისას, -გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.

 

მუხლი 70. ამოღებულია (საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი N759 _ პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N33, გვ. 3)

 

მუხლი 71. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის

დანაგვიანება და დაზიანება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ტყის დაზიანება რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვა სახის ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით, რასაც ტყის გახმობა ან დაავადება მოსდევს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან რვაას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 72. ამოღებულია (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

 

 

მუხლი 721. სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის ან ტყითსარგებლობის დაგეგმვის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის ან სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების აღრიცხვის სისტემის განსაკუთრებულ მოთხოვნათა დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

ტყითსარგებლობის დაგეგმვის მოთხოვნათა დარღვევა, ან ტყითსარგებლობა და სატყეო-სამეურნეო სამუშაოების წარმოება ტყითმოწყობის ან სპეციალური გამოკვლევის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული დოკუმენტაციის გარეშე, -

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ორას ლარამდე.

 

მუხლი 73. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის

დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და

გზების მოსპობა ან დაზიანება

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 74. ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება

ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ათ ლარამდე.

 

მუხლი 75.  სახელმწიფო  სამეურნეო  ტყის  ფონდის  დაცვის  განსაკუთრებული  რეჟიმის  დარღვევა

სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის უბნისათვის დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის მიკუთვნებისა და ამ რეჟიმის პირობებში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების წესის დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა და ტყითსარგებლობის განხორციელების რეჟიმის დარღვევა სახელმწიფო სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნიადაგდაცვიტი და წყალმარეგულირებელი ტყის იმ უბნის ტერიტორიაზე, რომელსაც მიკუთვნებული აქვს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი, ან სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ან ლანდშაფტური უბნის ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოების რეჟიმის დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 76. ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა

ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.

ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, აგრეთვე ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

 

მუხლი 77. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა

ნორმების გადამეტებით ან ამ ნორმების უქონლობისას

და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ფიზიკური ზემოქმედება

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის დამტკიცებული ნორმების გადამეტება ან გაფრქვევა ამ ნორმების, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობისას და ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან  ათას ლარამდე.

 

მუხლი 78. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის

წესების დარღვევა, აგრეთვე ამ მოწყობილობათა

გამოუყენებლობა

1. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

2. აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოუყენებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 79. ამოღებულია (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 791. საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების

ნებართვის გარეშე

საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შვიდი ათასიდან ათი ათას ლარამდე.

 

მუხლი 792. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური

ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული

პირობების  დარღვევა (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 80. ისეთ სატრანსპორტო და სხვა მოძრავ საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევ-ში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა ნორმატივებს აღემატება

ისეთი ავტომობილების, თვითმფრინავების, გემებისა და სხვა მოძრავი საშუალებისა და დანადგარების საექსპლუატაციოდ გაშვება, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, -

გამოიწვევს თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 81. ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება

მოქალაქეთა მიერ ისეთი ავტომოტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავი საშუალებების ექსპლუატაცია, რომელთა განაფრქვევში ამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა, აგრეთვე მუშაობისას მათ მიერ წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს, -

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი _ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, 1992 წ., ტ.I, მუხ.128;

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი N436 _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ. 308)

 

მუხლი 82. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება

ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით ან

არადანიშნულების საწვავ დანადგარებში დაწვისას

ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში დაწვისას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 821. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა  გაფრქვევების

აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და

დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა  გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათი ლარის ოდენობით. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 822. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების

მოთხოვნების დარღვევა (4.05.2010. N3054)

1. გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-3–მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

3. საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების მიერ ზღვაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისას ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების    დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

5. მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროებისა და საწარმოებისათვის დადგენილი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სახერხი მოწყობილობისა და უკანონო ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია, რომელსაც არ ახლავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი.

 

მუხლი 83. ამოღებულია (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 84. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით

გათვალისწინებული ადმინისტრაციული

სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის

უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა

შეუსრულებლობა (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დადებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა დარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით, ხოლო დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში − იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა დარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ამ კოდექსის 239-ე მუხლის   მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაკისრებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გაორმაგებას.

3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის  ხელის შეშლა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

მუხლი 841. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების

სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული

ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან)

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 85. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების

არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და

წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა,

აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება

ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია

და ჰიბრიდიზაცია

1. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას სამას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 851. ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა საბინადრო გარემოს

ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

 

მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების

(ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების,

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების

საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის

რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა

ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა

გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების  საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან  მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა  ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი  დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს  დარღვევა, ანდა ამ ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი  გარემოდან ამოღება) მოპოვების უფლების  დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ პირობათა  დარღვევით, მათი უკანონო ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება (8.11.2011 N 5201)

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) მოპოვების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ პირობათა დარღვევით, მათი უკანონო ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ექვსას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასიდან რვაას ორმოცდაათ ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.

