ტრეინინგები


         

ამჟამად საიტზე 5 მომხმარებელია

Print Friendly

საქართველოს კანონი

პოლიციის შესახებ

 kod

 

თავი I. ზოგადი დებულებები 

მუხლი 1. საქართველოს პოლიცია 

1. საქართველოს პოლიცია (შემდგომში – პოლიცია) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი, სპეციალური, პოლიციური და გასამხედროებული დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

2. პოლიცია თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. პოლიცია ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან პოლიციის სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომში – სამინისტროს მოსამსახურეები).

4. აკრძალულია საპოლიციო ფუნქციების მქონე ფორმირების შექმნა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის საქმიანობაზე.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.138

საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3405 – სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.17

საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1890- სსმ I, №42, 29.07.2005 წ., მუხ.299

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4269 – სსმ I, №51, 31.12.2006წ, მუხ.428

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №217 – სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.133

საქართველოს 2009 წლის 1 8 დეკემბრის კანონი № 2390 – სსმ I, № 48, 29.12.2009 წ., მუხ. 362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 2. პოლიციის ამოცანები 

პოლიციის ამოცანებია:

ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

ბ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ასეთი ქმედებების გამოვლენა, გამოძიება, დანაშაულში ბრალდებული პირის ძებნა და დაკავება, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;

გ) საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 – სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

მუხლი 3. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 

1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პოლიცია თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სათანადო სამსახურებთან.

3. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №495 – სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 4. პოლიციის საქმიანობის პრინციპები 

1. პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების, პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს.

2. პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები, მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.

3. აკრძალულია პოლიციაში პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 5. საჯაროობა პოლიციის საქმიანობაში 

1. პოლიცია თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოქალაქეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პოლიციას უფლება არა აქვს, გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი, პროფესიული, პირადი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და გაახმაუროს გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1358 – სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.130

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 – სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

მუხლი 6. (ამოღებულია) 

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 7. (ამოღებულია) 

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1358 – სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.130

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

 

 

თავი II. პოლიციის მოვალეობები და უფლებები 

 

მუხლი 8. პოლიციის მოვალეობები 

პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა:

ა) მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს სხვა ორგანოებსა და მოქალაქეებს;

გ) მოქალაქესთან ურთიერთობისას მკაცრად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები;

გ 1 ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობისაგან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე;

დ) დაადგინოს დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს დანაშაული;

ე) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დაკვირვების ელექტრონული საშუალებების (ტელეფონი, მიკროფონი, რადიოკავშირის სპეციალური ტექნიკა და დაკვირვების სხვა საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც გამომჟღავნდება დაფარული კავშირები ერთ-ერთი მხარის თანხმობის გარეშე) საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, დამზადების და გამოყენების კონტროლი;

ვ) გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს სათანადო ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე იარაღით, საბრძოლო მასალით, ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერებებით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით ვაჭრობა, აგრეთვე მათი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გამოყენება, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა;

ზ) განახორციელოს კონტროლი ტირების, სასროლეთების და სხვა ობიექტების გახსნისა და საქმიანობის წესების დაცვაზე;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შებამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების დაცვის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;

თ ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო ობიექტების ფიზიკური დაცვა;

2) განახორციელოს სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებები;

ი) განახორციელოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

კ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები;

ლ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული ინფორმაცია დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევის შესახებ, დაუყოვნებლივ მოახდინოს მასზე რეაგირება, აწარმოოს სამართალდარღვევებისა და მათი ჩამდენი პირების აღრიცხვა;

მ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება და ამის შესახებ აცნობოს პროკურორს;

ნ) დაეხმაროს შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა მოძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს;

ო) შეასრულოს პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას;

პ) საქართველოს კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საქმეებზე კანონით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ძებნა და დაკავება, ასევე განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოსაძებნად;

ჟ) ჩაატაროს ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევები ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;

რ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, კანონით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები;

ს) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოება და მზადყოფნა, აგრეთვე უზრუნველყოს პირადი შემადგენლობის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა;

უ) მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, აგრეთვე ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;

ფ) გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;

ფ ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან;