 

მუხლი 854. უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს

ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და

მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა

უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით. (25.07.2006. N3516)

მუხლი 855. გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა

სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობსათვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.

(საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი N759 _ პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N33, გვ.3)

 

მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა

სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების

დარღვევა (4.05.2010. N3054)

1. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება სამოყვარულო და სპორტული იარაღისა და ხერხების გამოყენების დადგენილი წესის დარღვევით –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით.

2. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღებისა და ხერხების ან/და წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღის, ნავის, ნახევარბარკასის ან სხვა) გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

4. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება თევზსაჭერი იარაღების, ხერხებისა და 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.

5. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება  (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

6. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობების მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.

7. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისთვის მიკუთვნებულ სახეობებზე ნადირობისას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

8. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ იარაღით ან საშუალებით, რომლით ნადირობაც აკრძალულია, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

9. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით.

 

მუხლი 87. ამოღებულია (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება N408 _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., N10-ის დანართი, მუხ. 370)

 

მუხლი 88. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების

წარმოების, მისი მოვლა-პატრონობის,

მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების)

განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების

დარღვევა (8.05.2007 N4713)

1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ან არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების კანონმდებლობით დადგენილი წესების, შესაბამისი პროექტის ან სხვა სანებართვო პირობების დარღვევა, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება, რაც დაკავშირებულია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულების შეუსრულებლობასთან, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 10 000 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის მიმართ, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 7 000 ლარით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 12 000 ლარით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის მიმართ, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 9 000 ლარით, იურიდიული პირის ან ამხანაგობის დაჯარიმებას 15 000 ლარით.

4. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების, ქუჩის, მოედნის სახელდების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

5. ამ მუხლით განსაზღვრული დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გასამმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 6 თვეში.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული განთავსების წესის დარღვევით განთავსებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) დემონტაჟი ხორციელდება სამართალდამრღვევის ხარჯებით.

მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-

ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის

დარღვევა (8.05.2007 N4713)

1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოც ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი  საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდახუთიდან ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 891. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება (სათაური  8.11.2011 N 5201)

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა არასაგანმანათლებლო მიზნით დაშვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამოცდაათიდან ას ლარამდე. (8.11.2011 N 5201)

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.

 

მუხლი 892.  სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა (სათაური 8.11.2011 N 5201)

1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორთა მიერ საბრძოლო, სანადირო, თევზსაჭერი იარაღისა და ნებისმიერი (გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვების) მოწყობილობის შეტანა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. (8.11.2011 N 5201)

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 893. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი

იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი

საშუალებებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან

გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება

ნავის გამოყენებით, სახელმწიფო ნაკრძალის

თანამშრომელთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან/და

თევზსაჭერი საშუალებების მქონე პირთა ნაკრძალის

ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა

1. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი) ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე პირის მიერ ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების განხორციელება ნავის გამოყენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.

3. სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომელთა მიერ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისა და დირექციების დირექტორებისა) ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალების (მათ შორის, ნავის) მქონე პირთა ნაკრძალის ტერიტორიაზე შესვლაზე თანხმობის მიცემა, ან/და აღნიშნულ პირთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას შესაბამისი ზომების მიუღებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე. (25.07.2006. N3516)

 

მუხლი 894. ამოღებულია  (27.12.2011. N5653 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

 

თავი VIII

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები მრეწველობის, ელექტრო- და თბოენერგიის გამოყენებისა და წყალმომარაგების დარგებში (18.12. 2009. N2389 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან)

 

მუხლი 90. ამოღებულია (8.04.2010. N2914)

მუხლი 901. ამოღებულია (8.04.2010. N2914)

მუხლი 91. ამოღებულია (8.04.2010. N2914)

მუხლი 911. ამოღებულია (8.04.2010. N2914)

 

 

მუხლი 912. საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013

გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის,

ტეტრაეთილტყვიის იმპორტი ან რეალიზაცია,

აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-

კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი(25.12.2009. N2456 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის იმპორტი ან რეალიზაცია, აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო-კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ასმაგ მინიმალურ ოდენობამდე, პროდუქციის კონფისკაციით.

 

მუხლი 92. ამოღებულია (22.03.2005 N 1126)

 

მუხლი 921. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ

დადგენილი მოთხოვნების დარღვევა (5.07.2008 N 93)

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის, აგრეთვე სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, –                 გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 922. ამოღებულია (17.12.2010. N4126)

მუხლი 93.  ამოღებულია (22.03.2005 N 1126)

 

მუხლი 94. 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროქსელების დაცვის წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, ელექტროქსელების დაზიანება ან სახალხო მეურნეობის სხვა ზარალი, -

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 95. გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა; გაზის, როგორც სათბობისა და ნედლეულის, გამოყენების ნორმებისა და წესებს დარღვევა

გაზის გაშვება გაზგამომყენებელ დანადგარებში გაზის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ნებართვის გარეშე; გაზის გამოყოფილი ფონდების გადამეტება ან გაზის მოხმარების დადგენილი რეჟიმის დაუცველობა; გაზის მოხმარება გაზგამომყენებელ დანადგარებზე მისი ხარჯვის დამტკიცებული კუთრი ნორმების გარეშე ან ამ კუთრი ნორმების გადამეტება;

გაზგამომყენებელი დანადგარების ექსპლუატაცია გაზის ხარჯვის ან გაზის გამოყენებით გამომუშავებული თბოენერგიისა და პროდუქციის აღურიცხავად, ან გაზგამომყენებელი დანადგარების პროექტით გათვალისწინებული გაზის წვის პროცესების ავტომატური რეგულირების საშუალებათა, ან თბოტექნიკური კონტროლის ხელსაწყოებისა თუ თბოუტილიზაციის მოწყობილობის არარსებობა (გაუმართაობა), რომლებიც უზრუნველყოფენ გაზის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას;

გაზით მოსარგებლე საწარმოს, გაერთიანების, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული სარეზერვო თბომეურნეობის მუშაობისათვის მოუმზადებლობა ან გაზგამომყენებელი დანადგარების მოუმზადებლობა დაწესებული სახეობის სარეზერვო სათბობის მუშაობისათვის, -

გამოიწვევს საწარმოების, გაერთიანებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა, მათი მოადგილეების, მთავარი ენერგეტიკოსების (მთავარი მექანიკოსების) საამქროებისა და სამსახურების უფროსების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 96. ამოღებულია (8.04.2010. N2914)

 

 

მუხლი 961. ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება (16.07.2010 N 3448 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)

1. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და დაწესებულების დაჯარიმებას – 15 000 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 962. „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში (11.03.2011. N4429)

1. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილ, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე. (11.03.2011. N4429)

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთი დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე. (29.12.2006. N4296)

 

მუხლი 963. ამოღებულია (11.03.2011. N4429)

 

მუხლი 964. სარწყავი წყლის დატაცება (18.12. 2009. N2389 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.)

1. სამელიორაციო სისტემიდან სარწყავი წყლის დატაცება –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ორას ორმოცდაათი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით. (17.12.2010. N4141 ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.)

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას ათასი ლარით.

 

თავი IX

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები სოფლის მეურნეობაში. ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა

მუხლი 97. სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო მეურნეობის ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება

სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო მეურნეობის ნათესების წახდენა, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების აღებული მოსავლის გაფუჭება ან განადგურება, ნარგავების დაზიანება, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდა ას მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 98. მცენარეთა საკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის წესების დარღვევა

მცენარეთა საკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 981. შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა

შხამქიმიკატებისა და მინერალური სასუქების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ნიტრატებისა და პესტიციდების ნარჩენების ნორმაზე მეტი ოდენობით დაგროვება, აგრეთვე ასეთი პროდუქციის რეალიზაცია, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონფისკაციით.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევა, -

გამოიწვევს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვითა და ტრანსპორტირებით დაკავებულ პირთა დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

მომხმარებლის მიერ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მათი შესატანი ტექნიკური საშუალებების გამოყენების წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების და გამოყენების ინსპექტორებისათვის ხელის შეშლა და უფლებამოსილი პირის მითითებათა შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე.

შენიშვნა: კონფისკებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რომელიც შეიცავს ნორმაზე მეტი ოდენობით ნიტრატებს, თუ პესტიციდებს, უნდა განადგურდეს.

 

მუხლი 982. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების,

შემოტანის, რეალიზაციისა და გამოყენების წესების

დარღვევა (25.12.2009. N2456 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

 

1. არარეგისტრირებული, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა ან რეალიზაცია და ფალსიფიცირებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა, რასაც მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, ამასთანავე, პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების ზენორმატიული შემცველობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უნებართვო წარმოება, დაფასოება, შეფუთვისა და მარკირების წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

3. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, შემოტანისა და რეალიზაციის ინსპექტორებისათვის ხელის შეშლა და უფლებამოსილი პირის მითითებათა შეუსრულებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე.

4. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უნებართვო დასაწყობება და რეალიზაცია –

გამოიწვევს რეალიზატორის დაჯარიმებას 100-დან 500 ლარამდე.

5. გზებზე, ქუჩებში, სკვერებში, პარკებში, ბაზრებში, მოსახლეობის თავშეყრისა და სხვა აკრძალულ ადგილებში პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით ვაჭრობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10-დან 50 ლარამდე.