ფ ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები;

ქ) განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან/და ქონება საფრთხეშია;

ღ) მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, ზედამხედველობა გაუწიოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვას;

ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმების საფუძველზე შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობების პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

შ) (ამოღებულია);

ჩ) აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას;

ც) აღასრულოს სასამართლოს, პროკურორის და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ, ასევე მოსამართლის დადგენილებები ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ, უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა;

ძ) უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება;

წ) განახორციელოს დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა;

ჭ) განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები უპატრონო ქონების დასაცავად, ვიდრე ქონება არ გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირს ან მესაკუთრეს;

ხ) უზრუნველყოს ნაპოვნი ან ჩაბარებული დოკუმენტების, ნივთების, ფასეულობებისა და სხვა ქონების დაცვა ან/და შენახვა, მიიღოს ზომები კანონიერი მფლობელისთვის მათ გადასაცემად ან დადგენილი წესით მათი რეალიზაციისათვის;

ჯ) სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილებასა და არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში;

ჰ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საარჩევნო პროცესისა და მასში მონაწილე პირთა უსაფრთხოება;

1) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2312 – სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.186

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2466 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.151

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №178 – სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.88

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1358 – სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.130

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2950 – სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.103

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2951 – სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.104

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3145 – სსმ I, №20, 09.06.2006 წ., მუხ.173

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №618 – სსმ III, №35, 05.12.2008 წ., მუხ.224

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2390 – სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2713 – სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.50

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 – სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

მუხლი 9. პოლიციის უფლებები 

1. პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს:

ა) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები იმ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით, რომლის გამოძიება საქართველოს კანონმდებლობით პოლიციის კომპეტენციას განეკუთვნება;

ბ) თუ დაყოვნება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დაუბრკოლებლად შევიდეს საცხოვრებელ ბინებსა და მოქალაქეთა კუთვნილ სათავსებში, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით) დანაშაულის აღსაკვეთად ან/და იმ პირის დასაკავებლად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ან რომელიც ბრალდებულია დანაშაულის ჩადენაში;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესამოწმებლად წარადგინოს პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის შედეგად საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ, შეინახოს მისი ნივთები და დოკუმენტები, რის შესახებაც ადგენს სათანადო ოქმს;

დ 1 ) ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი;

ე) აღკვეთოს უკანონო მიტინგი, დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე აქცია, თუ იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;

ვ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის, ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით აკრძალოს ან შეზღუდოს მოძრაობა გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე;

ზ) აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის უფლების მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები, მიიღოს ზომები სამართალდარღვევათა აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა;

თ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა;

ი) სამინისტროს მოსამსახურეებს მისცეს იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით;

კ) (ამოღებულია);

ლ) გადაუდებელი აუცილებლობისას გამოიყენოს მოქალაქეთა, საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა კუთვნილი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებები (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის სხვა დაწესებულების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებისა); ამასთანავე, პოლიცია ვალდებულია სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებათა მფლობელებს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯი ან/და მიყენებული ზარალი;

მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობის საფუძველზესაქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება;

ნ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები; რეიდის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს და ჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება (გარდა დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტისა, რომლითაც სარგებლობენ დიპლომატიური ხელშეუხებლობის მქონე პირები);

ო) სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთების შემოწმება და ჩხრეკა, მოქალაქის პირადი შემოწმება და პირადი ჩხრეკა;

პ) კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დანაშაულის გარემოებათა და მის ჩამდენ პირთა დასადგენად, გამოძიებისაგან და სასამართლოსაგან მიმალული, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის დასადგენად, სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის განსამტკიცებლად;

ჟ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის ან ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება;

რ) მგზავრების პირადი უსაფრთხოების დაცვის, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით, გონივრული ვადით შეაყოვნოს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლა;

ს) გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება, რისთვისაც მათთან ამყარებს ღია ან ფარულ ურთიერთობას;

ტ) დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით ისარგებლოს მოქალაქეთა დახმარებით;

უ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და დაცვის კონტროლი;

ფ) პირის მიერ კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, უზრუნველყოს აღნიშნული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთა, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა. პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ სავარაუდო ხელმყოფისთვის მიცემული წერილობითი გაფრთხილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება არ აჩერებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებასა და წერილობითი გაფრთხილების (ადმინისტრაციული აქტის) მოქმედებას;

ქ) გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გამოიყენოს შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლება.

2. პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები არ უნდა აყენებდეს ზიანს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას, აგრეთვე ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2312 – სსმ I, №38(45), 04.08.1999 წ., მუხ.186

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №397 – სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.124

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1358 – სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.130

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2950 – სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.103

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3145 – სსმ I, №20, 09.06.2006 წ., მუხ.173

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3886 – სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.328

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4199 – სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.10

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5211 – სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.295

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2390 – სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 – სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 – სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი,22.06.2012წ.

 

მუხლი 91 . შეჩერება და ზედაპირული შემოწმება 

1. პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.

2. შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა.

3. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება.

4. პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. შეჩერებული პირი უფლებამოსილია შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისათვის.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 – სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332

 

 

თავი III. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება 

მუხლი 10. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება 

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელს უფლება აქვს, პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპის გათვალისწინებით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გათვალისწინებული წესით.

2. პოლიციელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.

3. სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2390 – სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 11. ფიზიკური იძულების გამოყენება 

პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი ან/და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამნაშავისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დასაკავებლად, თუ უძალადო მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციელის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 12. სპეციალური საშუალებების გამოყენება 

1. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედებებთან ბრძოლის მიზნით პოლიციას უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციელს, ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის და დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს თავის თავსა და გარეშე პირს;

ბ) რეზინის ხელკეტი – მოქალაქეზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;

გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – მოქალაქეზე, პოლიციელზე, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის, საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პოლიციელზე ან/და მოქალაქეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;

ზ) წყალსატყორცნი და ჯავშანმანქანა – საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმაც არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;

თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;

ი) სასამსახურო ძაღლი – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, მოქალაქეზე ან პოლიციელზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

კ) სასამსახურო ცხენი – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, საპატრულო სამსახურის შესრულებისას, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად;

ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა – მოქალაქეზე, პოლიციელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.

2. პოლიციელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს ფიზიკური ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსს და პროკურორს.

3. აკრძალულია ორთაბრძოლის სპეციალური ხერხებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

4. პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით.

5. პოლიციელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო აქტებით.

6. სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1503 – სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.115

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2390 – სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 13. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება 

1. პოლიციელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

2. პოლიციელის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.

4. პოლიციელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) მოქალაქისა და თავისი თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) მძევლების გასათავისუფლებლად;

დ) დაკავების ან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევის აღსაკვეთად;

ე) მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ან შეეცდება გაქცევას;

ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;

ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

თ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.

5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან პატიმრის გაქცევისას;

გ) დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევისას;

ე) დაკავებულის ან დაპატიმრებულის სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის და ტყიან ადგილებში გაქცევისას;

ვ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად.

7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებადსაშიშ ადგილებში; ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან პოლიციელის სიცოცხლეს.

8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში პოლიციელი მოვალეა, ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9. პოლიციელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყონებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსსა და პროკურორს.

10. პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და საერთაშორისო აქტებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2390 – სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2713 – სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.50

 

 

თავი IV. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა 

მუხლი 14. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები 

1. დანაშაულის გახსნისა და თავიდან აცილების მიზნით პოლიცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას ეწევა ღია და ფარული საშუალებებით და მეთოდებით.

2. აკრძალულია ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომლებიც:

ა) საფრთხეს უქმნის პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, ქონებას;

ბ) საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მეწარმეთა ქონებას და კანონით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს;

გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან დანაშაულის და სხვა სახის სამართალდარღვევის ჩასადენად.