 

მუხლი 99. მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა

სასაზღვრო საზღვაო პორტიდან (ნავმისადგმიდან), რკინიგზის სადგურიდან, ავტოვაგზლიდან (ავტოსადგურიდან), აეროპორტიდან და სხვა სასაზღვრო პუნქტიდან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი მასალების საკარანტინო შემოწმებისა და სათანადო დამუშავების გარეშე გატანა, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 100. მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა

მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მიწათმოსარგებლეთა მიერ მცენარეთა არასაკარანტინო მავნებლებთან, დაავადებებსა და სარეველებთან ბრძოლის ზომების მიუღებლობა ასეთივე სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 1001. ნარკოტიკების შემცველი ნათესების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობა

კანაფისა და ზეთოვანი ხაშხაშის ნათესების, ამ კულტურების მოსავლის შენახვისა და გადამუშავების ადგილების დაცვის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ნამკალისა და წარმოების ნარჩენების გასანადგურებლად ზომების მიუღებლობა, -

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით.

 

მუხლი 1002. მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი

მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება

მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.

შენიშვნა: (1.07.2011 N 5018)

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.

 

მუხლი 101. მექანიზატორთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა

მექანიზატორთა მიერ ტრაქტორების, კომბაინების, სხვა თვითმავალი სასოფლო-სამეურნეო მანქანების ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების უხეში დარღვევა, -

გამოიწვევს მექანიზატორთათვის ამ მანქანების მართვის უფლების ჩამორთმევას ერთ თვემდე ვადით.

 

მუხლი 102. ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული

წესების დარღვევა (24.06.2011. N4960)

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოსა  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 1021. საქმიანობა სურსათის/ცხოველის საკვების

მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად

რეგისტრაციის გარეშე (24.06.2011. N4960)

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 1022. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს

ან/და დისტრიბუტორის მიერ არაკრიტიკული

შეუსაბამობის დროს რეკომენდაციების შეუსრულებლობა  (24.06.2011. N4960)

1. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობის დროს უფლებამოსილი პირის რეკომენდაციების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა −

გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელის ზომის გამოყენების შემდეგ უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილ ვადაში იმავე რეკომენდაციების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 1023. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ

ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებულ საწარმოში

კრიტიკული შეუსაბამობის არსებობა (24.06.2011. N4960)

სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებულ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობის არსებობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე.

 

მუხლი 1024. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს

მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის

იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს

უფლებამოსილი პირისათვის უფლებამოსილების

განხორციელებისას  ხელის შეშლა  (24.06.2011. N4960)

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა −

გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 103. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა (15.12.2010. N4035)

1. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა –

გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

2. ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში –

გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 1031. გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა

გარეული ცხოველების ტყვეობასა და ნახევრად თავისუფალ პირობებში დაცვის, შენახვის, გამოყენებისა და გამრავლების წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ ლარამდე.

 

მუხლი 104. ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა

ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 105. ფუტკრის (ოჯახების) სათაფლე ღალიანობის ან სხვა მიზნით გადატანის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა (28.10.2004 N 549)

ფუტკრის (ოჯახების) სათაფლე ღალიანობის ან სხვა მიზნით გადატანის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.

 

მუხლი 1051. საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანი-ზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევა

მოქალაქეთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობა სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

თანამდებობის პირთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის შემდეგის წესების დარღვევა:

მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღების წესების დარღვევა; კოლექტიური ბაღისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობისა და ნაშენიანების პროექტის გარეშე ან ამ პროექტის დარღვევით ათვისება; სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის ნებართვის მიცემა, ამგვარი სახლების საექსპლუატაციოდ მიღება; კოლექტიური ბაღის ტერიტორიაზე სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მისგან გადახვევით საერთო სარგებლობის შენობათა და ნაგებობათა მშენებლობა; უკანონოდ საშენი მასალების გაცემა, სატრანსპორტო საშუალებათა, მექანიზმების, მუშახელის გამოყენება, მებაღეობის ამხანაგობის ობიექტების მშენებლობაში არასპეციალიზებული სამშენებლო ორგანიზაციის ჩაბმა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 1052. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო

პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან

დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების

აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა

მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

 

მუხლი 1053. ამოღებულია (24.06.2005 N 1789)

 

მუხლი 1054. არარეგისტრირებული ან/და ვადაგასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია ან ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შენახვის წესების დარღვევა (25.12.2009. N2456 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

 

1. არარეგისტრირებული ან/და ვადაგასული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების რეალიზაცია ან ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შენახვის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. (25.12.2009. N2456 ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან)

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ქმედებები, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

 

თავი X

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში

მუხლი 106. რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

რკინიგზის ლიანდაგზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მატარებელთა მოძრაობის დარღვევა,

- გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

რკინიგზის ლიანდაგის, დამცავი ტყის ნარგავების, თოვლსაფარის და სხვა საგზაო ობიექტების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, _

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, ტანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.

რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, _

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დადგენილი გაბარიტების დაუცველობა.

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა ნებადაურთველ ადგილებში,

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა

სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკიმოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

მატარებლის ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა, _

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

საგარეუბნო მატარებლის ვაგონებში (მათ შორის ტამბურებში) ადგილობრივი და სორეული მიმოსვის სამგზავრო მატარებლებში, ნებადაურთველ ადგილებში მოწევა, _

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობადმე.

 

მუხლი 1071. საერთო სარგებლობის სატრანსპორტო საშუალებების შიდა მოწყობილობის დაზიანება

საჰაერო, რკინიგზის და მეტროპოლიტენის ტრანსპორტის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის და სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 1072. მეტროპოლიტენსი მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

მეტროპოლიტენში ლიანდაგზე ჩასვლა და სიარული, აგრეთვე ლიანდაგზე ისეთი საგნების დაწყობა, რომლთაც შეუძლიათ შეაფერხონ მატარებლის მოძრაობა, _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.

მოძრაობის დროს ვაგონის კარის გაღება, გაჩერებაზე კარის გაღება-დახურვის განზრახ შეფერხება, საჭიროების გარეშე მატარებლისა და ესკალატორის მოძრაობის გაჩერება, _

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 1073. მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დარღვევა (30.12.2008 N 956)

1. მეტროპოლიტენის გასასვლელ საკონტროლო პუნქტებში სუროგატების ან გადახდისუუნარო მონეტების ჩაშვება, აგრეთვე საკონტროლო პუნქტებში გასვლა ან გასვლის მცდელობა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.

2. მეტროპოლიტენით ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

3. მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელების, ბაქნების, ვაგონის სალონის, ესკალატორის და ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, აგრეთვე მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა და მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 1074. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან

სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით

თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ

ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას

საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი

თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი

ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა (15.12.2010. N4035)

1. მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას საქართველოს კანონმდებლობით ან/და შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევა –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ მოძრავ საშუალებებზე.

 

მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა

აეროდრომის რაიონში რაიმე ისეთი ნიშნების და მოწყობილობათა განლაგება, რომლებიც აეროდრომის გამოსაცნობი მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობათა მსგავსია, ან აეროპორტის, აეროდრომის ადმინისტრაციის ნებადაურთველად პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტების მოწყობა, რომლებიც ხელს უწყობენ ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, რაც საშიშია საჰაერო ხომალდის ფრენისათვის, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

შენობებსა და ნაგებობებზე ღამის და დღის მარკირებული ნიშნების ან მოწყობილობათა განლაგების წესების შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

სააეროდრომო მოწყობილობის, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნების და მათ მოწყობილობათა დაზიანება, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.

აეროპორტის (აეროვაგზლის გარდა), აეროდრომის, ფრენის რადიო და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე გავლა სათანადო ნებართვის გარეშე, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 109. საჰაერო ტრანსპორტით საშიში ნივთიერებებისა და საგნების გადაზიდვის წესების დარღვევა

საჰაერო ტრანსპორტით საშიში ნივთიერებებისა ან საგნების გადაზიდვის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, აღნიშნული ნივთიერებებისა და საგნების საყიდლით ჩამორთმევით ან კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 110. საჰაერო ხომალდზე ქცევის წესების დარღვევა

საჰაერო ხომალდზე მყოფ პირთა მიერ ხომალდის მეთაურის განკარგულების შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

საჰაერო ხომალდიდან ფოტოგრაფირების, კინოგადაღების წესებისა და რადიოკავსირის საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, ფირის კონფისკაციით.

 

მუხლი 111. საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა

საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 1111. საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა საჰაერო ხომალდის ფრენისას, რაკეტების გაშვებისას, ყველანაირი სახის სროლის, ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებისას ან სხვა საქმიანობისას, რაც დაკავშირებულია მატერიალური ობიექტების სივრცეში აზიდვასთან, გადაადგილებასა ან გაშვებასთან, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევით, რომელიც სამართალდარღვევის იარაღი იყო, ან უამისოდ, ხოლო თანამდებობის პირებისა – შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 112. საზღვაო ტრანსპორტზე მოძრაობის წესების დარღვევა

გემების პორტში შესვლისა და პორტიდან გამოსვლის, საპორტო წყლებში გემების მოძრაობისა და დგომის წესების, აგრეთვე გემში მგზავრთა ჩასხდომის, მგზავრობის და გემიდან გადმოსხდომის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

საპორტო წყლებში საყვინთი სამუშაოების ჩატარება სათანადო ნებართვის გარეშე, ამ სამუშაოთა დროს სიგნალების მიცემის წესების დაუცველობა, -

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 113. საზღვაო სატრანპორტო საშუალებებით სარგებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების დარღვევა

საზღვაო ტრანსპორტზე სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე.