3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც დროებით ზღუდავს პიროვნების პირადი ცხოვრების, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოებას, გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

მუხლი 15. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები 

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით მოპოვებული საგნები, დოკუმენტები და ინფორმაცია გამოიყენება:

ა) დანაშაულის გასახსნელად და თავიდან ასაცილებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დასაკავებლად;

ბ) სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებათა მოსაპოვებლად;

გ) იმ ფაქტობრივი მონაცემების მისაღებად, რომლებიც საფუძვლად დაედება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

2. აკრძალულია სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებად ოპერატიულ-სამძებრო გზით მიღებული საგნის, დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოყენება, თუ იგი მიღებული, შემოწმებული და შეფასებული არ იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას კონტროლს უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

4. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა რეგულირდება ამ კანონით, კანონით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №495 – სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.144

მუხლი 151. იმ პირის უფლებები და მოვალეობები, რომელიც დახმარებას უწევს პოლიციას 

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირს უფლება აქვს ნებაყოფლობით ითანამშრომლოს და დახმარება აღმოუჩინოს პოლიციას.

2. პირს, რომელიც დახმარებას უწევს პოლიციას, უფლება აქვს:

ა) დადოს მასთან კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ;

ბ) პოლიციელებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;

გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები;

დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მას მიადგა პოლიციისათვის დახმარების გაწევისას.

3. პირი, რომელიც სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე დახმარებას უწევს პოლიციას, ვალდებულია:

ა) შეასრულოს დავალებები პოლიციის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად;

ბ) დაიცვას დადებული კონტრაქტის პირობები;

გ) განზრახ არ მიაწოდოს პოლიციას ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია.

4. პირი, რომელიც დახმარებას უწევს პოლიციას, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციისათვის განზრახ ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაციის მიწოდებისათვის, ან/და ამ კანონით დაცული იმ ინფორმაციის გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 152. პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები 

1. პოლიცია ამ კანონით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.

2. პოლიციის მიერ გამოყენებულმა ოპერატიულ-ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს პირის პატივი და ღირსება, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხეში არ უნდა ჩააგდოს ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.

3. ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 153. პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფა 

1. პოლიციის საინფორმაციო უზრუნველყოფა ხორციელდება საინფორმაციო სისტემების შექმნითა და გამოყენებით.

2. პოლიციის საინფორმაციო სისტემებში არსებული, კანონით დაცული ცნობების მოქალაქისათვის გაცნობის საფუძველი და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

 

 

თავი V. პოლიციის ორგანიზაცია 

მუხლი 16. პოლიციის სისტემა 

1. პოლიციის სამსახურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.

2. პოლიციის ორგანიზებასა და სტრუქტურას განსაზღვრავს სამინისტროს შესახებ დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №495 – სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 17. (ამოღებულია) 

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 18. (ამოღებულია) 

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

 

 

თავი VI. სამსახური პოლიციაში. პოლიციის კადრები 

მუხლი 19. პოლიციელი 

1. პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი.

2. პოლიციელის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

3. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პოლიციელი არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 20. პოლიციელთა სამსახურში მიღების წესი 

1. პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები:

ა) რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები;

ბ) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას.

11. წვევამდელმა პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.

1 2 . წვევამდელს პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება პოლიციის რიგითის უმცროსი სპეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება.

13. წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.

14. წვევამდელის მიერ გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი და ვადა განისაზღვრება ამ კანონის 211 მუხლით.

2. სამინისტროს სამხედრო სამსახურში ჩაირიცხებიან მოქალაქეები, რომლებიც გაივლიან დამატებით სპეციალურ შემოწმებას.

3. პოლიციაში შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მიუხედავად მათი ასაკისა.

5. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება:

ა) განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც იმყოფება პატიმრობაში;

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.

საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1679 – სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.211

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4513 – სსმ I. №13, 16.04.2007 წ., მუხ.111

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5211 – სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.295

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2390 – სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 21. სამინისტროში სამსახურის გავლის  წესი 

1. სამინისტროში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტებით.

2. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა ან მასში მონაწილეობა.

3. სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების წევრობა.

4. სამინისტროს მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.