საზღვაო ტრანსპორტის გემებზე ნებადაურთველ ადგილას მოწევა, -

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მესამედ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 114. საზღვაო პორტებში დატვირთვის, გადმოტვირთვის და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა

საზღვაო პორტებში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დაწყობის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

 

მუხლი 1141. საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული

წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის

შესახებ კანონმდებლობის დარღვევა

1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის, კონსერვაციის ან საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარით

2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა, დაზვერვა ან მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 75000 ლარით.“.(04.07.2002 N1625)

 

მუხლი 1142. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და

ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების

დარღვევა (28.10.2010. N3779)

1. ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეუტყობინებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

3. ბაზირების პუნქტში ზომამცირე გემის შენახვის წესების    დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

4. ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

5. ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

6. ზომამცირე გემით სარგებლობის, მათ შორის, ცურვის, წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

7. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

 

მუხლი 115. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა

რკინიგზის და საზღვაო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, -

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

საჰაერო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.

(საქართველოს სსრ უმღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვიეტოს ბ  რძანებულება _ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1987 წ, N8 მუხ. 207; საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ, N16 მუხ. 308).

 

მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური,

ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ

მდგომარეობაში მყოფი პირისათვის

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის  მდგომარეობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

11. პირის მიერ მისთვის 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. (17.05.2011 N 4687)

2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი    პირისათვის –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალების გადამცემ პირს არა აქვს მართვის უფლება – დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

41. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.   (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

7. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

 

შენიშვნა:

1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.28.04.2006. N2962 ამოქმედდეს 2006 წლის 1 ნოემბერიდან)

2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები.

3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. (28.04.2006. N2962)

4. ამ მუხლის მე-3, მე-4, 41, მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

41. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი.

6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 1000 ლარის ოდენობით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

8. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. (1.07.2011 N 5018)

 

მუხლი 117. ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული

სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის

არიდება (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან).

1. სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის   არიდება –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა  პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.

2. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება  დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. (1.07.2011 N 5018)

 

მუხლი 117.1. ამოღებულია (საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი N696 _ პარლამენტის უწყებანი, 199 7წ., N 23-24, გვ. 3)

მუხლი 117.2. ამოღებულია (საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი N696 _ პარლამენტის უწყებანი, 199 7წ., N 23-24, გვ. 3)

 

მუხლი 118. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა,

რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე

ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო

პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი

წესით, ან სხვა პირისათვის ასეთი ავტოსატრანსპორტო

საშუალების სამართავად გადაცემა (28.04.2006. N2962)

1. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, ან მესაკუთრის ან სხვა მართლზომიერი მფლობელის მიერ სხვა პირისათვის ასეთი სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) დადგენილი წესით, –

გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.  (22.7.007 N 5027)

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. (22.7.007 N 5027)

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

 

მუხლი 1181. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას

მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის

გამოუყენებლობა  (28.10.2010. N2772 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან)

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა –

გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომლის კონსტრუქციაც არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.

3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

მუხლი 1182. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის

დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის

საშუალებით სარგებლობა (11.03.2008. N5851)

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, –

გამოიწვევს  დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელიც მოქმედებდა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

4. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 1183. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და

მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის

გამოუყენებლობა (28.04.2006. N2962)

მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა, –

გამოიწვევს  დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით. (22.7.007 N 5027)

2. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

3. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (8.05.2007 N4707)

 

მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის

წესების დარღვევა (28.04.2006. N2962)

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არა აქვს: (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

ა) მართვის მოწმობა ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობა, ხოლო ამ მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა; (17.05.2011 N 4687)

ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

2. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.

3. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

4. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის მიერ ამ მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება, –

გამოიწვევს ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

5. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს), –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

6. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არა აქვს იმ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

7. იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

შენიშვნა:

1. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 1211, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მართვის მოწმობის ან სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტების უქონლობის შემთხვევაში დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

2. ამოღებულ იქნეს (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

3. ამ კოდექსში აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებად ჩაითვლება ყველა სახეობის ავტომობილი, ტრაქტორი და სხვა თვითმავალი მანქანა, ტრამვაი და ტროლეიბუსი, აგრეთვე მოტოციკლი და სხვა, ძრავით მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (მოპედის გარდა).

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

7. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება პირზე, რომლის სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

 

მუხლი 1191. გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება

1. სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით. (24.07.2006. N3500)

 

მუხლი 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური

ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი

ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან

მისი არადანიშნულებით გამოყენება (28.04.2006. N2962)

1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე დაყენება, ანდა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილისათვის განკუთვნილი შეფერილობის უკანონოდ გამოყენება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ხელსაწყოს კონფისკაციას.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

3. იმ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის შეფერხება, რომლებზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალები ან რომლებიც ახორციელებენ ესკორტს ან რომლებსაც მიაცილებენ, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

 

შენიშვნა:

1. სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ).

2. სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.

3. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

7. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.  ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (8.05.2007 N4707)

 

მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, ანდა             სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა        დარღვევებისათვის (28.04.2006. N2962)

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისათვის, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

11. ამოღებულია (25.12.2009. N2456)

2. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა სამართალდარღვევისათვის, −

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მესაკუთრის) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. (17.05.2011 N 4687)

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.(25.12.2009. N2456)

 

შენიშვნა:(2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, როდესაც პირს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, იგი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.

3. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. (1.07.2011 N 5018)

 

მუხლი 1211. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა (17.05.2011 N 4687)

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული მძღოლის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული მძღოლის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ მძღოლის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო მართვის მოწმობის მიღების მიზნით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

2. პირის მიერ მისთვის 17 წლის ასაკში მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადაში ამ მუხლით, აგრეთვე ამ კოდექსის 118-ე, 1181, 1182, 119-ე, 120-ე, 121-ე, 123-ე, 125-ე და 1271 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

შენიშვნა: (17.05.2011 N 4687)

1. ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.

2. ჯარიმის იძულებით აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

 

მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო

სანომრე ნიშნის გარეშე ან სატრანსპორტო

საშუალების რეგისტრაციის დადგენილი წესების

დარღვევით (28.04.2006. N2962)

1. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

2. სატრანსპორტო საშუალების მართვა რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

3. სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში (გარდა სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით სატრანსპორტო საშუალების მართვისა, თუ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვლის შესახებ) დამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს მიეცემა დადგენილი ნიმუშის ცნობა, რომლის მოქმედების ვადაშიც სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაატაროს სატრანსპორტო საშუალება რეგისტრაციაში. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში გაუტარებლობის შემთხვევაში იკრძალება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია.

3. ამ მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტში მითითებული ცნობის ფორმას და მისი შევსების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.  (22.7.007 N 5027)

5. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. (22.7.007 N 5027)

6. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.

7. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.  ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (8.05.2007 N4707)

 

მუხლი 123. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის

მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების

შესახებ პოლიციელის მოთხოვნის

შეუსრულებლობა (28.04.2006. N2962)

1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის ბოროტად შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით ან მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლამდე ვადით. (17.07.2009. N1505)

შენიშვნა:

1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. (22.7.007 N 5027)

2. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

3. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს  შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (8.05.2007 N4707)

4. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. (1.07.2011 N 5018)

 

მუხლი 124. ამოღებულია (საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი N696 _ პარლამენტის უწყებანი, 1997წ., N 23-24, გვ. 3)

 

მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა (28.04.2006. N2962)

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –

გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი თვის ვადით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

6. საქვეითო გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევა, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

61. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, –

გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 2 წლის ვადით. (17.07.2009. N1505)

7. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

8. ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. (17.05.2011 N 4684)

9. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ან შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, რამაც გამოიწვია საცობის შექმნა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

10. ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

შენიშვნა:

1. მიტოვებულ სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე ან განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების თვლების ბლოკირება სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება დამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. თუ სატრანსპორტო საშუალების სადგომზე გადაყვანა შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დადგენის შემდეგ დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა ამ კოდექსით დადგენილი წესით. (20.10.2009. N1812)

            2. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.(2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

21. ამ მუხლის 61 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში განსაკუთრებული გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 500 ლარის ოდენობით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის, აგრეთვე ამ მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით.  (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

41. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. (30.12.2008 N 956)

42. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (20.05.2011 N 4708 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან)

5. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის შეცვლა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

6. თუ საპატრულო პოლიციელი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რომელიმე ფაქტზე საჯარიმო ქვითარს შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირდება ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც საჯარიმო ქვითარი გადაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს დაერიცხება საურავი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (8.05.2007 N4707)

 

მუხლი 1251.  ამოღებულია (30.12.2008 N 956)

 

მუხლი 1252. დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის

პარკირების წესების დარღვევა (8.06.2007 N4917)

1. დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, იმ ავტოტრანსპორტს, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას დგას 12 საათზე მეტი დროით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. (20.10.2009. N1812)

2. ამოღებულია  (20.10.2009. N1812)

3. ამოღებულია  (20.10.2009. N1812)

4. ამოღებულია  (20.10.2009. N1812)

5. ამოღებულია  (20.10.2009. N1812)

6. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ამასთანავე, ავტოტრანსპორტს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე ან მის თვლებს გაუკეთებს ბლოკირებას სპეციალური საშუალებით, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევ მძღოლს ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. (20.10.2009. N1812)

შენიშვნა: (20.05.2011 N 4708 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან)

1. დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით  განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

2. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი; საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ. 308; 1995 წლის 29 ივნისის კანონი _ საქართველოს პარლამენტის უწყებები N27-30, მუხ. 649; აქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ. გვ, 23-24, გვ. 3).