5. სამინისტრო უფლებამოსილია, გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.83

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2390 – სსმ I, №48, 29.12.2009 წ., მუხ.362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 21 . სამხედრო ვალდებულების მოხდა პოლიციაში 

1. პოლიციაში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამხედრო სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. პოლიციაში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევის, სამხედრო სამსახურის გავლისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება „პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. პოლიციაში წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად და აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ ჩაირიცხება საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში რიგითის სამხედრო წოდებით.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2951 – სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.104

მუხლი 22. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი 

1. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს:

ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევის ან წელთა ნამსახურობის გამო, შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის მიხედვით;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების გამო, რომლის მიზეზითაც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;

გ) სამსახურებრივი შეუთავსებლობის გამო;

დ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;

ე) რეორგანიზაციისას ან/და შტატების შემცირებისას;

ვ) საკუთარი სურვილით;

ზ) ფიცის გატეხისათვის, პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელისათვის;

თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

ი) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

კ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ;

ლ) შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის;

მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

2. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამინისტროს მოსამსახურე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.83

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №495 – სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2009 წლის 1 8 დეკემბრის კანონი № 2390 – სსმ I, № 48, 29.12.2009 წ., მუხ. 362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 23. პოლიციის კადრების პროფესიული მომზადება 

1. პოლიციის კადრების პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სამინისტროს შესაბამის სპეციალურ პროფესიულ დაწესებულებაში.

2. პოლიციაში სამუშაოდ მისაღებ პირს, ასევე პოლიციის უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პოლიციელს, შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას, სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მიენიჭება პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4513 – სსმ I. №13, 16.04.2007 წ., მუხ.111

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5211 – სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.295

 

 

თავი VII. პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვა, პოლიციელის პასუხისმგებლობა 

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 24. (ამოღებულია) 

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 25. პოლიციელის სამართლებრივი დაცვა 

1. პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და თანამდებობის პირისათვის.

2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პოლიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მუქარა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა, იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას პოლიციელი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები კანონის შესასრულებლად.

5. პოლიციელს უფლება აქვს თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 26. (ამოღებულია) 

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 27. პოლიციელის ქმედებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება 

პოლიციელის უკანონო ქმედებით მოქალაქეებისთვის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 28. პოლიციელის ფორმა 

1. პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

2. პოლიციელს თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 29. სამინისტროს მოსამსახურის წახალისება 

1. სამინისტროს მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემია;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;

ი) შეფარდებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. სამინისტროს მოსამსახურის წახალისება შეუძლია საამისოდ უფლებამოსილ პირს.

4. პირის მიერ პოლიციისთვის გაწეული დახმარებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმები, გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა.

5. სამინისტროს მოსამსახურის წახალისების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5211 – სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.295

საქართველოს 2009 წლის 1 8 დეკემბრის კანონი № 2390 – სსმ I, № 48, 29.12.2009 წ., მუხ. 362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 30. სამინისტროს მოსამსახურის პასუხისმგებლობა 

1. სამინისტროს მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სამინისტროს მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და მოხსნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №397 – სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.124

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2009 წლის 1 8 დეკემბრის კანონი № 2390 – სსმ I, № 48, 29.12.2009 წ., მუხ. 362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 31. სამინისტროს მოსამსახურის სოციალური დაცვა 

1. სამინისტროს მოსამსახურის სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.

2. სამინისტროს მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

3. სამინისტროს მოსამსახურე ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

4. სამინისტროს მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი ან/და წოდებისათვის დადგენილი სარგოებისგან.

5. სამინისტროს მოსამსახურეს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.

6. სამინისტროს მოსამსახურის ხელფასის (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, მათი გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

7. სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს ოთხი თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეს ორი თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (ფულადი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

8. სამსახურიდან დათხოვნილ სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი დახმარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9. სამინისტროს მოსამსახურის შვებულების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 30 კალენდარული დღე.

10. ზიანი, რომელიც სამინისტროს მოსამსახურეს მიადგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამინისტროს მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.

12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამინისტროს მოსამსახურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.

13. სამინისტროს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, საწვავით უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

14. სამინისტროს მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15. სამინისტროს მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

16. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურისთვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

17. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სამინისტროს მოსამსახურეს საცხოვრებლად შესაძლებელია სარგებლობაში გადაეცეს სამინისტროს ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობები და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი.

საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №588 – პარლამენტის უწყებანი, №9-10, 15.03.1997 წ., გვ.52

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 – სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.253

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №413 – სსმ I, №25, 11.07.2000 წ., მუხ.69

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1335 – სსმ I, №22,18.05.2005 წ., მუხ.145

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2446 – სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.394

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2493 – სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.430

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3151 – სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.140

საქართველოს 2009 წლის 1 8 დეკემბრის კანონი № 2390 – სსმ I, № 48, 29.12.2009 წ., მუხ. 362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

 

 

თავი VIII. პოლიციის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 

1

მუხლი 32. პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №946 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997 წ., გვ.57

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №495 – სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.144

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

 

 

თავი IX. პოლიციის საქმიანობაში მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერების დაცვის გარანტიები 

მუხლი 33. პოლიციელის ქმედობის გასაჩივრების უფლება 

მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს პოლიციელის ქმედობა პოლიციის ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში.

მუხლი 34. განცხადებებისა და საჩივრების განხილვა პოლიციაში 

1. პოლიცია განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს კანონიერების დარღვევებზე.

2. პოლიციაში შემოსული განცხადება და საჩივარი განიხილება არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში.

3. დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ პოლიციაში შემოსული განცხადება ან საჩივარი დაუყოვნებლივ განიხილება.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2009 წლის 1 8 დეკემბრის კანონი № 2390 – სსმ I, № 48, 29.12.2009 წ., მუხ. 362

საქართველოს 2010 წლის 15 იანვრის კანონი №2529 – სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.18

მუხლი 35. (ამოღებულია) 

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

 

 

თავი X. სახელმწიფო კონტროლი სამინისტროს საქმიანობაზე 

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 36. საპარლამენტო კონტროლი 

სამინისტროს საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის ფორმები და მეთოდები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 37. საპრეზიდენტო და სამთავრობო კონტროლი 

1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. სამინისტროს საქმიანობის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 38. სასამართლო კონტროლი 

იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

მუხლი 39. საფინანსო კონტროლი 

სამინისტროს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

მუხლი 40. საპროკურორო ზედამხედველობა 

1. სამინისტროს საგამოძიებო ორგანოების საპროცესო ხელმძღვანელობას და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას სამინისტროს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზება არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2103 – სსმ I, №49, 30.11.2005 წ., მუხ.330

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №481 – სსმ III, №30, 07.11.2008 წ., მუხ.197

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 64 – ვებგვერდი, 24.0 .2013წ.

 

მუხლი 41. გარდამავალი დებულება 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და გამოსცეს ამ კანონის მე-20 მუხლის 11პუნქტითა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სპეციალური მომზადების პროგრამები.

საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4513 – სსმ I. №13, 16.04.2007 წ., მუხ.111

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური

ედუარდ შევარდნაძე

საქარ თველოს პარლამენტის სპიკერი – ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1993 წლის 27 ივლისი.

№318-IIს

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი „პოლიციის შესახებ“ სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს მიღებისთანავე, გარდა მე-9 მუხლის მე-11 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიამ პარლამენტის უახლოეს სხდომას განსახილველად წარმოუდგინოს ზემოაღნიშნული პუნქტისა და ნაწილის შეთანხმებული რედაქცია.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 17 ივნისის დეკრეტი საქართველოს რესპუბლიკის პოლიციის შესახებ.

3. საქართველოს პარლამენტის მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტს შემდეგი კანონპროექტები:

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის ფიცის ტექსტი;

კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა შესახებ;

კანონი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობათა შესახებ.

4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება;

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები;

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხა;

პოლიციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი დადგენილებები.

საქართველოს პარლამენტის               ვახტანგ რჩეულიშვილი.

სპიკერის მოადგილე

თბილისი,

1993 წლის 27 ივლისი.

 

Leave a Reply

იუსტიციის სახლი
შემოსავლების სამსახური
საჯარო რეესტრი
აღსრულების ეროვნული ბიურო
სამოქალაქო რეესტრი
ქ.თბილისის ქონების მართვის სააგენტო
ნოტარიუსთა პალატა