 

 

მუხლი 1253. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე

ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა (11.03.2011. N4451 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.)

1. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების    წესების დარღვევა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 200 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ ორი დღის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 400 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის სრული ოდენობით.

4. თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას ავტოტრანსპორტის პარკირებისათვის თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესების სხვა დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობისას, ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას მისი ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები ჯარიმასთან ერთად დაეკისრება დამრღვევს ან ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, იგი მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის სამართალდარღვევა გამოსწორებულად ჩაითვლება, თუ პირი აღარ დაარღვევს  ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პარკირების ორგანიზების წესებს. სამართალდარღვევის გამოუსწორებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შემდეგ იმავე საქმიანობის გაგრძელება ითვლება პირის მიერ ახალი სამართალდარღვევის ჩადენად, რის გამოც მის მიმართ თავიდან იწყება სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

2. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის

ჩადენისას ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების თვლებს გაუკეთდება ბლოკირება სპეციალური საშუალებებით, თუ ეს დადგენილია ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით და ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა დასაშვებია, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.

 

მუხლი 126. ამოღებულია

(საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონით _ საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997, N  გვ. )

 

მუხლი 127. ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა

მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა,

აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის

ძოვების წესების დარღვევა (23.06.2005 N 1753)

1. ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის ან გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ლარის ოდენობით.

2. სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გასწვრივ მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. (2.07.2010. N3280 ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან)

შენიშვნა: პირუტყვის მესაკუთრეს არ უნაზღაურდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად პირუტყვის დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანი.  (27.12.2011 N 5628 გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

 

მუხლი 1271. საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, ტვირთის გადაზიდვისა და ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა (24.11.2006. N3769)

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. (8.11.2011 N 5203 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

3. ავტოსადგურის მუშაობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამოღებულია (24.11.2006. N3769)

5. ავტოსადგურის ფუნქციონირება განსაკუთრებული რეგულირების ზონაში თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი წესების  დარღვევით –

გამოიწვევს ავტოსადგურის მესაკუთრე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. (15.12.2010. N4035)

შენიშვნა:

1.  ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის  290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით; ამასთანავე, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.

2. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით,  ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით. (22.7.007 N 5027)

3. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით,  ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 2 წლით. (22.7.007 N 5027)

 

მუხლი 128. რკინიგზის, საზღვაო, საავტომობილო ტრანსპორტით და ელექტროტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა

რკინიგზის ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ხელბარგით გადაზიდვის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

საზღვაო ტრანსპორტით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადაზიდვის წესების დარღვევა, -

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, სამარშრუტო ტაქსით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადატანა, აგრეთვე მათი ბარგად ან შემნახველ საკანში ჩაბარება, -

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

იმ საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა ნუსხა, რომელთა გადაზიდვის წესების დარღვევისათვის ამ მუხლით დაწესებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვრება შესაბამის სახეობათა ტრანსპორტზე მოქმედი გადაზიდვის წესით.

 

(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტს ბრძანებულება-საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1987 წ., N8 მუხ. 207; საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16 მუხ. 308).

 

მუხლი 1281. რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვის ნორმატიულ-ტექნიკური წესების შეუსრულებლობა

რკინიგზის ტრანსპორტით საშიში ტვირთების გადაზიდვის ნომატიულ-ტექნიკური წესების შეუსრულებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, -

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე.

(საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი; საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი _ საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ. 308; 1995 წლის 29 ივნისის კანონი _ საქართველოს პარლამენტის უწყებები N27-30, მუხ. 649; აქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1997 წ. გვ, 23-24, გვ. 3).

 

მუხლი 1282. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის

ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა

დარღვევა (5.05.2011. N4651 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან)

1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

4. ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.

51. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (გარდა დაცული ტერიტორიისა) ფიზიკური პირის მიერ მოპოვებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ხე-ტყის ტრანსპორტირება პირადი სარგებლობისათვის სათბობად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი დოკუმენტის გარეშე −

გამოიწვევს ფიზიკური პირის გაფრთხილებას, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. (23.12.2011 N 5594)

52. ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით. (23.12.2011 N 5594)

6. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის   კონფისკაციით ან უამისოდ.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხე-მცენარის   კონფისკაციით.

8. სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესების დარღვევით ან ასეთი ხე-ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხე-მცენარესთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო  მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ (საჭაპნე ტრანსპორტის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა არ მოითხოვება), გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ აქვს სათანადო დოკუმენტი ან ამავე აქტით დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით ოქმის შემდგენი უფლებამოსილია დაათვალიერო